კიევში, კაფე ბარ "დივანის" წინ ძალზედ უცნაური ძეგლი დადგეს. ბედნიერი ბავშვობის ძეგლი. თქვენის აზრით როგორ გამოიყურება ბედნიერი ბავშვობისადმი მიძღვნილი ძეგლი!?. არა, არც ფეხშიშველა მორბენალი გოგო-ბიჭია და არც ცირკის ჟონგლიორი. ეს მეტრონახევრის სიმაღლის მამალოა. ხო, სწორედ ის მამალო ბავშვობაში მზესუმზირასთან ერთად რო ყიდნენ.
მისი სურნელი მახსოვს. რატომღაც უფრო ხშირად მას ზამთარში ყიდულობდნენ ჩემთვის. ბაკურიანში. "რომელი გინდა, ციყვი თუ მამალი!?", "მამალი, მამალიი!" ვყვიროდი მეც და დახლს უკან მდგარი, საგულდაგულოდ შეფუთული გამყიდველი დეიდას ხელები ჯოხზე წამოცმულ, ნახევრად გამჭვირვალე, სურნელოვან და იმ მომენტში ყველაზე გემრიელ ნუკბარს მაწვდიდნენ. ერთი სიამოვნება იყო მისი ხელში ჭერა. ჯერ სახელდახელოდ შემოხვეული ცელოფნის შემოხსნა, შემდეგ კი მზეზე აფარება და ფერთა თამაშით ტკბობა და მხოლოდ მერე მისი დაგემოვნება... ო, როგორ ვერ ვიტანდი ბავშვებს ეგრევე რომ პირში გააქანებდნენ მამალოს და კბილებით წაამტრევდნენ თავს. შემდეგ კი ეს საზიზღარი კრაკუნის ხმა... არა, მისით უნდა დამტკბარიყავი და რაც შეიძლება დიდხანს... ძალიან დიდხანს.
არადა რა!? რამოდენიმე კოვზი დამწვარი შაქარი დან მიღებული დიდი ბედნიერება. რა ცოტა რამ არის საჭირო ბავშვის ბედნიერებისთვის. თქვენ გახსოვთ თქვენი საყვარელი ნუკბარი? თეთრ ქახალდში გახვეული ნუგა!? რკინის კოლოფებში ჩაყრილი მომპასის ნაირერი კამეტები!? როგორ მიხაროდა ამ კოლოფის ტარება, ასე მეგონა ჯიბით კანფეტები კი არა ნაირფერი თვალმარგალიტი დამქონდა. რა ცოტა უნდა ბავშვს ბედნიერებისთვის... თუმცა ტკბილეულის გარდაც იყო რაღაცეები რაც ძალიან გვიყვარდა. მაგალითად ჩვენი პირველი ველოსიპეი. გაკვეთილებიდან მოსულს სახლის კედელზე მიყენებული "შკოლნიკი" დამხვდა.
არ მახსოვს სად გაქრა წიგნებით და რვეულებით სავსე ჩანთა. არც ის მახსოვს როგორ დაღამდა ის ბედნიერი დღე. მახოსვს მხოლოდ ის რომ ვფრინავდი სიხარულით. მიუხედავად გადატყავებული მუხლებისა,მიუხედავად იმისა რომ ველოსიპედის სკამზე მხოლოდ სამზარეულოს ტაბურეტის დახმარებით ვცოცდებოდი და დამუხრუჭებისას პედლბის მაგიერ ხშირად დაფნის ბუჩქს ვხმარობდი. მაინც ძალიან მიხაროდა ჩემი პირველი ორბორბლიანი "რაშის" გახედნის პროცესი. კიდევ? კიდევ იყო "ბანგბინქტონი" (badminton). იყო "ხუჭუჭა გივი". იყო პლასმასის "ხევსურული" ფარი და ხმალი. იყო ყვითელი ელექტრომობილი რადიომართვის დისტანციური პულტით, რომელიც მხოლოდ უკან და მარჯვნივ უხვევდა. კი, კიდევ ბერვრი რამ იყო. მაგრამ მნიშველობა არა რაოდენობას, არამედ მის შინაარს ააქვს...
ადამიენებს გვჩვევია ჩვენი მოგონებების და იდეების უკვდავსაყოფად ძეგლების აღმართვა. გმირების და კონკრეტული პერსონაჟების, პიროვნებების გარდა ძეგლს ვუდგამთ სიყვარულს, ნოსტალგიას, ოცნებებს. ბათუმის ახალ ბულვარში უკვე დგას "შერეკილების" შვემლფრენი ნიშნად იმისა რომ "სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი". სხვათაშორის ძალიან მომწონს.
სანტერესოა, ვინმეს აზრად რომ მოუვიდეს და მოინდომოს... როგორი იქნებოდა ჩვენი ბავშვობისადმი მიძღვნილი ძეგლი...
პ.ს. იმედია პოსეიდონის ბავშვობა არ იქნება...

No comments:
Post a Comment
და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!