კარგა ხანია ჩემს ვირტუარულ კაფეში არ შევსულვარ და საერთოდ კარგა ხანია არც გვიმოგზაურია ყავის დასალევად სადმე. მართალი გითხრათ მომნატრებია კიდეც. არა და რა სჯობია ნამდვილ, მაცდუნებელ და არომატულ ყავას!? ხოდა სწორედ ახლა განვაახლებ ჩემს ვირტუალურ კაფეს. ჩათვალეთ რომ კარებზე წარწერა "ღიაა" ისევ ამოვატრიალე.
მართალია ყავახანები თავიანთი ბარისტებით ჩვენთან დიდი იშვიათობა, მაგრამ ამ ფუნქციის შემთავსებელი ბარებიც თავიანთი ბარმენებით ჯერჯერობით რაღაცნაირი არჩევანის საშუალებას იძლევიან.
დღეს არ ვიმოგზაურებთ. უბრალოდ გამოზამთრების აღსანიშნავად ერთ ფინჯან ყავას შემოგთავაზებთ. სხვათაშორის, როგორც ღრმად პატივცემულმა პერლ მარტინმა ( მუშაობს კოფეინის თვისებების გამოკვლევაზე) დაასკვნა, ყავა საკმაოდ კარგი საშუალებაა იმისთვის რომ შენი იდეები გაცილებით დამაჯერებლად ჟღერდეს. არა, მოწინააღდეგის ცხელი ყავის თავზე დასხმით შეშინება არ მაქვს მხედველობაში (თუმცა ეგეც იდეაა)
ასეთი ცდა ჩაატარეს, სტუდენტთა ჯგუფს, რომელიც ევტანაზიის მხარდამჯერები იყვნენ, შესთავაზე 2– 2 ჭიქა გემრიელი ყავა. რამოდენიმე წუთის შემდეგ, რაც ყავაც მიირთვეს და მოისმინეს ევტანაზიის საწინააღმდეგო მოსაზრებები თავისი არგუმენტებით. სტუდენტთა უმრავლესობამ რადიკალურად შეიცალა მოსაზრება მის საწინააღმდეგოდ.ასე რომ, თუ კი თქვენ საჭირო ინფორმაციის შედეგიანად "მინატა" გსურთ ადრესატამდე, დილის არომატული ყავის ერთი ფინჯანი ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ. სავალდებულო არარის ეს საწოლში მოხდეს (თუმცა ვისთვის როგორ. რა ვიცით ვის რა აქვს სათქმელი) ყავახანაც ან მყუდრო ბარიც მშვენიერი იქნება. თუმცა როგორც ყავა ყველას სხადასხვა გვარი უყვარს, ასევე ბარსაც (ყავახანასაც) თავისი გემოვნებით არჩევენ.
მართალია ყავახანები თავიანთი ბარისტებით ჩვენთან დიდი იშვიათობა, მაგრამ ამ ფუნქციის შემთავსებელი ბარებიც თავიანთი ბარმენებით ჯერჯერობით რაღაცნაირი არჩევანის საშუალებას იძლევიან.
თუმცა ყავის ხარშვაც ისეთივე პროფესიაა როგორიც კოქტეილების მზადებაც. ამიტომაც კოქტეილების ოსტატს ბარმენს ეძახიან. ყავის მხარშველს კი, ვინც ყავის აპარატთან ფუსფუსებს (რასაც ასევე განსაკუთრებული ცოდნა უნდა) – ბარისტი.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის საკმაო დისკომფორტს იწვევს როცა მეზობელის ხელი მისი ცხვირსახოცის ძებნაში ჩემი ქურთუკის ჯიბეში აღმოჩნდება. ან როცა მეზობელი მაგიდიდან გამოშვებული სიგარეტის ბოლის რგოლი თავზე ჩამოგეცმება. ჩემთვის მნიშვნელოვანია სივრცე, სიმშვიდე, ინტერიერი და რაღათქმაუნდა ყავის ხარისხი. თუმცა რაც ჩამოვთვალე ყველსათვის სხვადასხვანაირად ასოცირდება. ასე რომ ბარის არჩევასაც ისეთივე მიდგომა უნდა როგორც ყავის შერჩევას. ყველაფერი ძალზედ ინდივიდუალურია. მთავარია ბარის (ყავახანის) ატმოსფერო თქვენს განწყობას პასუხობდეს, ისევე როგორც მოდუღებული ყავა თქვენს გემოვნებას და მოთხოვნას.
რაც შეეხება მოდუღებულ ყავას.
სიმართლე გითხრათ საქართველოში მაღალი ხარისხის ყავის მარცვლების პოვნა უფრო რთულია ვიდრე დედამიწის ჭიპის პოვნა სამეგრელოში. ხოლო იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ მსოფლიო ექსპორტის მხოლოდ 7% შეადგენს უმაღლესი ხარისხის ყავის მარცვლები და იმასაც თუ დავამატებთ რომ როგორც ღვინის მასალას–ყურძნის წარმომავლობას, წლის მოსავლიანობასა და ტანინს. ყავის მარცვალასაც იგივე პრინციპით არჩევენ და ახარისხებენ. საქართველოში ბაზარში ან დახლზე ნაყიდ "არაბიკას" ანდა "კოსტა–რიკას" წარწერით დაშტამოულ დაფქვილ ყავის პაკეტში რა ყრია და რა ხარისხისაა ალბათ დიდად თავის სამტვრევი არ უნდა იყოს. ვინ იცის რამდენჯერ დაგვილევია სოის, ან უარეს შემთხვევაში თხილის ნაჭუჭ დაფქვილი და შერეული დაბალი ხარისხის ყავა ბარში 2.50 საფასურად. ამიტომაც გირჩევთ იმ ყავახანებს ან ბარებს მიმართოდ სადაც ბარისტი, ან ბარმენი იქვე ფრქვავს ყავის მარცვლებს (ბოლოსდაბოლოს ყავა მაინც იქნება) და ადუღებს ყავას
( წესით კარგ ყავახანაშi ყავის მარცვლები ადგილზე უნდა იხალებოდეს კონკრეტილი სასმელისთვის). (თუმც ამ მხრივაც ნელნელა ვსწავლობთ ხარისხიან კონკურენციას და ბარის თავმოყვარე მეპატრონეები აღარ კადრულობენ ცუდ ყავას)
ეს რაც შეეხება ყავას. მაგრამ რძის, ნაღების და შოკოლადის ცხიმიანობის პროცენტულობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ამაზე საუბარს სჯობს ეს ჩემი ახლად გახსნილი ვირტუალური კაფე მივალაგო. გემრიელი ყავა მოგიმზადოთ (გარწმუნებთ, ნამდვილი ყავაა). მოგართვათ და სასიამოვნო დღე გისურვოთ. ისევ დაიფრქვევა ნელ ცეცხლზე შებრაწული არომატული ყავის მარცვლები, ისევ დააქუცმაცებს ყოვლისმფცქნელი ყავის მფრქვეველი მანქანა. ისევ დაუსტვენს ათუხთუხებული ექსპრესოს აპარატი და თეთრი პაიპურის ჭიკა ისევ აივსება უგემრიელესი, არომატული ყავით...
გრძნობთ მის არომატს!?, აი მომაქვს... დატკვით. დანარჩენს კი შემდეგ... აი მაშინ, ყავა რომ მოგინდებათ და შემომივლით. სწორედ მაშინ გიამბობთ.
მანამდე კი გემშვიდობებით ჩემო კარგებო. ყავამნთა ინტერესების სადარაჯოზე ფხიზლად მდგარი, ყავის სამყაროში თქვენი ერგული გზამკლევი, თქვენი მთვარეული.
ალერგიის გამო ყავა ამიკრძალეს, რას მერჩოდი:)) წავალ ახლა მოვიდუღებ და ჯანდაბას ჩემი თავი
ReplyDeleteკაი, მორიგ პოსტს სუპრასტინზე დავწერ :)))
ReplyDelete