01.03.2011

მეზობელო კარისაო. ანუ თუ მათ ოცნებებს გადავხედავთ - 2030 წელს ბათუმს სომეხი მერი ეყოლება!!!

სანამ ჩვენ ერთმანეთს იმას ვუმტკიცებთ თუ ვინ ვისზე უფრო ერუდირებული, განსწავლული, ევროპელი და გათვითცნობიერებულია... მოკლედ სანამ ჩვენ თვითმოყვარეობით და თვითკმაყოფილებით გაპოხილ თმებს ვივარცხნით. ჩვენს ირგვლივ საკმაოდ საინტერესო იდეები ისახება, ვითარდება და მწიფდება კიდეც. იმდენად საინტერესო რომ თითქმის საშიშიც. არა, იმის ილუზია არ მაქვს რომ ეს დღეს ან ხვალ მოხდება. მაგრამ თავად ასეთი სახის პროპაგანდის არსებობაც გარკვეულ საფრთხეს შეიცავს.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ "კეთილმოსურნეების" მიერ ავტონომიების სახით შენელებული მოქმედების სამი ნაღმი იყო ჩადებული. ნაღმები, რომელთა მოქმედებას საკმაოდ კარგად მართავდნენ გარე ძალები. ფაქტი სახეზეა, აქედან ორი (აფხაზეთი და ოსეთი) საუბედუროდ ამოქმედდა და რა შედეგიც მივიღეთ მე მგონი განმარტებას არ საჭიროებს. იმასაც შეგახსენებთ რომ საკმაოდ ინტენსიური მუშაობა მიდიოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზეც. მაგრამ აქ საბედნიეოდ ვერაფერი გააწყვეს . მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, არა ავტონომიური, მაგრამ არანაკლებ "დანაღმული" რეგიონი - ჯავახეთი.
არა, მე არ ვისაუბრებ ისტორიაზე, რომ ეს საქართველოა და ჩვენ ისტორიულად.. და ასე შემდეგ. არა, მე უბრალოდ მასალას გაჩვენებთ რომელის მსოფლიო ქსელში ტივტივებს (ასეთი რაღაცეები საერთოდ ტივტივებენ ხოლმე). ხუმრობით თუ რეალურად ეს ადამიანები ამ აზრზე არიან. ვინ იცის, ეგებ და ზაფხულობით შავ ზღვაზეც ისვენებენ. თუმცა რა საქართველოს?! ისინი "სამშობლოში" არიან.... თან დიდ დათვთან ახლოს...


საქმე ამ "ლამაზ ოცნებაზე" არ სრულდება. ძალიან უხვად ტივტივებს აფხაზეთის ომის დროინდელი კადრებიც. მათშორის ესეც... საკმაოდ ძმურად გაყოფილი აფახაზეთით. თან დააკვირდით. სოხუმი დაუთმეს აფხაზებს, მაგრამ გაგრამდე კარგად აითვისეს... თუმცა ეგე დროებით. რამოდენიმე წამი და აფხაზეთიც აღარ არსებობს...

 

თუ დაგაინტერესათ ამ ფანტაზიის სიგრძე და განმა დიდი ძება არ დაგჭირდებათ
http://myarmenia-am.blogspot.com
ბლოგერი, რომელიც თავისუფლად აზროვნებს. უყვარს თავისი სამშობლო იმდენად რომ მის ახლანდელ საზღვრებში ვერ ეტევა. ცოტა აზერბაიჯანს მიაფრცქვნა, ცოტა ჩვენ, ცოტა თურქეთსაც და გაუღვივდა მადა. მაგრამ ამ თავისუფლებაში და სამშობლოს სიყვარულში არმენოიდებმა ლამის გადააწითლეს ნახევარი მსოფლიო. არა, მესმის რომ Вода- сами древни армянский напиток. მაგრამ.
მაგრამ, რატომღაც ცოტათი მწყინს რომ ინტერნეტ სივრცეში ასეთი "ტივტივა" ღარაცეების ხვედრითი წილი (პროპაგანდისტული უწოდეთ, სულელურიც და სასირცხვოც) მაგრამ მაინც გაცილებით მეტია. სამწუხაროდ....
და კიდევ ერთი რის გამოც მომინდა ამ პოსტის დაწერა. იქნებ დროა რაღაცნაირად თავი ვანებოთ ერთმანეთის "ჩატოპკებს" და თუ ვიღაცა რაღაცას წამოიწყებს ნუ მივესევით ერთბაშად. (რიგრიგობით მაინც მივიდეთ) . ხოლო სანამ ამას დავარეგულირებთ ჩვენი მეზობლები ინტერნეტ სივრცეს კიდევ არაერთი "ტივტივათი" აავსებენ.
პ.ს. ადრე ვთქვი რომ პოლიტიკურ თემაზე პოსტების წერას თავს ავარიდებდი. მაგრამ ეს სცდება უბრალოდ პოლიტიკას. ეს საინფომაციო ინტერნეტ ომის მაგვარი რაღაც მეც, ჩვენს გვეხება და გარკვეულწილად თანამონაწილესაც გვხდის. მოკლედ ასე, სანამ ბლოგერები, რეპორტიორები, ჟურნალისტები და უბრალოდ ინტერნეტ მომხმარებლები სამომავლო გეგმებზე ფიქრობთ, მოდით თქვენს ფიქრს ფონად აი ამას დავუდებ... დაგეხმარებათ.

Post a Comment

7 комментариев:

  1. მასეც შეიძლება ითქვას :))

    ОтветитьУдалить
  2. წყალზე მომეწონა)))) და, რაც საინტერესოა, ის ვიღაც თავის ბლოგში რუსულად წერს.

    ОтветитьУдалить
  3. რუსულად დაწერს აბა რას იზამს. თანამოაზრე სხვა ენაზე არ საუბრობს :)

    ОтветитьУдалить
  4. amitom yve;la shedit am linkebze da "report" miecit, anu gaasachivret, mizezshi miutitet "violence"- dzaladoba da axsnashi chaceret ro es saqartvelos okupacias moucodebs aseve shegiliat miutitot terorizmi

    ОтветитьУдалить
  5. მოიცა ესენი ღადაობენ (ცუდათ) თუ შიგ აქვთ?/

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. არ ღადაობენ :) სწამთ. რუსეთიც უმტკიცებს რწმენას

      Удалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!