Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

"მე ვიქნები შენი რვაფეხა". ანუ სამი გული სჯობს თუ ერთი და ნაღდი!?

"მე ვიქნები შენი რვაფეხა". ანუ სამი გული სჯობს თუ ერთი და ნაღდი!?
"ჩემი გული შენ გეკუთვნის" ან კიდევ "მთელი გულით და სულით მიყვარხარ". ხშირად გამოგვიყენებია ხო ეს ფრაზები!? ადვილად სათქმელია როცა ადამიანი ხარ და ერთი გულის პატრონი. ქალები ხშირად ადარებენ მამაკაცებს ცხოველებს. აქ გვხდება ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნების მთელი სპექტრი. თხიდან და ვირიდან დაწყებული ვეფხვით და ლომით დამთავრებული. (ნუ, ვირთხა, სპილო და ძაღლიც ამ ჩამონათვალში კუთვნილ ადგილს იკავებენ. შიგა და შიგ რეპტილიებიც და სხვა მხოხავ-მცოცავ-მფრინავი "უმცროსი ძმანნი" ). ძვირფასო ქალბატონებო, მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი ეპითეტი რომელიც შესაბამისად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს არც მეტი არც ნაკლები უხერხემალოთა ოჯახის წარმომადგენელი- რვაფეხა გახლავთ. რატომ? ჩამოგითვლით რამოდენიმე მიზეზს.

ერთიან ეროვნულს მსხლავს
1. მას ყველაზე დიდი და განვითარებული ტვინი აქვს! ძალზედ საზრიანი და მოხერხებულია ( თუ გახსოვთ ფეხბურთის მატჩების შედეგებსაც ნახევარი მსოფლიო მას ეკითხებოდა )
საკმაოდ აზარტულიც არის
2. საკმაოდ ადვილად გადის აკლიმატიზაციას და ეგუება ,(შე)ეფერება უცხო გარემოს (იოლად იცვლის ფერს, მაგრამ მაინც რვაფეხად რჩება ( თავს არ კარგავს ) )
3. საოცრად სისუფთავემოყვარულია. საკუთარ საცხოვრებელს წყლის ჭავლით ყოველ დღე ასუფთავებს და უვლის.
4. ძალზედ ვნებიანი და ერთგული მოსიყვარულე არსებაა. საკმაოდ ხანგრძლივი ფლირტის პერიოდი ავქვს და ძალზედ ვნებიანი პარტნიორია

წარმოიდგინეთ რამდენი საჩუქრის მორთმევა შეუძლია ერთთიანად.
5. მის საცეცებზე განლაგებული რეცეპტორების წყალობით ( და ასეთი 10 000 ზე მეტი აქვს ) ძალიან კარგად ააქვს განვითარებული გემოს შეგრძნების უნარი. ძალასაც არ უჩივის, მის ერთ პაწაწუნა საცეცს 100 გრამამდე სიმძიმის აწევა შეუძლია (დანარჩენი გადაამრავლეთ)
ხელიდან დასხლტომაზე აღარც იოცნებოთ
სხათსორის "რვაფეხას",  ქალბატონთა სასურველ სექსუალურ პარტნიორად ხშირად მოიაზრებდნენ ძველ იაპონიაში. ერთ-ერთი ცნობილი იაპონელი მხატვრის, კაცუშიკა ხოკუსაის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია ქალისა და რვაფეხას ვნებიანი ხვევნის ამსახველ სურათებს.
1760–1849 წლები, იაპონია. Katsushika Hokusai 
6. და მთავარი, ღრმადპატივცემულს სამი გული აქვს. აი ახლა კი დაფიქრდი, თუ ერთ გულს ასე ვნებიანად შეუძლია სიყვარული (ადამიანის შემთხვევაში). რამდენად  ვნებიანი და ძლიერი იქნება როცა მკერდში სამი გული ძგერს. (ან ისე უყვარდეთ როგორც სამი გულის პატრონს)


მამაკაცებისთვის კი დამატებითი პრივილეგიებია. ჯერ ერთი რვა ფეწი და ათასობით საცეცი... და სამი გული. ეკონომიის შემთხვევაში სავსებით საკმარისი იქნება ერთი გული ერთ ქალბატონზე. თუმცა თუ სიყვარულია სამივეთი სჯობს, ან არც ერთით (ნახევრად - შ.პ.ს გრძნობების თავზეც გავიარე )

ასე რომ თუ სამომავლოდ თქვენ რვაფეხას გიწოდებენ. შესაძლოა ეს სრულაც არ ნიშნავდეს იმას რომ მხოლოდ წყალში ხართ დიდი და ლამაზი.

ბოლოს კი ერთი პატარა მულტფილმი მინდა შემოგთავაზოთ. 2009 წლის ოსკარის ნომინანტი "Oktapodi" (”Oktapodi” (Talantis Films), A Gobelins, L’cole de l’image Production, Emud Mokhberi and Thierry Marchand) ეს შეყვარებული რვაფეხების იტორიაა. თან ჩემს საყვარელ კუნძულზე - სანდორინზე ხდება.

პ.ს. სინამდვილეში კი სჯობს ერთი გულით გიყვარდეთ და ამ გრძნობით მთლიანად იყოთ სავსე. ვიდრე სამით და ნაწილობრივ.

10 comments:

  1. კარგად ვიხალისე :)) დასკვნაში გეთანხმები ;;) და მულტფილმიც ძალისნ მომეწონა :>

    ReplyDelete
  2. :) ხო, მაგარი ვინმეა შეყვარებული რვაფეხა :)))

    ReplyDelete
  3. ერთადერთი რაც ამწამს შემიძლია ვთქვა (დავწერო) ისაა, რო იაპონელები, კერძოდ კი ღრმადპატივცემული კაცუშიკა ხოკუსაი დიდი გამო....ი ვინმეა :O
    პოსტი მთლიანობაში ძალვან Cute–ა;)

    ReplyDelete
  4. ღრმად პატივცემულს ფრიად უწონებდნენ იაპონელები შემოქმედებას :) ასეთი მოსწონდათ და ჩვენ ვერაფრით ვუშველით

    ReplyDelete
  5. დავით, გარანტიას მაძლევ,ქალს რვაფეხა, რომ დავუძახო თავში რამეს არ ჩამცხებს? კარგი პოსტია და პრაკტიკაში განვახორციელებ აბა მაგ შეფასებას და თუ გამიბრაზდა ვინმე შენს ბლოგს მივცემ და ეგება მიმიხვდეს სჰეფასებას:D:D:D

    ReplyDelete
  6. ტარიელ, შენაც პირდაპირ არ ახალო, შეაპარე მაინც. რა იცი რა მოხდება :)

    ReplyDelete
  7. ramdeni vicine rvafexebze :))

    ReplyDelete
  8. შ.პ.ს გრძნობები :) აუ ს.ს გრძნობები რაღა იქნება წარმომიდგენია :D :D
    ამიტომ ყველას მაინც ინდმეწარმე გრძნობები ჯობია :D

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]