Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

კარგი გოგო ნინა. ანუ ახალი წლის კორპორაციულ ვახშამზე ყველაფერი ხდება.

კარგი გოგო ნინა. ანუ ახალი წლის კორპორაციულ ვახშამზე ყველაფერი ხდება.
კარგი გოგოა ნინა. სამსახურში თითქმის ყოველთვის ყველაზე ადრე მოდის. თავის კომპიუტერს მიუჯდება და აი სწორედ ამ პატარა დროის მონაკვეთში შგიძლია დაინახო ის. მერე მონიტორს ამოეფარებდა, კლავიატურას ჩააფრინდება და მორჩა. ყველა მიდის, ის კი ისე, დრო და დრო გამოიხედავს ხოლმე მონიტორს იქედან. დარჩა თუ არა ვინმე ოფისშიო და მხოლოდ მას შემდეგ რაც ყველა გაიხიკება, მერე გამოძვრება, თავის მწვანე ტყავის ჩანთას მოიგდებს მხარზე. წელში გამართული, თამამი, ნარნარი ნაბიჯით წავა ქურთუკისკენ და ხელის ჩვეული, წრიული მოძრაობით მოიგდებს მხრებზე. ხილებს შეიკრავს და შემდეგ ისევ შეუმჩნევლად გაძვრება ოფისიდან როგორც შემოძვრება ხოლმე.

მაგრამ ახალი წლის კორპორაციულ ვახშამს სასწაულის მოხდენა შეუძლია. ამაში ყველა დამეთანხმება. ახალი წლის კორპორაციულ ვახშამზე, ღრმად პატივცემული და ხელფასის დღეზე ყველაზე საყვარელი ადამიანი, რეზო ბიძიაც ხომ ძალიან კარგი ხდება. მერე რა რომ წინა თვეში პრემიის არ გამოწერისთვის დედამის ყურები ეწვოდა, ის კი გაზგასული ბორჯომით სცდილობდა სლოკინის გაქრობას.

ახალი წლის კორპორაციულ ვახშამზე აიტიშნიკი ნუკრიც ძალიან საყვარელია. მერე რა რომ მთელი წლის მანძილზე დაბლოკილი ქონდა ყველა სოციალური, გასართობი და საინტერესო საიტი და მხოლოდ კედლისკენ ეკრანით შეტრიალებული მისი კომპიუტერის დინამიკებიდან გამოვარდებოდა ხოლმე აღზნებული ლამაზმანის „ააჰ..აააჰჰჰჰ“ და უცებ ქრებოდა, მერე კი მისი ჩვეული ფრაზა „სად დაძვრებით რა. გაივსო ვირუსებით კომპიუტერი“ .

ახალი წლის კორპორაციულ ვახშამზე მდივანი ანიც უმანკოების განსახიერებაა, მერე რა რომ დოდო დამლაგებელმა დირექტორის მისაღების დალაგებისას უკვე მესამე ტანგა შემატა თავის კოლექციას. და მითუმეტეს არც მის კისერზე დარჩენილი „ზასოსები“ ახსოვს ვინმეს...

თუმცა ახალი წლის კორპორაციულ ვახშამზე არც ნაზიკოს მწრედ ამოღებული დეკოლტე. არც ნასვამი შაქროს და აწითლებული ნიას აშკარა ფლირტი და არც მანუჩარის დალურჯებული თვალი იყო ყველაზე საინტერესო.

ახალი წლის კორპორაციულ ვახშამზე მანამდე ყველასათვის შეუმჩნეველი კარგი გოგო ნინა, ყოველი მომდევნო ჭიქის შემდეგ სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდებოდა. სამი ჭიქა საკმარისი აღმოჩნდა მისი მწვანე ტყავის ჩანთის სადღაც მოსაქნევად. სულ მალე ჩანთას მისი ერთი ზომით დიდი ხაკის პიჯაკი გაჰყვა. სავსებით ზედმეტი აღმოჩნდა სათვალეც და თმის სამაგრიც. მეხუთე ჭიქის და ბუღალტერთან დალეული ვახტანგურის შემდეგ ვერც ბუღლტერი და ვერც დანარჩენი სუფრის წევრები ვერ ხვდებოდნენ თუ როგორ შეეძლო კარგ გოგო ნინას გარბენით შპაგატში ჩაჯდომა. მერვე ჭიქის შემდეგ აიტიშნიკი და ნინა მდივნის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ლამაზი ქალების სადღეგრძელოს სვამდნენ. კიდევ ერთი ჭიქის შემდეგ მოცეკვავე ნინას შემყურე დამლაგებელი დოდო დეიდა სცდილობდა გაეხსენებინა მართლა იყო თუ არა შალახოში ასეთი მოძრაობა რომელიც ძალიან ჰგავდა ლამბადისა და წელის ვარჯიშის სინთეზს. კიდევ ერთი ჭიქის შემდეგ კარგი გოგო ნინა ჯერ სცდილობდა შიფუტინსკის „მარჯანჯაზე“ საქართველოს ჰიმნი ემღერა, შემდეგ კი ძლივს მოაშორეს პულტის მაგიდის ქვეშ შემალულ დიჯეის, რომელის მარჯვენა ყურზე კბენის დაუოკებელი სურვილი კიდევ სამი ჭიქის მანძლზე გაჰყვა. კიდევ ერთი ჭიქის შემდეგ, კარგმა გოგო ნინამ, კბილებით გაუხსნა პერანგი სკამის სზურგეს მიტუზულ დირექტორს და მუხლებზე დამჯდარმა დაუწყო იმის მოყოლა თუ როგორი კარგი და დამჯერე გოგო იყო მთელი წლის განმავლობაში. როცა სასტიკად გაუმკლავდა ორ ჯუჯას რომლებიც თოვლის ბაბუის კალთიდან მის წამოყენებას სცდილობდნენ, იქვე გარდირობის ტყეს შეაფარა თავი და შემდეგ დიდი ხნის მანძილზე, გაბმული ყმუილით უხმობდა მამრ ირემს. 
როცა ფრინავი თეფშები სამზრეულოში გაფრინდნენ, კარგი გოგო ნინა კვლავ გამოჩნდა, მაგრამ ამჯერად მზეთუნახავ მდივანს სარკმლიდან თავისი ოქროსფერი ნაწნავების გადმოგდებას სთხოვდა, რათა კოშკში ზემოდ ასულიყო და ურჩხულისგან, რომელიც ასე ძალიან გავდა დირექტორის მძღოლს, ცეცხლოვანი ხმლით ეხსნა( თუმცა ხმლის მაგივრად ხშირად ფალოსს იძახდა) . როცა მზეთუნახავი მდივანი, საპირფარეშოს კარების ჩამოღების შემდეგ იხსნეს კარგი გოგო ნინას მარწუხებიდან. კიდევ ერთხელ შეისვა ქალური "ჩვენი ჩუმი ჩანაიქრის" და "აცრემლებული ბალიშის" სადღეგრძელო. მოხოლდ ამის შემდეგ მოენატრა კლასიკური მუსიკა და გაკვირვებულიც კი სჩანდა იმის გამო რომ ვანომ სასტიკი უარი უთხრა შარვლიდან ჯადოსნური ფლეიტის ამოღებაზე და დაკვრაზე. შემდეგ კი აღმოჩნდა რომ ციკლოპი მანუჩარი არაფრის დიდებით არ აძლევდა წყალს საცოდავ ლილიპუტებს, კარგ გოგო ნინას დიდხანს არ უფიქრია. ეგრევე დაიჭირა ლილიპუტი, რომელსაც რატომღაც დოდო დეიდა  მოფერებით ძმიშვილს ეძახდა და იქვე მდგარ დიდ ტბაში საბანაოდ წაიყვანა, რაზედაც სასტიკად გამწარდა რესტორნის მფლობელი და მოითხოვდა სასწრაოდ ამოეყვანათ ბავშვი აკვარიუმიდან და ოქროს თევზები ლიფიდან. კარგ გოგო ნინას ისიც უნდოდა ვახტანგისთვის აეხსნა რომ კოფერფილდი ბანძია და შამფურის გადაყლაპვა მასაც შეეძლო. მაგრამ მიუსწრეს და სწორედ მაშინ შეუკრეს ხელები როცა ციკლოპ მანუჩარს უმტკიცებდა რომ მასაც შეეძლო შადრევნის გაკეთება.

ახალი წლის კორპორაციულ ვახშამზე კარგი გოგო ნინა ხელებ გაკოჭილი, დივანზე მიწოლილი უყურებდა თუ როგორ ზეიმობდნენ ახალი წლის მობრძანებას ოქრისთმიანი მზეთუნახავი მდივანი, ციკლოპი მანუჩარი, ლილიპუტი ძმიშვილი, თოვლის პაპა, მფრინავი თეფშები, მამრი ირემი და ქალი რომელიც ძალიან გავდა დოდო დეიდას.

13 comments:

  1. კარგი გოგოა ნინა, მე მომწონს <3

    ReplyDelete
  2. კიი, მართლა კაი გოგოა. უბრალოდ კორპორატივკები უნდა იყოს უფრო ხშირად :))))

    ReplyDelete
  3. მეც ნინა ვარ, მეც ყველაზე ადრე მივდივარ და მეც მწვანე ჩანთა მაქვს - უბრალოდ დანარჩენი უკვე აღარ დაემთხვა :))))))

    ნინამ იცის ბლოგი რომ გაქვს? :)

    ReplyDelete
  4. ერთი მოგიწყო უნდა კორპორატივკა და ვნახავთ მერე ხარ თუ არა ბოლომდე ნინა :))

    საკმაოდ გრძელი "ატხადნიაკი" აქვს და ჯერ ბლოგის არსებობას ვმალავ :))))

    ReplyDelete
  5. აუუ კარგად ვიხალისე რააა :))))))

    ReplyDelete
  6. ხოო... კარგი რამაა კორპოტარივკები :)

    ReplyDelete
  7. AUUU,ZAAAN NAGARIAA :D :D
    RO WARMOIDGINE EG SANAXAOBA... GAVIGUDEE :)
    MAGARIA :)

    ReplyDelete
  8. ჰე ჰე მაგრა ვიხალისეე :D :D... რაო როგორ ამბობენ? ვ ტიხამ ბალოტეეე........

    ReplyDelete
  9. :) მასეა, მასე. ჩუმჩუმელების ამბავი :)

    ReplyDelete
  10. მართლაც სახალისო საკითხავი იყო :)

    ReplyDelete
    Replies
    1. გაიხარე :) მთავარი მაინც მონაწილეობაა ;)

      Delete
    2. "იქ უნდა ყოფილიყავი"-ს ამბავია :)

      Delete
    3. კი :) ან ვცადოთ ჩვენც

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]