Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

Easy love

Easy love
ბევრჯერ მომისმენია და შევწრებივარ ასეთ რაღაცეებს. თუმცა ბოლო ამას ყოველთვის ერთი ქონდა და ექნება კიდეც. მეთოდი ძალიან მარტივია. მთქნარებამდე მარტივი.
იმიჯი ყველაფერია.მითუმეტეს თუ გინდა რომ ვინმემ ჩათვალოს “ეს ბიჭი მე მიხდება”ო.
რამოდენიმე ძალიან შაბლონური. პრიმიტიული ხერხი არსებობს საამისოდ.
თავიდან თავი უკარებად მოაჩვენე. რაც უფრო ბევრ გოგოსთან გნახავს და შენზე რაც მეტი “ლეგენდა” დახვდება წინ მით უკეთესი. უფრო მეტი ქულები დაგიგროვდება. აუარ ჩაუარე... პირველ ეტაპზე უბრალოდ ცივად. თითქმის დააიგნორე. მერე მზერა მიაბჯინე ხოლმე, ისე რომ დაიბნეს, ვერ გაარკვიოს “ნუთუ მას უყურებ!?” მერე კი ისევ მიხედე შენს ტაქტიკას.

ცოტა დრო რომ გავა და შენი გაცნობის სიტუაცია მომწიფდება, უნდა აღმოაჩინონ რომ ისეთი უკარება კი არა მაგარი თბილი და მზრუნველი ადამიანი ხარ! აი ის იდეა უნდა უტრიალებდეთ “ ვა, ნახე? არადა როგორი სხვანაირი ყოფილა?”. იხუმრე ბევრი, ნებისმიერ შემთხვევაში თუ ამ ხუმრობას სხვისგან როგორც წესი “ბრტყელს” უწოდებდნენ, შენგან მახვილგონივრული და ძალიან სასაცილო იქნება.
თავიდან აღიარე რომ შენთვის არ არის საინტერესო ხანგრძლივი და სერიოზული ურთიერთობები. რომ შენთვის მსუბუქი ფლირტი და ერთღამიანი ურთიერთობებიც საკმარისია. ამით შენთან ურთიერთობის სირთულეს მოუხსნი.
აირჩიე რომელიმე იდეა, თუ გინდ დიდად ვერც ერკვეოდე მასში. ილაპარაკე ტერმინოლოგიით, მოიყვანე ფაქტები, მკაცრად ამტკიცე შენი იდეის იდიალურობა და ის რომ შენ შენი იდეების ერთგული რჩები.
ფეხბურთელობანა და ტრავმირებულობანა ძალიან ჭრის. თან ტატუსაც თუ ანახებ და დამრიგებლური ტონით იმასაც ურჩევ რომ “აი ნახე? ეს მაშინ დავიხატე.. ეს იმას ნიშნავს. მაგრამ შენ არ გირჩევ. გოგო ხარ მაინც” ძააალიან საყვარელი იქნებიიი.
მერე დგება დრო შენი სულის სიღრმეების არსებობაზე რომ მიუთითო. გამოდგება ნებისმიერი სევდიანი პრობლემა რომლის შესაძლო მოგვარებაში შეიძლება დახმარება შემოგთავაზონ და შენც რაღათქმაუნდა ეს დახმარებაა მიიღე. ოღონ არ დაგავიწყდეს იმის ჩვენება რომ ძალიან ნერვიუბ. ეს აუცილებელია რომ სულ სხვა კუთხით დაგინახონ. “აუ როგორ ნერვიულობს!?”....
შემდეგ მოიწყინე და განაცხადე რომ დაგღალა ამ უაზრო და უსაფუძვლო ურთიერთობებმა და რაიმე სერიოზული გჭირდება. მაგრამ ძალიან გეშინია ამ ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ ძალიან გატკინეს გული და ამას კიდევ ვერ გადაიტან.ეს აუცილებელია, ხომ უნდა დაანახო რომ შენ უკვე სერიოზულად ფიქრობ და ის “ცერცეტა” ადამიანი აღარ ხარ. უკვე სანდო ხარ.
ხო, შეგიძლია მთვარიან ღამით ღია საუბრები მოაწყო. იმის თაობაზე თუ როგორ გატკინეს გული და ეს ყველაფერი “ქარწაღებულების” ვერსიით მოუყვე... ანუ გააშიშვლო შენი “გრძნობები”. ამავდროულად შეძლებისდაგვარად მოარიდე თვალიდან სხვა ურთიერთობები. იმიჯს ნუ შეილახავ.
შემდეგ კი სევდიანი თვალები. ცოტა გმირობის გამოვნელა, თუ გუნდ დაგვიანებული აღშფოთებებით. ყურადღებით უსმენ საპასუხო ისტორიებს. შენც წუხარ. განიცდი. და...” ვაიმე რა სხვანაირი ყოფილხარ? ნუთუ ეს შენახარ?”
ყველაფერი ძალიან მარტივია. უბრალოდ იდიოტი უნდა იყო რომ ეს ბანალური მანევრები ვერ გაარჩიო. თუმცა არიან ისეთებიც რომ ვერ არჩევენ.ზოგს ეს “ბლიოსკებიანი, ჭვიტინა და  საგარეო მოდური კოსტუმი” ურთიერთობები ხიბლავს, . თუ ასეთები შეგხვდნენ მაშინ იხარე. Easy love მზადაა :)
მაგრამ, მერე მოვა მგელი სახელად საზღაური და ეს ყველაფერი აგიძმარდება. ისმის კითხვა. ღირს ეს ამად?


08.10.10

5 comments:

  1. HAHAA. MAGARIA ZAAN. BEVRI EGEBA AM DEBILUR MAXESHI :))) BEVRI RAGAC MOMAGONDA. MERE ZMRAT AMODIS EG NAGDIA

    ReplyDelete
  2. :) ხო, ხდება ხოლმე ასეც. ზოგს ააქვს უნარი შეცდომებზე ისწავლოს, ზოგს არა... ასეთი რაღაცეები კი ყოველთვის იაფფასიანი ფილმებივით მთავრდება

    ReplyDelete
  3. ჯერ ადამიანი, რომელსაც ამდენი თამაშის ნერვი აქვს და მერე ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრით მოიხიბლება, არ მესმის (ეს ტატუს ისტორია ყველაზე მაგარია, ალბათ მორიელი ექნება მხარზე, ან ჩინური იეროგლიფი). მოკლედ არაადეკვატური კომენტარია, მაგრამ მე ხომ მესმის :D

    ReplyDelete
  4. ვიცნობ ასეთ ბიჭუნკელებს :) ძალიან სასაცილოები არიან. ამ "ვაჟკაცური" მითით მოხიბლულ გოგონებს კი როგორც წესი "ხვიშტი" რჩებათ. მეც გამომიცდია და მახსოვს. თუმცა ახლა ჩემს თავზეც მეცინება. :)
    N.N

    ReplyDelete
  5. :)ხო, მერე შეიძლება სასაცილოც იყოს :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]