თებერვლის პირველი. 2011წელი |
როცა ასე თოვს ისღა დაგრჩენია რომ მხოლოდ ციდან მოფარფატე ფანტელების ცქერით დატკბე. ქვემოთ კი არც დაიხედო. აზრი არააქვს, უბრალოდ განწყობა გაგიფუჭდება. ისე კი, დაახლოებით ოთხ წუთში კი თქვენი ფეხუკები ბათუმური "თოვლის" სრულ სიამეს შეიგრძნობენ... კოჭებამდე.ასეთ მომეტებში განსაკუთრებით აკტუალურია ჩვენი მოძმე ჩინელი ერის გენოფინდის გამრავლებისკენ მოწოდებები, იმის გამო რომ თითქმი ორმილიარდმა ის ვერ მოიფიქრა - ქალების ამდენნაირი რეზინის ბოტების გვერდით მამაკაცისთვის ერთი სახეობის ბოტი მაინც შეექმნა. არა და ბათუმში ან ეგ უნდა გეცვას, ან ოთხი ბორბლით მოძრაობდე.
.
ახლა გახვივდება ოცნებებლი "ეჰ ახლა ბუხარიანი სახლი სადმე ქალაქგარეთ. მუსიკა, წითელი ღვინო და გარეთ კაააი თოვლი". კი, "ასეთ" თოვს მოაქვს ხოლმე ასეთი ოცნებები
პირწიგნაკზე ასევე ბლომად დამხვდა დათოვლილი ბათუმის საჩქაროდ გადაღებული ფოტოები. ვინ იცის სადამდე შერჩებოდა თოვლი ხეებს. გარეთ ახლაც თოვს. არ იშლის. ვნახოთ რა გამოვა. მანამდე კი ჩემი ტელეფონით გადაღებულ, საპირველთებერვლო რამოდენიმე ფოტოს დავდებ.
თებერვლის პირველი |
ეს თოლია ვერ მოვიშორე. ძალიან ყვარებია პოზირება კამერის წინ |
მანამდე კი ბავშვობის მოგონებები ;) განწყობისთვის. თან ბუხართან, ნაცრის ქექვაში არა ერთი ასეთი ოცნება იბადება ხოლმე :)
esec tu tovli iyo ra. guli shemigonda mteli dgea. fexi ver gavishre. valinkis fasebi unda genaxa davit dges/ 3-jer gaadzvires :D:D:D:D
ReplyDelete:) მესმის. "ვალინკა" ნუ გეშინია, "ვალინკების" სტრატეგიული მარაგი ექნება ქვეყანას ;)
ReplyDeleteმე იმდენად მენატრებოდა და მინდოდა თოვლი, საჩუქრად ჩავთვალე საერთოდაც, გადაწურული მქონდა იმედი. ხოდა, ”ნაჩუქარ ცხენს კბილებს არ უწუნებენო” და მეც ძალიან სასიამოვნო დილა გავატარე სამსახურში მიმავალმა, რამდენიმე ლამაზი ფოტოც გადავიღე და ბლოგზეც დავყარე. ახლა კი გაქრა თოვლი, მარა ბლოგზე რომ შევდივარ ვთბები... (თოვლი რომ გაგათბობს!.. :-))
ReplyDeleteხო, მე ”ვალინკები” მაქვს და მშვენივრად მივედი სამსახურამდე და ახლაც მშვენივრად გადავადგილდები. ვოტ!.. :-) :-)
გამიხარდა აბა რა!? მაგრამ მცირე ხნიანი იყო ეს სიამოვნება. მერე პრობლემებმაც ჩამოთოვა და ეგ იყო :)
ReplyDeleteეს "ვანინკებიანები" რაღაც სექტასავითაა მგონი. ჩვენ და დანარჩენნი
:-) :-)
ReplyDeleteორ ფენად იყოფა მოსახლეობა: პირველი- ვისაც საკუთარი ჯანმრთელობა ადარდებს და მეორე- ვისაც ხალხის აზრი და ”ფრონცქობა” ურჩევნია... ვალინკებიანები ძირითადად პირველ კატეგორიას მივეკუთვნებით, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ სტილზე ხაზი გადასმული გვაქვს... მშვენიერი ”სტილინი” ვალინკები მაცვია და ფეხიც თბილად მაქვს. ვოტ ტაკ!.. :-)