Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

პოზიტივი ძალიან იოლია!

პოზიტივი ძალიან იოლია!
ხდება ხოლმე რომ დილაობით დიდად გადასარევ გუნებაზე ვერ იღვიძებ. მნიშვნელობა არააქვს ეს შეყვარებულისგან სმს-ის უშედეგო ლოდინში გატარებული ღამის, ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოების მოსმენის, ცუდი ამბის გაგების თუ მეზობელ კუპეში ხის გადამამუშავებელი კომბინატის ხვრინვის გამო მოხდა. თუ განწყობა დილიდანვე არ არის... საქმე არც თუ ისე სახარბიელოდაა. როგორც ხედავ კლიმატური პირობები შეგნებულად გამოვრიცხე.

არსებობს რამოდენიმე რჩევა, რომლის მიხედვით თავად, ყოველგვარი დახმარების გარეშე შეგიძლია გახალისდე და კარგი განწყობა შეიქმნა. მოდი მე ჩამოვთვლი და შენ ამოირჩიე რომელი უფრო მოგეწონება. თუ ყველა მოგეწონა მით უკეთესი, შენი განწყობის ვექტორი გაცილებით სწრაფად წავა პლიუსებისკენ...ოხ ეს რა დავწერე. მოკლედ დავიწყოთ.


  • დავიწყოთ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივით. რაც შეგიძლია გულთბილად გაუღიმე სარკეში საკუთარ თავს. მესმის, პირველ ჯერზე არც თუ ისე მოგეწონა საკუთარი გამომეტყველება ხო!? ჩაღამებული თვალები, დაუვარცხნელი თმები, ჯერ გამოყოლილი ძულბურანი. მაგრამ.. კიდევ სცადე. ახლა იმაზე იფიქრე რომ საკუთარ თავს უღიმი და არა წყლის ფულზე შემოსულ მეზობელ ნანულის. გაიხსენე რაიმე პოზიტიური და გაიღიმე, სწორედ ისე როგორიც განწყობა გინდა გქონდეს. აი ასე, უფრო ალალად და გულღიად.... ხო კაი.. გეყო. ნარცისიზმში არ გადავიდეს... ღიმილი ძკარგი განწყობის ალიან ძლირი სტიმულატორია. უბრალო გამვლელსაც რომ გაუღიმო ნახავ როგორ გადაედება. ა, შეიძლება გიჟად ჩაგთვალონ? ნუ ყველას ნუ გაებადრები... ან კაი, საკუთარი თავით დავიწყოთ!
  • სამსახურში მიმავალმა სცადე გზად ვინმეს გაუსწრო, ფეხით რათქმაუნდა. თუ თავადაც დაუკვირდები დაინახავ რომ ოთხი შემთხვევიდან მინიმუმ ორი შენთან ჭიდილს დაიწყებს და თავად დააპირებს გასწრებას . თან ისე რომ არც შეიმჩნევს, ისე მოუმატებს ტემპს... თუ აზარტმა გაგიტაცა, ბრბოლაში სერიოზულად ჩაერთე და მეტოქეც ტოლს არ გიდებს, უბრალოდ გაუღიმე, აი ისე ალალად როგორც საკუთარ თავს და თავად დაინახავ თუ როგორ ჩამოიტოვებ უკან დაბნეულ “მეტოქეს”.
  • სცადე რემოდენიმე სტრიქონი ან სტროფი “თეთრი” ლექსი გარითმო, რაც უფრო შეუსაბამო და სასაცილო იქნება მით უკეთესი. ბოლოს და ბოლოს იქნებ რომელიმე პოპ ჯგუფს მოეწონოს შენი შემოქმედება და ავტორადაც გაიჩითო.
  • შეეცადე დახატო შენი ცუდი განწყობა, ან ის პიროვნება ვინც ამ განწობაზე დაგაყენა, ან სულაც მიზეზი. მნიშვნელობა არააქვს ეს სახვითი ხელოვნების ნიმუში იქნება თუ უბრალო ნაჯღაპნი. მთავარია გადმოსცე მომნტალური განცდა. შემდეგ კი რაც გინდა ის უქენი. ის უკვე შენს ხელთაა. ან დაწვი, დაჩეხე, ან ფურცლისგან თვითმფრინავი გააკეთე და გაუშვი თავისუფალ “მოგზაურობაში”, ან კიდე ბოთლში ჩაკუჭე და ზღვაში გადაუშვი. ერთი სიტყვით ის უქენი რაც შენს ფანტაზიაში გაიელვებს... აი, აი ესეც შეგიძლია გააკეთო! მაგრამ სასურველია სხვებისგან მოშორებით.
  • ხერხემაში გასწორდი და გაიმართე. თავადვე მიხვდები თუ რაოდენ მოუხრიხარ მხრებში ამ საფიქრალს... ძვლების ყრუ ხრაშუნზე იგრძნობ თუ რა კარგი ყოფილა წელში გამართვა და რამდენად მაღალი ყოფილხარ. მკერდიც თავისუფლად სუნთქავს და თავდაჯერებულობაც ბრუნდება. ასე არ ჯობია? გაიმართე და გუნებაც გამართე:)
  • ბოლოს და ბოლოს აიღე შოკოლადი და გაუმასპინძლდი პატარა ბავშვს. მნიშვნელობა არააქვს ნაცნობი იქნება თუ უცნობი. შოკოლადი ნებისმიერ ბავშს უხარია ხოლო მისი ღიმილი იმდენად გადამდებია რომ შეუძლებელია თქვენზეც არ იმოქმედოს. მერე რა შემთხვევით დედამისის ხმა თუ გაიგონე “ეს რა ჯანდაბა ჩაიდე პირში, აა, იმ ბიძიამ გაჩუქა? მადლობა უთალი ბიძიაას?” . ბოლოს და ბოლოს ბავშვი თუ ვერსად იპოვეთ, შოკოლადი არც შენ გაწყენს. მადლობაც საკუთარ თავს გადაუხადე და ნახე როგორ გრამება...
  • მუსიკა. არანაირი პესიმისტური, სევდიანი, ნოსტალგიური და “წვიმიან ქუჩას მიმავალი ატირებული შეყვარებულის სასოწაკვეთილი” მონოლოგები. მხოლოდ პოზიტივი. გაიხსენე შენი ყველაზე საყვარელი კომპოზიცია. აი ის, მეგობრებთან ერთად რომ თუხთუხებდი ხოლმე. ხმას აუწიე, სცადე, აყევი და დაიხარჯე ენერგიისგან... აეე.. მაგარიაააა...

ჰაა, იმოქმედა? კიდევ ერთ რჩევა, ხშირად შემოიარეთ ჩემს მთვარის კლუბში. შევეცდები რაიმე კიდევ მოვიფიქრო.
და თუ ყოველივე ამან ქვენი გუნებაგანწყობა არ გააუმჯობესა მაშინ მე მაპატიეთ. პრივატული სეანსები სამშაბათს და პარასკევს მაქვს. კონსულტაცია უფასოა!
წარმატებულ დღეს გისურვებთ!

8 comments:

  1. გაიხარე შენ, შესანიშნავი პოსტია! :)
    მე ძირითადად მანქანით ვასწრებ ხოლმე სხვა მანქანებს, როცა სამსახურში მივდივარ, ისიც იმიტომ, რომ მეჩქარება სულ და მივქრივარ :)

    ReplyDelete
  2. გაიხარე. სამწუხაროდ მანქანა არ მყავს და ვერ გავიზიარებ მაგ სიხარულს.. სამაგიეროდ ფეხით რბოლაში საგრძნობლად გავაუმჯობესე შედეგები :)

    ReplyDelete
  3. aci yoveltvis gavugimeb sakutar tavs sarkeshi da madlobas yoveli shokoladis chatkbarunebaze gadavuxdi:)

    ReplyDelete
  4. mec gavuswreb xalxs :D kargi iqneba :D matavria sirbilshi ar gadavides metoqeoba :D nu arc eg iqneba samsaxurshi mimavaltatvis cudi :D
    da shokoladsac vuyidi bavshvs-me xo isedac sul mshvelis :)
    mshvenieir postistvis da ganwyobis amaglebistvis didi madloba
    ELL

    ReplyDelete
  5. ეგ ძალიანაც სახალისო რამ იქნება (სირბილზე გადასვლა)
    რეალობაში კი ყველა ხერხი მისაღებია განწყობის ამაღებისთვის :)
    ესეიგი შოკოლადი სულ გექნება ;)

    ReplyDelete
  6. ვაიმეეეე, მე თუ ცუდ ხასიათზე ვარ ასეთი ელემენტარული რაღაცეები მიშველის?! ნუ, ის გასწრების მომენტი მომეწონა, ამაზე მოვკვდები სიცილით და შესაბამისად, მეშველება ალბათ :-)
    ა, კიდე გაბრაზების მიზეზის გაქრობა ან რამე ძალიან საყვარელის ჩუქება მიშველის ალბათ (ვითომ ეს ვის არ უშველის, მარა მაინც :-))

    ReplyDelete
  7. მოგკლავ დავით. ეხლა ვფიქრობდი მსგავსი პოსტის დაწერას. შენ უკეთ გამოგივიდა და ამიტომ დავაშეარებ :)

    ReplyDelete
  8. ამიტომაც გეუბნებით. ძალიან ადვილიათქოოო :)))

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]