Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მაშინ როცა... ( ქალბატონებისთვის )

მაშინ როცა... ( ქალბატონებისთვის )
ადრე დაგპირდით რომ “მაშინ როცა”-ს მამაკაცსეულ განცდებს სულ მალე გოგონების განცდებსაც დავამატებდი (შეძლებისდაგვარადა რათქმაუნდა, ნუ გენდდერული თანასწორობა და ასე შემდეგ) მაშ ასე ქალბატონებო. შესაძლოა დიდად კარგად ვერ გამოვყო ის საკითხები რაც თქვენთვის შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვცდი. იქნებ და შევსძლო!?...

აბა, მოდუნდით, მოეშვით წუთისოფლისა ამაოებაზე ფიქრს და გაიხსენეთ ის ნაკლებად სასურველი მომენტები რომელთა გამოც არაერთგზის ჩამდგარხართ უხერხულ სიტუაციაში.
  • როცა ქუჩაში მიდიხარ, ის გვერდით მოგყვება. აჟიტირებული ესაუბრები შენსა და შენს დაქალს შორის შემდგარ, ცოტათი არასასიამოვნო დიალოგზე. ის გულდასმით გისმენს და შენს დასკვნებს თავის ქნევით ეთანხმება. აღშოფებას ვერ მალავ იმის გამო თუ როგორ შესძლო შენმა დაქალმა შენს ერთგულებაში ეჭვის შეტანა. ისიც თავს გიქნევს. ბოლოს ასეთი მხარდაჭერის შემდეგ შეგულიანებული საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობ, “აბა რა ეგონა, მე ვგავარ ახლა სულელს!?” და უეცრად აღმოაჩენ რომ ის თავის ქნევას განაგრძნობს...დაბნეული კითხვას იმეორებ “მე სულელს ვგევარ!?” ...ის კი სიევ თავს იქნევს დასტურის ნიშნად... და მერე “რა მკითხე!?”...
  • როცა როგორც იქნა გამოაღწიე ქალაქიდან, ზღვაზე ხართ და მთელი ამ ლამაზი თვის განმავლობაში მაინც და მაინც “ეს” დღეები მოგიწია... პლაჟძე კარტს თამაშობთ, იცინით. უცებ ის დგება, ხელში აყავხარ და ზღვისკენ გარბის... შენ კი გააფთრებული კატასავით იბრძვი, ზურგს უკაწრავ რომ “წყალში არაა...გთხოოვ... არაა”... შემდეგ ის დაკაწრული და დაბნეული იშუშებს შენი ფრჩხილების ნაკვალებს. შენ კი ამ დებილი, უხერხული სიტუაცის გამო ვერ ხვდები რას დაახარჯო შენი ბრაზი....
  • პაემანი გელის, სალონში გარბიხარ და თმებს ივარცხნი. სტილისტი თავს დაგტრიალებს და საათიანი წვალების შემდეგ, მანათობელი ვარსკვლავივით მშვენიერი გამოდიხარ გარეთ. დანიშნულ ადგილზე ცოტათი იგვიანებ კიდეც ( აბა რა, გოგო ხარ) მიდიხარ და ის იქ არ გხვდება. გაბრაზებული ჯდები სკამზე და არც იცი რა იფიქრო. უცებ უკნიდან ვიღაც “უეჰ!!!” ძახილით გივარდება წელში. შიშისგან ჯერ ცივი ოფლი გასხამს. მერე კი, როცა აღმოაჩენ რომ ეს ის არის, ბრაზი გიქრება.. ის კი, აი ასე, ყოველგვარი ბოდიშის გარეშე ყელზე მარწუხივით გახვევს მკლავს, მეორე ხელით კი “მეგობრული ბოდიშის პონტში” დავარცხნილ-დასწორებულ თმას გიჩეჩავთ “ ჰაა, ხომ არ შეგეშინდაა აა!?”...
  • როცა არაჩვეულებრივი ვახშმის, სასიამოვნო საუბრის შემდეგ, როცა ეს ესაა შენს სანუკვარ თემას უნდა შეეხოთ და ამის მოლოდინში მთელი სხეულით ცახცახებ. მისი ტელეფონი რეკავს. ის პასუხობს. შენ სმენად ქცეული ელი რომ გამორთავს. ის კი. “ ალო. ხო მე ვარ. მეძებდი? გისმენ ხო... არა არ მაცდენ... მნიშვნელოვანს არაფერს. მომიყევი რა ხდება...
  • როცა თავაზიანად გაცვდის შენს ხელჩანთას, მანქანისკენ გაცილებს. კარს გიღებს. ბედნიერი ჯდები სკამზე. ისიც საჭესთან და ფიქრობ შენთვის “ნათია, აი ნამდვილი მამაკაციც გამოჩნდა”. ისიც მომღიმარი სახით გიტრიალდება, შენსკენ ოდნავ იხრება და თითქმის ჩურჩულით გეუბნება “ რაო ნინო? ყავაზე გავიდეთ სადმე?..”
  • როცა მის ტელეფონზე ბაჩოსგან მიღებულ ესემესში “სიხ, კისებიიი. ხვალადე” წერია..
  • როცა მის ქარიზმატულ ნატურას, მთელი საღამოს განმავლობაში კარგად დაჭერილ მაჩოს იმიჯს მისი გახეული წინდიდან გამომწვევად გამოვარდნილი თითი უსმევს ხაზს.

სიმართლე გითხრათ კიდევ ბევრი რაღაც შემეძლო დამეწერა. მაგრამ არ მინდა სია წინაზე გაცილებით ვრცელი გამომივიდეს. ჩამონათვალში იქნებ თქვენს თავს გადახდენილი ამბავიც ერია. ან კიდე საერთოდ არც გამოგიცდიათ ასეთი რამ... რა ვიცი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყოველ შემთხვევაში ჩემი დანაპირები შევასრულე. თუმცა დასაწერი კიდევ ბევრია.

11 comments:

  1. heheee... windaze magra vicine.. ara da ra kai bichi iko :(

    ReplyDelete
  2. “წყალში არაა...გთხოოვ... არაა” hahahhh eseti ramdenic ginda raaa:))) martali xar dasaceri kidev bevria, magalitad mokrdzalebit rom modis shentan da gabrcyinebuli tvalebit shescicineb, telefonis nomers gtxovs da... sheni daqalis)))))

    ReplyDelete
  3. ააჰაა.. ეგ მაგარია :) გაიხარე! :D

    ReplyDelete
  4. ერთი–ორი წარმოვიდგინე
    მაგრამ დანარჩენი სიტუაციები შორსაა "ჩემი რეალობისგან" თუმცა
    იუმორი ასწორებს :)))

    ReplyDelete
  5. uimee asetebic arseboben? wyalSi Sesvlaze marto qalishvilebi kivian, sxva danarchenebistvis arsebobs tampaxi :)

    ReplyDelete
  6. :D :D :D :D :D
    თქვენ უკეთ გაგეგებათ :)))))

    ReplyDelete
  7. ცოტა მეშორა რეალობისგან, განსაკუთრებით "წყალში არაა" : ))) კარგა ხანია "ეგ დღეები" პრობლემას არ წარმოადგენს ბანაობისას, ზღვაში იქნება ეგ თუ ბასეინზე, მითუმეტეს წყვილისთვის ;) პაემანის დროსაც ვინ იპრანჭება ასე სალონში, მითუმეტეს თუ პაემანის დასასრული ბობოქარი წარმოუდგენია... ან სხვისი სმს–ების კითხვა "რა პონტია" ...

    მე მაპატიე, დათ, მგონი ხასიათზე არ ვარ, ან სხვაგან ვცხოვრობ : )))))))

    :*

    ReplyDelete
  8. me mgoni datom chveni bavshvobis ambebi agcera da moigona da ara dgevandeloba, nuu dges agaraferia problema da gogonebic imas ar ganicdian, rasac chven adre mokrdzalebas da moridebas vedzaxit

    ReplyDelete
  9. მერე მაგას რა სჯობია თუ გეშორა გულო :) უბრალოდ ხდება ხოლმე "მგონი" ასეთი სიტუაციები. თორემ "ათი მცნება" კიარ დამიწერია :)
    ისე მართალია, თაობასაც გააჩნია. ეგ სულ გამომრჩა :)

    ReplyDelete
  10. Vaime pirvelze ramdeni vicinee ) kidev kargi ar vyofilvar aseT situaciaSi )
    Vaimeee meore situaciis : ))) warmodgenac ki mzaravss : ))

    ReplyDelete
  11. an roca saRamos paemani gelodeba, midixar salonSi,ipranWebi, midixar daniSnul adgilze da is iq ar aris. saRamos ki ismis teleponis zari da igi gesalmeba Heathrow-s aeroportidan da gemSvidobeba 5 TviT

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]