Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ჰომო კომპიუტეროსი. რამდენად დამოკიდებული ხარ !?

ჰომო კომპიუტეროსი. რამდენად დამოკიდებული ხარ !?

კომპიუტერთან დღე ღამეში რამდენ საათს ატარებთ!? რათქმაუნდა მეტყვით თითქმის 22-ო ხო? ნუ პლიუს-მინუს 2 საათი. სოციალურ ქსელებში გახლართულებსა და ბლოგოსფეროში გადაბარგებულებს კიდევ კარგი სამსახური (ან სკოლა. სასწავლებელი) ან პური მაინც გვაქვს ამოსატანი თორემ ჩვენი ამ რეალურ ქვენად არსებობა მხოლოდ სტატუსების და პოსტების ხარჯზე თუ იქნებოდა სავარაუდო. სნეულები ვართ. ხო ახალს არაფერს ვამბობ. არა? კარგი! ჩამოგითვლით რამოდენიმე ფაქტორს და თავად შეაფასეთ დამოკიდებული ხართ თუ არა კომპიუტერზე.
მაშ ასე : თუ კომპიუტერთან ჯდომისას გავიწდებათ დროის შეგრძნება. თუ ახლობლებთან და მეგობრებთან შეკითხვზე „რას აკეთებ არ გამოხვალ!?“ ცრუობთ და პასუხობთ რომ „ვერა სამუშაო მაქვს და ვერ გამოვალ“ . თუ მეგობრებთან ყოფნისას ოცნებობთ „ნეტა ახლა შემახედა რა ხდება ქსელში“. თუ ინტერნეტში ისეთ ინკოგნიტო პროფილს ხსნი რომელიც თქვენს რეალურ მორალს და ქმედებებს სრულებით ეწინააღმდეგება. თუ ვირტუალური ურთიერთობა გაცილებით დიდ სიამოვნებას განიჭებთ ვიდრე რეალური. თუ ინტერნეტს სხვა სამყაროთ მიიჩნევთ სადაც ყოფნა გაცილებით სასურველია ვიდრე რეალურ სამყაროში. თუ ცუდ განწყობაზე ყოფნისას, ემგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ქსელში ჯდომა გირჩევნია.... მაპატიე მაგრამ ნამდვილად დამოკიდებული ხარ. სნეული ხარ სენით რომელსაც ჰომო კომპიუტერუსი ჰქვია. ხო, საკმაოდ საინტერესო სახელწოდება აქვს და სხვადასხვა სტადია. ჩამოვთვალოთ!? კარგი...
  • პირველი სტადია (მსუბუქი) პაციენტი ჯდება კომპტთან, მუშაობს, ასრულებს სამუშაოს, დგება და მიდის სახლში. გემრიელად შეექცევა საჭმელს, ატარებს დროს ახლობლებთან ერთად , წვება და ტკბილად იძინებს. კომპიუტერი კი მხოლოდ მაშინ ახსენდება როცა ისევ ბრუნდება სამსახურში სამუშაოდ 
  • მეორე სტადია. კომპიუტერის დანახვისას პაციენტს აღენიშნება საგრძნობი მღელვარება, რაც მის სწრაფად ჩართვაში და ჩატვირთვის დროს მაუსის ან კლავიატურის წვალებაში გამოიხატება. სამსახურში სასურველზე მეტ დროს ატარებს. ჭამის მადა ნორმალურია, ძილის დროს აღენიშნება დამახასიათებელი ბორგვა. მკურნალობა: თითო ჭიქა წითელი ღვინო და ხანგრძლივი დიალოგი ნებისმიერ საინტერესო საკითხზე. მოაშორეთ ინფექციის წყაროს ( კომპიუტერს) ან დასვით იქ სადაც ინტერნეტი არ არის.
  • მესამე სტადია. ნახევრად მძიმე. პაციენტი სამსახურში დასაშვებზე მეტ ხანს ატარებს. იწყებს ფულის დაგროვებას ან სესხზე ფიქრს ნოუთბუკის შესაძენად. სამეტყველო ლექსიკონში მკვიდრდება კომპიუტერული ტერმინოლოგია. ემჩნევა მკვთრად გამოხატული აღზნებადობა საუბრის დროს კომპიუტერთან დაკავშირებული ფრაზების გაგონებისას ან მესამე (ან უფრო მაღალი სტადიის) ინფიცირებულთან შეხვედრის დროს. მკურნალობა: სრული იზოლაცია კომპიუტერისაგან. სასწრაფოდ უნდა გაუჩალიჩოთ შეყვარებულის ვარიანტი ან დააქორწინოთ (გაათხოვოთ-ცოლი მოაყვანინოთ). წითელი ღვინო აქაც დაიშვება პროფილაკტიკის სახით.

  • მეოთხე სტადია (მძიმე შემთხვევა): პაციენტი ყიდულობს ნოუთბუკს (ან კომპიუტერს) სახლისთვის, გამოჰყავს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი (ან ეძებს ისეთ ადგილს სადაც ინტერნეტი უკვე არის: ბარი, კაფე, მეგობრის სახლი) და მინიმუმამდე დაყავს ვერბალური ურთიერთობა რეალურ რეჟიმში. იგონებს ახალ სიტყვებს და სიამოვნებით იყენებს მათ ქსელში ურთიერთობისას. გამოირჩევა განწყობის მკვეთრი ცვლილებებით, განსაკუთრებით ინტერნეტის გათიშვის ან კომპიურეტის გაუმართავობის დროს. თავის უკმაყოპილებას ამ მხრივ ხშირად გამოხატავს მაგიდაზე ბრახუნით, ღმოულით, ინვენტარის ლეწვით ან უმისამართო გინებით. გაძლიერებული აქვს ჭამის მადა. ჭამს თითქმის ყოველთვის და ძირითადად ისეთ საკვებს, რომელიც კომპიტერთან დიდხნიანი განშორების მიზეზი არ იქნება. მკურნალობა : რადიკალური და დროული ჩარევა როგორც მეგობრების, ასევე მშობლების, ნათესავების და მეზობლების კომპიტერისაგან მოსაშორებლად. გადასახლება, (სოფელი, აგარაკი, ჯარი, კოლონია)

  • მეხუთე სტადია (უიმედო) . პაციენტის მაგიდა მოფენილია დისკებით, შოკოლადის ცარიელი ქახალდებით, ჩაის მინიმუმ 2 ცარიელი ჭიქის და პლასტიკატის ცარიელი ბოთლებით. სავსებით შესაძლებელია პერსონალური კომპიუტერის გვერდით მეორე კომპიუტერი ან ნოუთბუკი მუშაობდეს პარალელურ რეჟიმში. მუნიმუმამდეა დასული ვერბალური ურთიერთობა გარშემომყოფებთან. გამოყენებული სიტყვების 80% კომპიუტერული ტერმინოლოგიაა. გამოგეხმაურებათ თუ თქვნთვის საურველ დიალოგს დაიწყებთ იგივე ტერმინებით. ჭამის სურვილი თითქმის არააქვს, მაგრამ მექანიკურად ჭამს ნებისმიერ პროდუქტს რაც მხედველობის არეალში მოყვება. საგრძნობლად დაქვეითებული აქვს ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ თუ ზემოთხსენებული არ არის წარმოდგენილი ვიდეო რგოლის ან ფოტო-კოლაჟის სახით. მოერიდეთ მის და მონიტორს შორის ჩადგომას, ან გადაფარებას. თქვენი მიზეზით ნეტის ან კომპიუტერის გათიშვას. მკურნალობა: სასწაული. წითელი ღვინით შეგიძლიათ დაუსწრებლად მოიხსენიოთ.
საინტერესოა. ყოველივე ამას ვწერ ღამის ოთხ საათზე... მაგრამ იმაშიც ვარ დარწმუნებული რომ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მინიმუმ 10 ჩემნაირი ჰომი კომპიუტერუსი მაინც შემოაბოტებს ამ პოსტის უცნაური, მაგრამ კოპიუტერული ტერმინთან მახლოებული სათაურის წაკითხვისას :) ჰა, შენაც გაები მახეში!? ახლა კი წავედი სანამ ამას დავემსგავსე....




8 comments:

  1. :) საშიშია კი... მაგრამ რას იზამ!? :) თუ კომპიუტერი უფრო პორტატული არ გახდა... დაგვერხა

    ReplyDelete
  2. ჰეჰ,ეს მეთოდები აპრობირებულია? ავარჩევ რომელიმეს:)

    ReplyDelete
  3. მე - ჰომო კომპიუტეროსი.
    თუმცა რამდენიმე პუნქტს გავაერთიანებდი საკუთარი დიაგნოზის მისაღებად.

    ReplyDelete
  4. ME MIKVARS INTERNETI
    SOC QSELEBI, CHEMI BLOGI DA UAMRAV DROS VATAREB
    DAMOKIDEBULIC VAR GARKVEULCILAD

    MAGRAM MAINC VABALANSEB REALOBASTAN :)
    MAVICKDEBA DROIS SHEGRDZNEBA D- MAGRAM MEGOBREBTAN KAFESHI JDOMA DA LAIVSHI CHORAOBA MIRCHEVNIA

    ARC ES SIMPTOMI MAQVS MAINCDAMAINC GANVITAREBULI: „ნეტა ახლა შემახედა რა ხდება ქსელში“.
    ARC SXVA PROFILI GAMIXSNIA RODESME

    . თუ ვირტუალური ურთიერთობა გაცილებით დიდ სიამოვნებას განიჭებთ ვიდრე რეალური. - VERC AMAS DAVETANXMEBI

    MAGRAM MAINC ME MIKVARS KOMPIUTERI, UFRO SCORAD INTERNETI MIKVARS :)

    ReplyDelete
  5. ამის წაკითხვის მერე როგორ მომინდა ბუნებასთან სიახლოვე.
    საშინელება მარტო დამოკიდებულება არაა, საშინელებაა, რომ ჯანმრთელობას ვნებს ასეთი დიდი დოზით კომპუტერთან ჯდომა - ხერხემალს, მხედველობას და ა.შ.

    მეტი პოპულარიზაცია სპორტს! :)

    ReplyDelete
    Replies
    1. უშუქობაა გამოსავალი :) გავმართავთ წელს. სხვაგვარად ვერვინ აგვტიკნის

      Delete
    2. აბა, ის ორაკულების მიერ დაანონსებული დეკემბრის black-out ჩვენს გადასარჩენად ყოფილა ამქვეყნად მოვლენილი. :)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]