"ჩემი გული შენ გეკუთვნის" ან კიდევ "მთელი გულით და სულით მიყვარხარ". ხშირად გამოგვიყენებია ხო ეს ფრაზები!? ადვილად სათქმელია როცა ადამიანი ხარ და ერთი გულის პატრონი. ქალები ხშირად ადარებენ მამაკაცებს ცხოველებს. აქ გვხდება ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნების მთელი სპექტრი. თხიდან და ვირიდან დაწყებული ვეფხვით და ლომით დამთავრებული. (ნუ, ვირთხა, სპილო და ძაღლიც ამ ჩამონათვალში კუთვნილ ადგილს იკავებენ. შიგა და შიგ რეპტილიებიც და სხვა მხოხავ-მცოცავ-მფრინავი "უმცროსი ძმანნი" ). ძვირფასო ქალბატონებო, მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი ეპითეტი რომელიც შესაბამისად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს არც მეტი არც ნაკლები უხერხემალოთა ოჯახის წარმომადგენელი- რვაფეხა გახლავთ. რატომ? ჩამოგითვლით რამოდენიმე მიზეზს.
11.12.10
08.12.10
მოდი შევხვდეთ სიკვდილამდე! საინტერესო იქნებოდა პასუხების მოსმენა!
ხშირად დაუსვამთ ისეთი შეკითხვები რომ ვერ მიპოვნია პასუხი. ხშირად უთქვამთ ისეთი ფრაზები გაკვირვების და ჩაღრმავების სურვილს რომ მიტოვებენ. ხშირად დავდუმებულვარ იმის მოლოდინში იქნებ კიდე რამე მასწავლონ მეთქი. ბავშვებზე ვსაუბრობ, პატარა ბავშვებზე. ამას წინად, საღამოს გასეირნება გვქონდა მე და მარიკუდას. ბევრი იტიკტიკა, სამსახურის ამბებიც გამომკითხა, დაოჯახების პერსპექტივითაც დაინტერესდა და ბოლოს ამოიოხრა " ეჰ, ეტყობა შენს ქორწილში ეს როლიკები უკვე პატარა მექნებაო". ჯერ სამი წლისაა. მაგრამ ახერხებს...
იარლიყი
მოსაზრება,
ჯიბის ბლოკნოტიდან
03.12.10
SPAM. ანუ "რას გვიშვება ეს მთავრობა"!!!
“რას გვიშვება ეს მთავრობა” ამ ფრაზას საქართველოში კონკურენტი ნამდვილად არ ყავს და მგონი კარგახანი კიდე არ ეყოლება. შეიცვლება თუ არა მთავრობა ამას მნიშვნელობა არააქვს , რადგან საქმე თავად იმ უცვლელ კომპონენტშია რაც ნებისმიერი მთავრობის დროს იქნება. ეს კომპონენტი ჩვენ ვართ ხალხი. ეს პოსტიც არა საარაკო -სახოტბე, არამედ მუდმივად უკმაყოფილო, მჟავე განწყობით შეპყრობილ ხალხთან გატარებული ლიმიტირებულ-ნორმაგადაჭარბებული განწყობის შედეგია. (სამარშრუტო ტაქსი)
იარლიყი
ჩარირამა
02.12.10
მენიუ თუ შეიძლებაა ! ! !

რას ვეძებთ და რა გვინდა?! ეს კითხვა ალბათ არამარტო მაღაზიაში შესვლის დროს გვახსენდება! მაგრამ პასუხი ხშირ შემთხვევაში ძნელად მოგვეპოვება! მაღაზიაში ან რესტორანში ზუსტად, ან დაახლოებით მაინც ვიცით რა გვინდა. მენიუს მაინც გადავხედავთ, ფასს შევხედავთ და შევუკვეთავთ. რა იქნებოდა ასე რომ ყოფილიყო რეალურ ცხოვრებაში. მოითხოვდი უახლესი 5 თვის ან ერთი წლის მენიუს. მოგიტანდა ვინმე დამუღამებულ ღიმილიანი, თეთრ წინსაფრიანი ლამაზმანი და მოგართმევდა. გადაშლიდი მერე და ჩამოყვებოდი. პირველი გვერდი, გრაფა “წარმატებებში” ჩამოყვებოდი თითით და ამოიკითხავდი. თან თეთრ წინსაფრიანი აგიხსნიდა თუ რა და როგორ იქნებოდა…
იარლიყი
ყოველდღიური,
ჩარირამა
Подписаться на:
Сообщения (Atom)


