Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ზამთრის ბოლო ორშაბათი და სამშაბათით დაწყებული გაზაფხული

ზამთრის ბოლო ორშაბათი და სამშაბათით დაწყებული გაზაფხული
თებერვლის ბოლო ნაცრისფრი დღეა. არა, თებერვლის ბოლო როა ეგ უეჭველი(კალენდარი არ ცრუობს). დიდი იმედი მაქვს რომ ნაცრისფერი-ც ბოლო იქნება. ცვლილებები, მზე და პოზიტივი აკლია ირგვლივ ყველას და ყველაფერს. ისე გაიწელა ეს შემოდგომა ზამთრის დეკადა თითქოს ერთი, ერთფეროვანი და უსასრულოდ გრძელი ტრეკი იყოს.
ამ ზამთარმა კარგა გემოზე გამოგვამწყრია სახლებში, გამოგვკეტა. რამოდენიმე დღის წინ ბულვარში გავიარეთ. წარმოუდგენელია მაგრამ თითქმის ერთხმად ვაღიარეთ რომ მოგვნატრებიაააა.

ახასიათებს გაზაფხულს რაღაც, რაც მხოლოდ ადამიანებზე არ მოქმედებს :)
მოგვნატრებია ქუჩაში ხეტიალი. ღია ბარში, ზღვის პირას ყავის დალევა. მოგვნატრებია საღამოს ბულვარში სკამზე ჩამოჯდომა და მოწმენდილი ცის ცქერა. ქუჩაში მოსიარულე ადამიანებიც მომენატრა. ოღონდ ისე, ლაღად და აუჩქარებლად რომ დადიან და არა თავქუდმოგლეჯილი, ერთი აივნიდან მეორე სადარბაზომდე წვიმისაგან თავის შესაფარებლად რომ გარბიან. კარგია, ეს რუხი ქურთუკები, პლაშები, მოსასხამები და ლაბადებიც გაქრებიან (რეზინის ჩექმებზე აღარ ვსაუბრობ). ფერები, ფერები აკლია ქალაქს. ხო, ფერები და ცვლილებები აკლია ამ ეკლესია-მეჩეთების მშენებლობეის რბოლით, ჯერ ნორჩი მსოფლიო კრიზისით, მშენებლობა ნგრევითა და  ამოჩიჩქნილი ქუჩებით გადაღლილ ქალაქს. თუმცა მარტო ქალაქს?!

Кошко-гифки
მარტის თვეში გარკვეული ინსტინქტები მძბაფრდებაოო ... და არა მარტო ცხოველებშიოოო ;)
გუშინ წინ ღამის კლუბს ვეწვიეთ. გვინდოდა მოგველხინა როგორც წესი და რიგია. მოვილხინეთ კიდეც, მაგრამ ერთი საკმაოდ საინტერესო დეტალი შევნიშნე. პოდიუმის მაგვარი შემაღლებული ადგილიდან (სადაც ვიჯექით) დარბაზში შექაჩალებული თავებისა და ღიპების სიმრავლით მივხვდი რომ ძალიან ბერვი გოგო ჯერ კიდევ თავიანთ თბილ ოთახს იყო შეფარებული და მათი საგაზაფხულო ბრწყინვალება აშკარად აკლდა ჩაბნელებულ დარბაზს.
კარგი იქნებოდა არა ასეთი ხეივანი ბათუმში?!
კიდევ იცით რამ მომენატრა? აყვავილებული ტყემლის ხეები და ატმის ყვავილთა თოვა. სამწუხაროა, მაგრამ ბათუმში, მისი მარადმწვანე ხეებისა და პალმების გადამკიდე. გაზაფხულის ყვავილობას ვერანაირად ვერ იგრძნობთ. ამიტომ გვგომია რომ ჩვენთან სულ ორი სეზონია, სუსხიანი და საზიზღარი ზამთარი და ცხელი, მზიან-წვიმიანი ზაფხული. ძალიან გამიხარდება თუ სადმე ქალაქში კვირტებ აფეთქებულ საკურას, ან თუნდაც ვაშლის, ან ტყელმის ხეს მაინც ვნახავ... სულ სხვა სურნელი აქვს გაშლილ კვირტებს... შემოდგომაზე "ცეცხლწაკიდებულ" ნეკერჩხლებზე აღარაფერს ვამბობ.


მოკლედ ასე.  თებერვლის ბოლო ორშაბათია და ხვალ გაზაფხულიც დაიწყება. იმედია მისამშაბათებული არ იქნება... უბრალოდ იმის გააზრება რომ ეს თითქმის შეხორცებული ქურთუკი კარადას და მოგონებას ჩაბარდება, უკვე დიდი სიამოვნებაა. დანარჩენ სასიამოვნო შეგრძნებებზე უკვე მარტის თვეში ვისაუბროთ ;)

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]