Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მიმღერე ჯენის

მიმღერე ჯენის

ლუდს სულ სხვა გემო აქვს. მერე რა რომ ისევ ჭიქის გარეშე ვსვამ. ასე უფრო გემრიელია. ისევ ისე სავსეა ჩემი ხრომირებული, ოდნვ გაცვეთილი მაგრამ მაინც უტყუარი ზიპპო სოლიარის საწვავით. გახსოვს როგორ გასწავლიდი ჯინსზე სწრაფი გასმით მის ანთებას!? ეს ძალიან მოდაში იყო მაშინ. თუმცა შენ არ გინდოდა შენი, თეთრი გვირილებით მოქარგული „პოლუშლაქსი“ ჯინსები დაგესვარა სოლიარის ლაქებით. გვირილები.. როგორ გიყვარდა ეს გვირილები. გვირილები შარვალზე, გვირილები პერანგზე. თმაშიც კი იწნავდი როცა მინდვრად მათი დაკრეფის საშუალება გქონდა. ამბობდი „ყველაზე ლამაზი ყვავილებია მთელს პლანეტაზე“-ო
მენატრება ის ზაფხული და გვირილები...

პირველი გახეული ჯინსით გამოწვეული უსაზვრო სიამოვნებაც მახსოვს. როგორ ყვიროდა შენი ჯინსის ფერი დანარჩენი "სტრელკიანი" უფერულო ნაჭრის შარვლების გვერდით. ეს ხარების წინ აფრიალებულ წითელ ნაჭრეს გავდა. აშკარად ვგრძნობდით ჩვენკენ მოღერებულ, ჩვენი სხვანაირობით გაღიზიანებულ "რქებს". მაგრამ მააგრად გვეკიდა ნაჭრის შარვლიანები და პლიუშის ქვედაბოლოიანი პინგვინები. ისე დავდიოდით და ვათვალიერებდით მათ, თითქოს ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატები ყოფილიყვნენ. ჰმ... იყო ამაში რაღაც ამგდენი და ამღზები ერთდროლად.


ახლაც მეღიმება როცა მახსენდება როგორ იპარებოდი ჩაბნელებული საძინებლის ოთახიდან გვიან ღამით და ერთად მივდიოდით ჩვენნაირი, ჯინსებიანთა ჯოგის შეკრებაზე. დაბალჭერიანი "ხრუშოვკის" სამზარეულოს ნახევრად ატყავებულ პარკეტზე, არყის და ლუდის ბოთლებს შორის გაშოლტილები ვუსმენდით ჯენის ჯოპლინს. და ისეთი გრძნობა გვქონდა თითქოს ისიც იქ იყო, ჩვენთან ერთად იწვა იატაკზე და გვიყვებოდა თავაწყვეტილ სიყვარულზე და ჩარჩოებგარღვეულ ურთიერთობებზე... ო, ჯენის. შენ როგორ გვინდოდა შენთან ერთად ყოფნა, შენთან ერთად გამოგვეცადა ყველაფერი ის რაზეც მღეროდი. შენი სიმღერა სასურველი, განსხვავებული, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვსა ჰგავდა... შენც ხო გახსოვს ჯენისი? ალბათ ისიც გახოვს მას რომ გამსგავსებდი და ოო, როგორ მოგწონდა ეს. ცხვირზე თითით ისწორებდი შენს დიდ, ვარდისფერ სათვალეს და მღეროდი... იმ კოცონის სითბო და სუნიც მახსოვს ერთად შეკრებილები, მალულად რომ ვანთებდით ნაძვნარში. იმ, წარწერებით აჭრელებული გიტარის ჯღარუნა ხმა და შენი ლექსებიც... აი ისინი, არაფრის დიდებით რომ არ გინდოდა გამხდარიყავი დიდი...

სადღაც გაქრა ნეონების შუქით გაბრწყინებული, ბრეოლინისა და ლატეკსის სურნელიანი. ვინილის ფირფიტებივით შესახედად ერთფეროვანი მაგრამ შინაარსით ძალიან ლამაზი, ჯინსის ფერი დღეები. ახლა სულ სხვა ატარებს ჩვენს გახეულ ჯინსებს. სულ სხვა ელის ღამის დადგომას საძინებლის ფანჯარასთან და სულ სხვა ლექსებს კითხულობენ მთვარიან ღამით გაჩაღებულ კოცონთან.


მაგრამ საკმარისია გავიგონო ჯოპლინის ხმა. თითქოს ყველაფერი ბრუნდება. თითქოს ისევ ის გახეული ჯინსი მაცვია, ისევ ისევ გელოდები შენი საძინებლის ფანჯარასთან. ისევ ისე გელიან გვირილები...

 ჯენის... გვიმღერე კიდევ ერთხელ... გვიმღერე... მერე რა რომ დრო გავიდა!? ჩვენ ხომ მაინც არ ვქცეულვართ ნაჭრის შარვლიან პინგვინებად. ჩვენ ისევ ისე ვეურჩებით დროს... ჩვენ ხომ არ გვცმია უბრალოდ ჯინსი, ჩვენ ვატარებდით ჯინსს... ლუდს სულ სხვა გემო აქვს. მერე რა რომ ისევ ჭიქის გარეშე ვსვამ. ასე უფრო გემრიელია. სამაგიეროდ ისე სავსეა ჩემი ხრომირებული, ოდნვ გაცვეთილი მაგრამ მაინც უტყუარი ზიპპო სოლიარის საწვავით. გახსოვს როგორ გასწავლიდი ჯინსზე სწრაფი გასმით მის ანთებას!?

მენატრება ის ზაფხული, გვირილები და ... ჯენის... მიმღერე


გაყვითლეული წერილებიდან...

12 comments:

  1. რა კარგი პოსტია :)

    ReplyDelete
  2. ხდება ხოლმე "გამონათება" :)
    თან ჯოპლინმაც დამეხმარა. მოაქვს განწყობა

    ReplyDelete
  3. ჯენისი და იოკო რო არ გამეგო როდესმე, ალბათ რა სხვანაირი იქნებოდა მთელი ჩემი იდეალები და პრელესწები.

    გენიალური ქალია მე თუ მკითხავს კაცი, შენი პოსტები კი ზოგჯერ ისეთია, მიჭირს დავიჯერო, რომ კაცებსაც შეუძლიათ ასე წერა :)
    :კომპლიმენტიაეგ:

    ReplyDelete
  4. ნამდვილად გენიალური ქალია.
    კომპლიმენტი მიღებულია :) რა გაეწრობა ნასტასია. ფაქტი სახეზეა. ასე რომ მოგიწევს დაჯერება ;)

    ReplyDelete
  5. აააააააააააააააააააა...

    ყელში რაღაც მომაწვა..


    ;(

    ::)

    ReplyDelete
  6. nastasias, shevuertdebi, mec michirs davijero rom kacs sheudzia ase emociurad werdes (KOMPLIMENTIA MARTCAC)su mgoni rom isini samyaros nakleb sainteresod da uferulad aRiqvemem :)))
    martla siamovnebaaa jenis mosmena.
    madloba dato, rom gvarwumeb, kacebi plastmasisi ar arisn :))))

    ReplyDelete
  7. მართლა კაია... ასეთი პოსტი შენ არ გაქვს, ნუ, მე რაც ვიცი იქედან...

    პ.ს. გვირილებიო :-)

    ReplyDelete
  8. კოპალა: გმადლობთ. მოგვმართეთ ნებისმიერ დროს :)
    გვირილა: გაიხარე. უბრალოდ ბევრი პოსტი ყრია და ეტყობა ვერ მიაგენი :)

    ReplyDelete
  9. ჯენისი და კერუაკის "გზაზე" საუკეთესო კომბინაცია თუ გინდა ნამდვილად იგრძნო ის დრო და ეპოქა,რომელიც ჩვენ გამოვტოვეთ და რომელიც ასე ძალიან გვჭირდება.

    ReplyDelete
    Replies
    1. კი, მართლაც კარგია. გამოვტოვეთ - და ძალიან გვაკლია

      Delete
  10. ის ეპოქა ....<3
    ძალიან კარგი იყო , მეტი გვირილები და ჯენისები ჩვენ ^^

    ReplyDelete
    Replies
    1. ჩვენზეა მერე ეგეც... გვირილები ვინდომოთ და ჯინსებიც იქნება ;)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]