დღეს ერთ ადამიანზე მინდა მოგითხროთ. ადმიანზე რომლის არსებობამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ლაზეთის უახლოეს ისტორიაში. მასზე თხრობის სურვილი კი პირწიგნაკზე ვასასის მიერ ატვირთულმა ვიდეომ მომანდომა. სარფში იმ ადამიანებსაც დავუკავშირდი ვინც მას თავად იცნობდნენ და ამით ამაყობენ კიდეც. განა მართლა საამაყო არ არის ლაზისტანის ბულბულის მეგობრობა?
16.07.10
15.07.10
ღოღიალი 2 (არქეოლოგიური მუზეუმი)
ადრე შეგპირდით რომ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს ვეწვეოდი და აქედან მაინც დაგათვალიერებინებდით, ან მინიმუმ გეტყოდით რობ ბათუმელებო და ქალაქის სტუმრებო. არის ამ ქალაქში არქეოლოგიური მუზეუმი რომელსაც ძალიან ბევრი რამ ააქვს საამაყო, საჩვენებელი და მოსათხრობი თვქენთვის.
სამწუხაროდ მუზეუმი ძირითადად სამთავრობო სხდომების, დელედაციების დროს ახსენდებათ. ესეც ისეთ "ჩვენც გვაქვს მუზეუმი"- პონტში ან კიდევ ისტორიის მასწავლებლებს რომლებსაც ურჩევნიათ მოსწავლეებს ზეზვა და მზიას ფოტო მაინც ანახონ ვიდრე სიტყვებით აუხსნან რას ნიშნავს პირველყოფილი ადამიანი, ობსიდიანი, ელინისტური ხანა და კიდევ ბევრი უცნაური ტერმინის მშიშვნელობა.
ღოღიალი 1 (ფოტოკოლაჟი ბათუმიდან)
დღეს თავისუფალი დღე მქონდა. ( მე ხომ როგორც არა ნორმალურ ადამიანს, არანორმარული და არანორმირებული სამუშაო გრაფიკი მაქვს ) ხოოდა, ავიღე ფოტოაპარატი (მადლობა შ.პ.ს მირანდას ) და ყველასთან შეთანხმება შეპირების გარეშე (რაც როგორც წესი საათობით ლოდინით, ყოყმანით,ვერსიების სინჯვით და გაურკვეველი შედეგით მთავრდება ) დავადექი საღოღიალო გზას. ამინდი მშვენიერი იყო. ზღვიდან მოსულს აღარც ისე აუტანლად მცხელოდა. ხოდა გავყევი გზას.
მართალია შერატონი ბათუმის ახალ, არაოფიციალურ სიმბოლოდ აქციეს. მაგრამ მე სულ სხვა შენობისკენ გავემართე. თან სახლთანაც ახლოს იყო და რატომაც არა.
ეს ძალიან ლამაზი შენობა პიაცაა.
ეს ძალიან ლამაზი შენობა პიაცაა.
იარლიყი
ფოტო,
ყოველდღიური
13.07.10
შენი საკუთარი მთვარე
შეუდარებელი გარძნობაა.
რადიკალურად განსხვავდება იმ შეგრძნებისგან რასაც დღისით გრძნობთ ზღვასთან სიახლოვისას .
თუმცა არა... ტყუილად მოემზადე. ამ შეგრძნებებზე არ ვაპირებ საუბარს.
უმშვიდესი ზღვა. უძირო, ვარსკვლავებით მოკირწლული ცა და მთვარე. მისი აღმატებულება მთვარე.
საოცარი რამაა.
იარლიყი
მოსაზრება,
ჯიბის ბლოკნოტიდან
11.07.10
10.07.10
კვარიათი. მეორე ტურის პირველი დღე !!!
ხოდა ასე. ჩვენი სტუმრები უკვე აქ არიან. ჩამოვიდნენ, როგორც უკვე ვთქვი მოირახათეს და მოირგეს სასტუმრო. გუშინდელი დღე ძირითადად აკლიმატიზაციას დაეთმო. აკლიმატიზაცია საკმაოდ ხალისიანი პროცესი გამოდგა. ბასეინი, ზღვა, ბასეინი, ლუდი და ... მოდი უბრალოდ ფოტოებს ავტვირთავ და დანარჩენზე მერე დავწერ. თან ახლა მეორე ტური იწყება და საქმეები აქ ძალიან ბევრია. ხო მართლა. ყველა ძაალიან კარგი ადამიანია. მართლა კარგი. ხოდა ამაზეც მერე :) მანამდე კი წარმატებებს ვუსურვებ ყველას.
იარლიყი
კვარიათი "წერილი ბოთლში 2011"
04.07.10
კონკუსრის პირველი ტურის შედეგები
მეგობრებო, ჩვენი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. როგორც იცით მოცემულ თემაზე 24 საათის განმავლობაში დაწერილი თემები უნდა გამოგეგზავნათ. სულ 77 საკონკურსო „წერილი“ აიტვირთა ჩვენს ბლოგზე და სწორედ ამათგან შეირჩა გამარჯვებულთა ათეული. ბევრს აღარ დავაყოვნებ და ჩამოვთვლი. შეგახსენებთ, რომ ნუმერაციას აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.
იარლიყი
კვარიათი "წერილი ბოთლში 2011"
02.07.10
კარს უკან
მზის შუქით ჯერ ვერგამშრალ, ნესტიან სადარბაზოში გაკიდული სველი პირსახოცის მიღმა ლანდმა გაისრიალა. ხის კიბის საფეხურები აღჭიალდნენ. ნელი, მძიმე ნაბიჯის ხმა სულ უფრო ახლოდან ისმოდა. კარადის უკან ამოფარებულებს სუნთქვაც დავიწყნია შიშისაგან. უეცრად ნაბიჯის ხმა შეწყდა. ეს იყო ყველაზე საშინელი სიჩუმე, როცა ელოდები ახლა...აი ახლა გადადგამს ფეხს. გადადგამს და გაიგებ რომ ის ჯერ კიდევ შორსაა. თორემ ამ უეცრად შეწყვეტილი ხმის გამო ისეთი გრძნობა გეუფლება თითქოს სადღაც იქ კი არა. არამედ შენს ზურგს უკანაა... ამას ფიქრობ და თხემთან თითქოს მის სუნთქვასაც გრძნობ. ხერხემალს ჩაყვება ყინვა და მიუხედავად იმისა რომ კედელს ზურგით ხარ მიყრდნობილი, უცებ ტრიალდები და..
იარლიყი
ჩარირამა,
ჯიბის ბლოკნოტიდან
Подписаться на:
Сообщения (Atom)


+copy.jpg)


