ხშირად აღვრფთოვანებულვართ ზღვის სიდიადით. რაოდენ ლამაზი და მომხიბვლელი შეიძლება იყოს ეს დაუმორჩილებელი სტიქია, რომლის მოთოკვასაც ხშირად ვიბრალებთ ადამიანები. საკუთარი ყოვლისშემძლეობით გათამამებულებს კი ზოგჯერ ძალიან მწარედ გვაფხიზლებს.
ამ ვდეოს შემთხვევით. ზღვის ტალღების და მათ ქიმზე მოსრიალე სერფინგისტბის ილეთებით ტკბობაში გადავაწყდი.
30.11.10
29.11.10
IQ რამდენი გაქვს? ანუ სილამაზის კონკურსის ახალი კრიტერიუმები.
ორი საათის განმავლობაში, კარების გაღების მოლოდინში მოსული სტუმრები შერატონის გაპრწკიალებულ დარბაზში დაეხეტებოდნენ და ფეხზე დგომისაგან დაღლილთ თვალი იქვე, ექსპო "ბათუმი ბრენდ"-ის გამოფენისთვის გამომზეურებული, საკმაოდ მიმზიდველი ლოგინისკენ გაურბოდათ. ყველაფერი ქართულად დაიწყო. 7 საათისთვის დაგეგმილი სილამაზის კონკურსი 9 საათისთვის ჯერ კიდევ დაწყებას აპირებდა. საკმაოდ კარგი რამაა სილამაზის კონკურსი. მართალი გითხრათ პირველად წავედი მასზე შეგნებულად. სამსახურთან ახლოს, შერატონში ტარდებოდა და თავისუფალი დროც მქონდა. ასეთ ღონიძიებებზე როგორც წესი საორგანიზაციო მხარე, მისი გამართულობა უფრო მაინტერესებს ვიდრე კონკურსის შედეგი. მოგეხსენებათ, ევროპელობისკენ გამალებულ ბრბოლაში ბევრ რღაცას ვაკოპირებთ, ზოგს შეგნებურად, ზოგსაც შეუგნებლად და ზოგსაც ისე რომ ვერც ვხდებით. მათ შორისაა წარმოსახვითი "უშუალობა, კომპეტენტურობა და უკომპლექსობა". რა და როდის გამოავლეს თავს აავინ არ იცის, სწორედ ამითაა საინტერესო ასეთი სახის კონკურსები.
იარლიყი
ჩარირამა
22.11.10
ნეკერჩხლის ფერი
კარგა ხანია წვიმის ხმაზე არ გამღვიძებია. მესიამოვნა კიდეც ეს მონატრებული ხმა და ის შეგრძნება : გარეთ რომ წვიმს, შენ კი არსად გეჩქარება და თავს უფლებას აძლევ წვიმის ხმაზე ისევ შეიბრუნო დილის ძილი. მესიამოვნა შემოდგომა რომ შემოდგომას დაემსგავსა.
დიდხანს მაინც ვერ გავძელი. ჩავიცვი და ბარისკენ გავეშურე. ოფიციანტმა საოცრად თბილად მიმიღო. ეტყობა "ამ წვიმაში რაკი აქ მოხვედი"-ს ფაქტორმა იმოქმედა. ქურთუკი გავიხადე და ფანჯარასთან ახლოს მოვკალათდი. მიყვარს ეს ადგილი. დიდი ფანჯრებიდან საოცრად კარგად სჩანს ქარისგან აქოჩრილი შავი ზღვა, მოქუფრული ზეცა და მოქნეული წვიმა.
18.11.10
მაშინ როცა... ( ქალბატონებისთვის )
ადრე დაგპირდით რომ “მაშინ როცა”-ს მამაკაცსეულ განცდებს სულ მალე გოგონების განცდებსაც დავამატებდი (შეძლებისდაგვარადა რათქმაუნდა, ნუ გენდდერული თანასწორობა და ასე შემდეგ) მაშ ასე ქალბატონებო. შესაძლოა დიდად კარგად ვერ გამოვყო ის საკითხები რაც თქვენთვის შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვცდი. იქნებ და შევსძლო!?...
აბა, მოდუნდით, მოეშვით წუთისოფლისა ამაოებაზე ფიქრს და გაიხსენეთ ის ნაკლებად სასურველი მომენტები რომელთა გამოც არაერთგზის ჩამდგარხართ უხერხულ სიტუაციაში.
15.11.10
JE T'AIME
სიმღერამ საოცარი შეყვარება იცის. როცა გრძნობ რომ ეს ის სიმღერაა რასაც შენ აუცილებლად მოიფიქრებდი, შენს სათქმელს იტყოდი, დაწერდი და სწორედ ასეთივე გრძნობით იმღერებდი როგორც ამას შენი საყვარელი მომღერალი აკეთებს. დაახლოებით ასე ფიქრობდა ბელგიელ-იტალიელი წარმომავლობის, ფრანგენოვანი მომღერლის ლარა ფაბიანის კონცერტზე შეკრებილი მრავალათასიანი დარბაზი.
რატომ მიიქცია ჩემი ყურადღება? რათქმაუნდა, ძალიან ბევრი სიმღერაა რომელსაც დიდი სიამოვნებით აყვებოდით ცოცხალი შესრულებით რომ მოგესმინათ საყვარელი ჯგუფის კონცერტზე. კი, ასეთი ჰიტი მართლაც ძალიან ბევრია.
ესეც ომ ის სიმღერათაგანია რომელსაც მართლა შეიძლება ეწოდოს სულით ნამღერი.
რატომ მიიქცია ჩემი ყურადღება? რათქმაუნდა, ძალიან ბევრი სიმღერაა რომელსაც დიდი სიამოვნებით აყვებოდით ცოცხალი შესრულებით რომ მოგესმინათ საყვარელი ჯგუფის კონცერტზე. კი, ასეთი ჰიტი მართლაც ძალიან ბევრია.
ესეც ომ ის სიმღერათაგანია რომელსაც მართლა შეიძლება ეწოდოს სულით ნამღერი.
იარლიყი
ყოველდღიური
12.11.10
მაშინ როცა...
დღეს საოცრად კარგი საღამო იყო. ვისხედით და ვიხსენებდით ყველაზე უხერხულ, უფრო სწორედ კი არასასურველ, გაურკვევლობაში ჩამგდებ, გადამგდებ და "გასაშრობ" სიტუაციებს რომლებიც შეყვარებულ მამაკაცს გადახდენია ხოლმე. არ ვიცი, სავსებიტ შესაძლებელია რომ ამ ჩამონათვალიდან რამოდენიმე შენც გადაგხდომია. გეთანხმები, ნაკმებად სასურველი და მართლაც არასასიამოვნოა. მაგრამ აბა ახლა წაიკითხე რა შეგრძნება დაგრჩება!?
იარლიყი
ასეა მაი
11.11.10
პოზიტივი ძალიან იოლია!
ხდება ხოლმე რომ დილაობით დიდად გადასარევ გუნებაზე ვერ იღვიძებ. მნიშვნელობა არააქვს ეს შეყვარებულისგან სმს-ის უშედეგო ლოდინში გატარებული ღამის, ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოების მოსმენის, ცუდი ამბის გაგების თუ მეზობელ კუპეში ხის გადამამუშავებელი კომბინატის ხვრინვის გამო მოხდა. თუ განწყობა დილიდანვე არ არის... საქმე არც თუ ისე სახარბიელოდაა. როგორც ხედავ კლიმატური პირობები შეგნებულად გამოვრიცხე.
არსებობს რამოდენიმე რჩევა, რომლის მიხედვით თავად, ყოველგვარი დახმარების გარეშე შეგიძლია გახალისდე და კარგი განწყობა შეიქმნა. მოდი მე ჩამოვთვლი და შენ ამოირჩიე რომელი უფრო მოგეწონება. თუ ყველა მოგეწონა მით უკეთესი, შენი განწყობის ვექტორი გაცილებით სწრაფად წავა პლიუსებისკენ...ოხ ეს რა დავწერე. მოკლედ დავიწყოთ.
იარლიყი
ჩარირამა
04.11.10
გამოუტყდი ბათუმს სიყვარულში 10 000 ლარად!
ბავშვობაში მუსიკალურ სასწავლებეში მიმიყვანეს, "ჟუჟუნა წვიმა" მამღერეს, მაგიდაზე თითები რიტმულად მაკაკუნებიეს, ერთმანეთს გადახედეს და პაწაწუნა ვიოლინო მომაჩეჩეს. ეს შენი ინსტრუმენტიაო. დავდიოდით მერე მე და ჩემი ვიოლინო გაკვეთილებზე, შემაჯამებელ კონცერტებზე და მერე დიდ სცენაზეც ვუშლიდით ნერვებს ერთმანეთს. ერთი გამოსვლა ჩამრჩა მეხსიერებაში. სამ დღიანი გალა კონცერტი იყო, საიდანღაც ჩამოსული აუარება სტუმარი ირეოდა და ყოველ დღე სხვა დარბაზი გვხდებოდა.
იარლიყი
მოსაზრება
Подписаться на:
Сообщения (Atom)







