Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ტყუილი, ტყუილი, პაპიროსი პირში!!!

ტყუილი, ტყუილი, პაპიროსი პირში!!!
დღეს ერთი ადამიანი ლამის შემასკდა "ტყუილი ტყუილია და არანაირად არ შეიძლება ადამიანმა მოიტყუოს"-ო. ბევრი ვისაუბრეთ, ბოლოს ლამის ინანა რატომ არ არსებობს ინკვიზიცია თორე არ აგცდებოდაო. (იხუმრა) .
როცა ტყუილზე საუბრობენ, ყოველთვის მახსენდაბა ბაბუაჩემის მიერ მოყოლილი ერთი იტორია.
სოფელში თურმე ერთი კაცი ცხოვრობდა. ხან მეზობლის თხას იპარავდა, ხან ქათამს და ხანაც ძროხას. ფაქტზე ვერავინ წაასწრო. მაგრამ ყველამ იცოდა რომ სწორედ ის იყო ქურდი. ერთხელაც, როცა მორიგი ძროხა წააყოლა ხელს. სოფელი შეიკრიბა და გადაწყვიტა ქურდი დაესაჯა. ბევრი ფიქრის მერე გადაწყვიტეს რომ ის ეკლესიაში დაებარებიათ და ხატზე ფიცით გამოეტეხათ. ამბავი ქურდის ცოლს შეატყობინეს რადგან თავად ქურდი სახლში არ დაუხვდათ. "შენს ქმარს გადაეცი ხვალ დილით ეკლესიაში მოვიდეს წირვაზეო" კარგიო უთხრა ცოლმა და ქმარს დაუწყო ლოდინი. როცა დაბრუნებულმა ქმარმა ეს ამბავი გაიგო შეწუხდა. იმაზეც იფიქრა სახლში არ შემომივარდნენო და დასაძნებლად სახლის სხვენში ავიდა. სხვენში აუარება ძელი ნივთი ეყარა. მათ შორის ბავშვის აკვანიც. რა გაეწყობოდა, ღამე აქ უნდა გაეტარებია და დილით ეკლესიაშ წასულიყო. არ მისვლა აღიარების ტოლფასი იქნებოდა. მოკალათდა შეძლებისდაგვარად, თავი აკვანს ჩამოადო და ჩაეძინა.
ყველა ერთხმად ვაღიარებთ რომ ტყუილი ცუდია. თუმცა ყველამ ვიცით რომ მის გარეშე ძალიან გაძნელდებოდა ურთიერთობა, ცხოვრება. ცუდია, მაგრამ ეს ისეთივე ნორმაა როგორც ღიმილი. ფაქტის შელამაზება, გადაჭარბებული კომპლიმენტი, ბოლომდე არ თქმული სიმართლე, ბავშვის უხერხულ კითხვაზე გაცემული შესაბამისად მოფიქრებული პასუხი, შეყვარებულის ახალი ვარცხნილობით ან გამომცხვარი ნამცხრით გამოწვეული აღშფთოვანების რეალური მიზეზის გადასხვაფერება და კიდევ ათასი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, უწყინარი, მაგრამ მაინც პატარა ტყუილი. კარგი იქნებოდა რაიმე კლასიფიკაცია რომ მიენიჭებინათ ტყუილისთვის როგორც მაგალითად დამწვრობას ანიჭებენ. არ შეიძლება. მაგრამ მის გარეშე შევძლებთ? კატეგორიები სიმძიმის მიხედვით ნამდვილად ძნელი მისანიჭებელია. მაგრამ არსებობს შემდეგნაირი სახეობები : მე - შენ. შენ - მე. ჩვენ - მათ. ისინი - ჩვენ. ისინი - მათ და მე - საკუთარ თავს. და ეს ყველაფრი ისე კოხტად მუშაობს... საათივით. სცადეთ აბა გააჩეროთ!!!

ა, ხო იმ ქურდის ამბავი...
ხოდაა. ის ღამეც გათენდა, ადგა ქურდი. ხელპირი დაიბანა, ცოლს გამოემშვიდობა და ეკლესიისკენ წავიდა. ხალხი შეკრებილი დავდა. სოფლის თავი გამოვიდა, ხატი მოატანინა, კაცს მიუახლოვდა და უთხრა. " შენ იცი რაშიც გდებთ ბრალს და რას გედავებით. შენ თუ მართალი ადამიანი ხარ დაიფიცე ხატზე და დაგიჯერებთ"-ო. ქურდმა მოავლო ხალხს თვალი. ხელი ხატზე დადო, სოფლის თავს თვალი გაუსწორა და უთხრა: "ღმერთია მოწამე, რაც აკვნიდან გადმოვედი ჩემს ცხოვრებაში მას აქეთ ქურდობა არ ჩამიდენია"-ო. ხალხი დაიშალა, ქურდიც სახლში დაბრუნდა. მას შემდეგ ქურდობა შეწყდა. ეჭვმიტანილი კი ისევ ისე ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად.
საადს უთქვამს "ტყუილს, თქმულს სასიკეთოდ გაცილებით მეტი სიკეთის მოტანა შეუძია ვიდრე გამანადგურებელ ჭეშმარიტებას"-ო . ცხადია რომ ეს არ არის დოგმა. მაგრამ ზოგჯერ ეგ ანდაზაც არ სტყუის.

ჩემსა და ჩემს რესპოდენტს შორის წამოჭრილი დავა კი ერთი საკმაოდ უცნაური მოვლენით "მოყუმარდა". როცა ვსაუბრობდით ბარმენმა შეკვეთილი ყავა მოუტანა, მოსვა და დაიმანჭა, ეს რა საშინელი გემო აქვს ამ ყავასო. დიალოგი განვაგრძეთ. რამოდენიმე წუთში ისევ მოვიდა ბარმენი და ჩემს სტუმარს კითხა ყავა როგორ მოგეწონაო. გემრიელია მადლობაო უპასუხა ჩემმა სტუმარმა.

9 comments:

  1. დასასრულზე ვიხალისე:)))
    მომეწონა ისტორიაც და პოსტიც.
    პატარ-პარატა ტყუილები აუცილებელია მართლაც :>

    ReplyDelete
  2. ცოტა არ იყოს ძნელია მათ გარეშე :)

    ReplyDelete
  3. "ყველამ ვიცით რომ ტყუილის გარეშე ძალიან გაძნელდებოდა ურთიერთობა" და რომ არ გაძნელებულიყო, დღეს ჩემი შეყვარებულის ნათქვამი ტყუილი დავიჯერე, მართალია პატარა, უბრალო და უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ტყუილი...

    კარგი იყო, მომეწონა :)

    ReplyDelete
  4. :) მარილივითაა, დოზირება უნდა... თუ გადაამლაშე.. არ ვარგა :)))
    გაიხარე

    ReplyDelete
  5. ყველაფერი საჭიროა ნორმის ფარგლებში ... ბავშვი რომ გგკითხავს როგორ გავჩნდიო..... :)))

    ReplyDelete
  6. დიდება კომბოსტოს :)))))

    ReplyDelete
  7. აბა წეროო ?! O_o :))))

    ReplyDelete
  8. წერო კომბოსტოს ლეგენდის მერე მოდის... უფრო "ნავაროჩენია" :)))

    ReplyDelete
  9. tyuili, tyuili :) mis gareShe aba rogor?

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]