21.02.2011

ყავის გულისთვის თორემ რავა გაკადრებდით ამას?!

"აუ,წამო დღეს სადმე გავიდეთ. არ მოგწყინდა სახლში ჯდომა?! გავიდეთ ყავა მაინც დავლიოთ! - გავიდეთ. მაგრამ სად?! აუ ოღონდ იქ არ მიმიყვანო რა... ვერ ვიტან იმ ოფიციანტს." 
წვიმა, დატბორილი ქუჩები, სიცივე, უაზრო ტელე გადაცემები და ერთფეროვანი დღე. მშვენიერი მოტივია მეგობრებთან ერთად სადმე, მყუდრო, ლამაზ, გემრიელ ბარში ან რესტორანში შეკრების... არა რა, კარგია ზაფხული. ზამთრისაგან განსხვავებით (წელიწადის სხვა დრო ბიუჯეტის სიმცირის გამო ამოღებულია. შემოდგომა და ზაფხული ბუნდოვნად გვახსოვს) როცა სახლში მოგწყინდება, შეგიძლია გახვიდე და ან ღია ბარს ეწვიო,. ანდა სულაც სკვერში, ბულვარში ჩრდილში ჩამოჯდე. დიდი წვიანობის დროს კი ეს ყველაფერი ისეთივე მოუგვარებელია როგორც ჩემი მეზობელი ბერჩის გოგოს გათხოვების ამბავი. 

ბარების, კლუბების და რესტორნების ( და არა სახლინკლეების) სიმრავლეს ზამთარში ნამდვილად რომ ვუჩივით. ( დღეისათვის ისეთ გაუგებარ სიტყვათშეხამებას : "ბოულინგ-ცენტრში წავიდეთ", "წამოდი დღეს კინოთეატრში პრემიერაა"," დღეს ახალი გამოფენა გაიხსა გალერაში ნახე!?" . რომ თავი ვანებოთ ). ვუჩივით არა მარტო სიმრავლეს ... მარტო ეგ იყოს პრობლემა კიდე ჰო...
ოჰ, ეს გაურკვეველი ქართული სიამაყე და თავ მომწონეობა. სხვათაშორის ამ ქართულ სიკეკლუცეს ერთი, ძალზედ სახასიათო თვისება აქვს. როგორც ღვინის ზოგიერთი ჯიში ისიც ვერ უძლებს ტრანსპორტირებას და სხვაგან ეგრევე ფუჭდება. 
აბა სხვაგვარად როგორ ავხსნა ის რომ აქ "მაგას რავა ვიკადრებ"-ს პატრონი სხვა ქვეყანაში "რაზეა საუბარი, ვიზამ აბა რას ვიზამ"-ზე გადადის. სხვები ვერ გვხედავენ? უფრო სწორედ სხვა ქართველი ვერ დაგვინახავს და ვერ დაგვცინებს?!. შე კაი ადამიანო, იქ თუ შეძელი აქ რა გეტაკა?!...არა. სათაკილოზე და უკადრებელზე ნამდვილად არაფერზე ვსაუბრობ. მითუმეტეს ბარებზე ვსაუბრობ. ქართულ "მიმტან-ოფიციანტ-გამყიდვლველ-მომსახურის" ფენომენს მოვაყოლე ეს ყველაფერი და ეს მართლაც ფენომენია

როგორც უკვე ვთქვი, არჩევანი დიდი არ არის. ისიც სმენები უნდა გათვალო, რა იცი იქ შესულს ოფიციანტი რა გუნებაზე დაგიხვდება. ეგებ ქმარმა ვერ დააკმაყოფილა, ეგებ ბანკმა სმს-ი გამოუგზავნა მენატრებიო, ეგებ დონ ხუანის შვილის ბედიღბალზე ნაღვლობს. მოკლედ ეს "ეგებ" შეიძლება ძალიან ბევრი იყოს და არვინაა დაზღვეული იმისაგან რომ ბარში შესულს, სკამზე მოკალათებულს და კარგი საღამოს მოლოდინში განაბულს, ერთ-ერთი ასეთი "ნა-ეგებ-ლარი" მზერა არ მოგერჭობა კეფაზე (აჰა, მოეთრა კიდევ ერთი) . თან ისეთი ალალი რისხვით გიყურებენ რომ ძალაუნებურად მათივე სახლში ძალად შემოსტუმრებული გგონია თავი. ამიტომაც პირველი შენ მიმართავ თხოვნით და რაც მთავარია ბოდიშით :
"ბოდიში გენაცვალე, მენიუ თუ შეიძლება".
"....." (მენიუ თორე არ შეუკვეთო ჩიტის რძე)....
ქართულ რესტორანში შეკვეთის მიღებიდან მოტანამდე როგორც წესი მინიმუმ ორი რევოლუციის, ერთი გადატრიალების და ახალი კონსტიტუციის მიღებაც შეიძლება. მაგრამ როგორ მოაქვთ?! სამზარეულოდან შენს მაგიდამდე მოტანისა და სუფრაზე დადების პროცეს არც მეტი არც ნაკლები "ჩაცეცხლე" ქვია. ეს კერძის შეკვეთის შემთხვევაში. აბა მხოლოდ ყავის შეკვეთის დროს მინიმუმ სამჯერ მამაო ჩვენო უნდა წაიკითხო ყავამდე წყევლა რომ არ მოგივიდეს. ( ხუმრობით რათქმაუნდა... რა სამჯერ. მინიმუმ ორჯერ)
როცა ოფიციანტებზე ვსაუბრობ ყოველთვის მახსენდება ერთი ამბავი რომელიც მე და ჩემს მეგობარს გადაგვხდა ზამთრის ერთ ჩვეულებრივ დღეს: როგორც ყოველთვის "სად წავიდეთ"-ით შეწუხებულებმა ერთი ბარი ამოვირჩიეთ. საღამოს 8 საათი იქნებოდა. უკვე საკმაოდ ბნელოდა. ბარის კარები რომ შევაღეთ აღმოვაჩინეთ რომ ჩვენს გარდა მხოლოდ მომსახურე პერსონალი იყო და ისიც გაშლილ სუფრას მიმსხდარი. შესვლისთანავე ვიგრძენით მზერა "მოეთრნენ". ღიაა?!- იკითხა მეგობარმა. კიო- არ დაიზარა თავის დაქნევა მიმტანმა (წინსაფარი მხოლოდ მას ეკეთა). მაგიდას მივუჯექით და მორჩილად ველოდეთ როდის მოგვხედავდნენ. შორიდანაც კარგად სჩანდა რომ გემოზე შეზარხოშებულები იყვნენ. ბოლოს წინსაფრიანმა ქალბატონმა ბოლოჯერ გვესროლა "მოეთრნენ" მზერა, წამოიზლაზნა და  ჩვენს მაგიდამდე როგორღაც მოვიდა. "მენიუ თუ შეიძლება?!"- გვშიოდა, გვინდოდა რაიმე გმრიელი გვეჭამა. "მითხარი რა გინდა და გეტყვი"-გვიპასუხა წინსაფრიანმა და "ჩაგვჭრა". სანამ ჩვენ ერთმანეთშ გაკვირვებულები ვუცქრდით, ჩვენს მოლოდინში მაგიდას დაეყრდნო ცალი ხელით, ცალი ფეხი კი კეკლუცად მეორეს უკან "გადგა". "მწვადი არის?" ვიკითხე მე. წინსაფრიანმა ოდნავ ღია პირში ენის "მომხიბვლელი" მოძრაობით მოსინჯა უკანა კბილები, თვალები ჭერს მოავლო და რამოდენიმე წამიანი "ძებნის" შემდეგ მოკლედ გვიპასუხა "აღარ"....
არა და ეგ ხომ ძალიან მარტივია. გაიღიმე და გააკეთე შენი საქმე. შენი განწყობა კი შენთვის დაიტოვე. მაგრამ არა. ჩვენ ეს არ გვეკადრება. ჩვენ არც ოფიიანტობა გვეკადრება, არც დამლაგებლობა, არც მენაგვეობა. ჩვენთან ხომ მხოლოდ "გენერლების", "დირექტორების" და "მენეჯერების" ქვეყანაა. ჩვენთან ხო ყველამ ყველაფერი ვიცით, ისიც კი როგორ მივიღოთ 200 კილო ადესისგან, 400 ლიტრი წყლისგან და ტომარა შაქრისგან "ნატურალური, სუფთა ღვინო", როგორ ავაყვავოთ ქვეყანა, როგორ დავურიგოთ გაღააკებულ ხალხს ხელფასები, როგორ ავაშენოთ ჩვენი და სხვისი ქვეყანაც. მაგრამ აი ღიმილით ერთი ფინკანი ყავის მოტანა და მაგიდის გადაწმენდა გვეთაკილება. ჩვენ ხომ დიდი ქართველები ვართ. ოღონდ საქართველოში....

თუმცა საბედნიეროდ ყველგან ასე არ არის. ხოდა ამ "საბედნიეროდ"-ის გადასამოწმებლად მივდივარ ბარში ყავის დასალევად. წინასწარ გიხდით ბოდიშს ქალბატონო ოფიციანტებო, ეს ოხერი ყავა რომ არა და ბარების სიყვარული, რავა გაკადრებდით ამას. იმედია გამიმართლებს

Post a Comment

5 комментариев:

  1. დეედა.. რაფერ "ჭეშმარიტად"!!!
    შენ არ მეისპედ საცხა... coffeephilo ;)

    ОтветитьУдалить
  2. eh namdvilad egrea :( borotuli da cudi oficiantebi ar miyvars :(((
    agmovachinot momgimari oficiantebi - da dato imatze dacers momdevno posts :d :*
    momeconaaaaaaaaaaaaaaaa
    ))))
    ell

    ОтветитьУдалить
  3. ნაცნობი განცდაა არა?! :) სამწუხაროდ ძალიან იშვიათია კარგი ოფიციანტები.
    ელლი- მოვძებნოთ, ეგებ ჩემამდე შენ იპოვო ;)

    ОтветитьУдалить
  4. ჩვენთან ხომ მხოლოდ "გენერლების", "დირექტორების" და "მენეჯერების" ქვეყანაა.

    Dastur !!!

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!