ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ყოველ დილით ერთი და იგივე დღე იწყებოდეს. უბრალოდ მობილურის კალენდარი მიჩვენებს სხვა თარიღს და ეგაა. ის ფილმი გამახსენდა Groundhog Day . მეც სწორედ ასე, ორი თებერვლიდან მოყოლებული ყოველი დღე ერთი და იგივეა, ერთნაირად წვიმს და თოვს, ერთნაირად ცივა, ვდგები, მივდივარ სამსახურში, ვმუშაობ, ვსვამ ყავას, მოვდივარ სამსახურიდან, გავუვლი მეგობრებს, გავცლით ერთიდაიგივე ინფორმაციას, მივდივარ ბარში, ოფიციანტს, არც მეკითხება ისე, უკვე მოაქვს დაზეპირებული შეკვეთა.
ვიქექები პირწიგნაში, ვათვალიერებ სხვის სტატუსებს, ვნახულობ ჩემს სტატუსზე კომენტარებს. (ეჭვი მაქვს რომ ერთი და იგივე ადამიანს ვამატებ ყოველდღე მეგობრებში, ოღონდ სხვადასხვა პროფილით). ვამოწმებ ფოსტას (ძირითადად ვშლი უაზრო მოწვევებს) ვსვამ ყავის ბოლოსთვის მოტოვებულ ყლუპს. ვითხოვ ანგარიშს. სახლში ასლამდე ვყიდულობ პურს. შემდეგ ისევ ინტერნეტი და ძილისმაგვარი რაღაც.
დღეს ისიც კი ვუთხარი თანამშრომელს "რა გამარჯობა, ხო გნახე უკვე"-მეთქი. ეს "ზაზუნას კვირეული" უკვე მოსაბეზრებელია. ჩემსგან განსხვავებიტ ამერიკაშიც და კანადაშიც ამ დღეს ზეიმობენ კიდეც. ღრმად პატვცემულებს მიაჩნიათ რომ სწორედ 2 თებერვალს ზაზუნას ქცევაზე დაკვირვებით გაიგებენ როდის მოვა გაზაფხული. თუ დღე ღრუბლიანია ზაზუნა თურმე თავის ჩრდილს ვერ ხედავს და ბუნაგიდან გამოსვლას ბედავს. ამ შემთხვევაში გაზაფხული მალე მოვაო. ხოლო თუ დღე მზიანია მისივე ჩრდილით შეინებული ზაზუნა ისევ ბუნაგში ბრუნდება და მერე ელოდე გაზაფხულს კიდევ 6 კვირაო. თქვე კაი დედმამიშვილებო, ზაზუნას რომ დასდევთ, ფანჯარა გამოაღეთ და ვეღარ მიხვდით ღრუბლიანია თუ მზიანი დარი!? თუ მაინც და მაინც საწყალ ზაზუნას უნდა ელოდოთ სოროსთან?! გადამრევთ პირდაპირ! მიკვირს ამ "სულელმა" ხალხმა როგორ მიაღწია ააშენა ამხელა ქვეყანა...
ისე ჩვენც ხომ არ შემოგვეღო რაიმე ასთი დღესასწაული. არანაკლებ გვიყვარს ანალოგიური "საქეფო მიზეზობანა" და რატომაც არა?

- მაგალითად, ჩავუსაფრდეთ კრუხს. თუ ზედიზედ ორ კვერცს დადებს და ერთერთის თავი აღმოსავლეთით იქნება შეტრიალებული - ესეიგი წელს ქობულეთში ბევრი სომეხი ტურისტი ჩამოვა
- დავაკვირდეთ, თუ 3 თებერვალს თოლიამ სამსახურში წასულს თავზე დაგასკინტა - ბანკიდან სმს შეტყობინებას მიიღებ ანგარიშზე ფული დაგერიცხაო. მერე ბოდიში თქვენთვის არ გვინდოდაო.
ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა, შდარებით ყოველდღიური "გონივრული აზრები" ოდითგანვე ცნობილია რომ:
- თუ ორშაბათს დილით თავი გისკდებათ, ესეიგი კვირა საღამოს კარგად მოგილხენიათ. თუ იოლად ადექით ესეიგი დიდი ვერაფერი ქეიფი ყოფილა და თუ საერთოდ ადგომა არ დაგჭირდათ, ესეიგი არც დაწოლილხართ.
- თუ პარასკევს საღამოს, ავტომობილით სახლში მიმავალმა მძლავრი ბიძგი იგრძენით გაანალიზირეთ სიტყაცია. თუ ბიძგი უკნიდან იყო ეს ფულის შემოდინებას ნიშნავს. თუ წინიდან იყო ბიძგი ვალებში გაყრას. თუ გვერდიდან- ნაცნობი ტრავმატოლოგის მონახულებას.
- თუ დეკოლტე ძალზედ ჩაღრმავებულია თქვენი სახელი ნაკლებად დაამახსოვრდებათ
- თუ ღვინო "მეტი აღარ მიდის" ესიგი მალე უკან წამოვა
- თუ ამ კვირის განმავლობაში კიდევ 5 კილო მოიმატე. ესეიგი შენი დაქალი, ვინ ეგ დიეტა გირჩია, მაგარი შურიანია.
- თუ ქმარი ავტომობილის გაჩერებისას გადმოდის და თავად უღებს კარებს მეუღლეს. -ან ცოლია ახალ მოყვანილი, ან მანქანა ახალ შეძენილი.
- თუ სახლში შესულს თქვენი ძაღლი სამზარეულოდან გამომავალი, წინსაფარ აფარებული და ახლად გამომცხვარი იმერული ხაჭაპურით შემოგეგებათ - ესეიგი გიოს მოცემული მოსაწევი მართლა სამკაციანი ყოფილა
- თუ 7 თებერვალს, მთვარიან ღამით სარკეში გეგას სახე დაინახეთ, ესეიგი 7 თებერვალს ნანამ საკმაოდ კარგად ჩააფარა სარკე გეგას სახეში.
- თუ შენი მეგობარი გოგო ყოველ შენს სულელურ ხუმრობაზე უზომოდ კისკისებს ამაღამ კარგი სექსი გექნბა, მაგრამ დილით საჩუქრისთვის ფული უნდა გადადო
- თუ ბათუმში სტალინის და ლენინის ქუჩების კვეთაში დაცვის ბიჭები ბლომათ დგანან ესეიგი პრეზიდენტი ბათუმშია. (ეს რაღა იყო?!)
მოკლედ სასარგებლო რჩევებს კიდევ დავუბრუნდები. იმდენად გავერთე რომ სულ დამავიწყდა ერთფეროვან "ზაზუნას კვირეულზე" რომ ვწუწუნებდი. მოკლედ როგორ დამთავრდება ეს კვირეული არ ვიცი. გული მიგრძნობს და სინოპტიკოსებიც მემოწმებიან რომ კიდევ კარგახანს იქნება თავის სოროში პატივცემული ზაზუნა. ასე რომ რაღაც სხვა გზა უნდა გამოვნახოთ რაიმე ზეიმის მოსაწყობად და განწყობის გამოსაუმჯობესებლად (უ, რა სიტყვა იყო ეს!?). როგორც ძველად იტყოდნენ "ნაგავი რაც არ უნდა ტენო ურნაში, ადრე თუ გვიან მაინც გასატანი იქნებაო." ხოდა ესე განწობაც ჩვენი გასატანია. ასე რომ გამოვდენოთ ზაზუნა ერთად ;)
ჯერ ერთი და ეგ ფილმი ძალიან მიყვარს ახლა წავალ და მერამდენიმეღაცეთ ვნახავ.2თებერვალს იყო ზაზუნას დღე.
ReplyDeleteმეორე და მშვენიერი ბლოგია სიამოვნებით ვკითხულობ, დეკოლტეს ამბავში კიდევ იმ შემთხვევაში გეთანხმები თუ იმ დეკოლტეში რამე მოიძებნება ღირებული.
დიდი მადლობა :)
ReplyDeleteდეკოლტეს რაც შეეხება. გეთანხმები :) სამაგიეროდ უფრო გულდასმით მოუსმენენ!!! :)
აი მეც 'ზაზუნას დღეები' მაქვს რა - 1 და იგივე ყოველდღე, თითქოს ჩაკეტილი წრეა :)
ReplyDeleteჩაკეტილ წრეზე საწყალი ზოომაღაზიის ზაზუნები მახსენდება. "კარუსელზე" რო დარბიან...
ReplyDeleteარაუშავს, მალე დასრულდება
კარგად ვიხალისე, გაიხარეე:) ისე, მეც ეგეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყოველ დილით ერთი და იგივე დღე იწყებოდეს:( და საერთოდაც პირველი ორი აბზაცი და კიდევ ერთი ხაზი (რა გამარჯობა, ხო გნახე უკვე) ძალიან ნაცნობია ჩემთვის :):):):)
ReplyDelete:) "გამოდევნე მერე ზაზუნა" :))
ReplyDelete