30.11.2010

ცუნამი 2004

ხშირად აღვრფთოვანებულვართ ზღვის სიდიადით. რაოდენ ლამაზი და მომხიბვლელი შეიძლება იყოს ეს დაუმორჩილებელი სტიქია, რომლის მოთოკვასაც ხშირად ვიბრალებთ ადამიანები. საკუთარი ყოვლისშემძლეობით გათამამებულებს კი ზოგჯერ ძალიან მწარედ გვაფხიზლებს.
ამ ვდეოს შემთხვევით. ზღვის ტალღების და მათ ქიმზე მოსრიალე სერფინგისტბის ილეთებით ტკბობაში გადავაწყდი.
სიმართლე გითხრათ თავიდან სწორედ სერფინგისტებზე მინდოდა რამე დამეწერა. მაგრამ ნანახმა სურვილი გამიქრო. ამჯერად მინდა ამ სტიქიის მეორე, საკმაოდ მრისხანე სახე გაგახსენოთ. საბედნიეროდ იქ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ასეთი მოვლენები თითქმის არ არსებობს ( ყოველ შემთხვევაში ასეთი მაშტაბით ). მაგრამ ზღვა ჩვენს სიახლოვესაცაა და სეისმურად აქტივობას არც ჩვენს რეგიონს დაუწუნებ.
ხოლო როცა მიწა და წყალი "პირს შეკრავენ" ეს მართლაც დაუმორჩილებელი ძალაა. დანარჩენს თავად ვიდეო მოგითხრობთ. ეს 2004 წელს, ინდოეთის ოკეანეში მომხდარი, უახლეს ისტორიაში ყველაზე მძლავრი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ცუნამის, მისი დამანგრეველი ძალის ამსახველი კადრებია. ჰაიტის მიწისძვრაც გახსოვთ ალბათ. მთელი ქვეყანა რომ ლამის განადგურდა. ის გაცილებით სუსტი იყო. ინდოეთის ოკეანეში კი ბიძგები 9.3 მეათედს აღწევდა. ბუნება ზოგჯერ გვახსენებს თავს... საკმაოდ მწარედ.

Post a Comment

6 комментариев:

  1. ვიჯდებოდი ამჟამად, რომელიმე მაღალ მთაზე და ვუყურებდი როგორ წალეკავდა ყველაფერს წყალი

    ОтветитьУдалить
  2. xoo, saocari zalaa stiqia. ra ususurebi vart xolme mis cinashe :((

    ОтветитьУдалить
  3. ფინიკი ... შენი განწყობა გასაგებია. სხვა დანარჩენს თუ გამოვრიცხავთ. ვიზუალურად მომაჯადოვებელი ნამდვილადაა

    ОтветитьУдалить
  4. ზუსტად არ მახოსვს როდის მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ (მგონი ჩილეში რომ მიწისძვრა მოხდა იმ პერიდოში) ელოდებოდნენ ცუნამს ჰავაიზე, ევაკუაციაც მოახდინეს სანაპირო ზოლიდან, მეც ვიიჯექი და ველოდებოდი, მაგრამ რად გინდა, არ გამართლდა პროგნოზი, არადა სულმოუთქმელად ველოდებოდი აღნიშნულ სანახაობას.
    P.S. ჰო ვიცი ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანი სულმოუთქმელად ელოდებოდე როდის დაარტყავს ცუნამი საცხოვრებელ ზონას და ამით სიამოვნებას იღებდე, არაადამიანობა, "სხვისი ჭირი ღობის ჩხირი" და ყველაფერი მაგდაგვარი, მაგრამ ვაღიარებ, რომ ველოდებოდი. შეგიძლიათ მესროლოთ ტალახი :D

    ОтветитьУдалить
  5. სად ვნახო ახლა ტალახი?
    ისე ამოდენა ტალღის ფუჭი მოლოდინიც კაი სტრესია

    ОтветитьУдалить
  6. ადრეულ ბავშვობაში მეგონა, რო ტალღები ჩემს მიერ ნასროლი ქვების საპასუხოდ მოდიოდა და რატომღაც სულ მეჩვენებოდა,თითქოს ყველა ნასროლ დიდ ქვაზე, უფრო და უფრო იზრდებოდა ტალღები...ჰოდა რას მოვაყოლე ახლა ეს... პატარა რო ვიყავი ასეთი "წარღვნა" ამბები – ბევრი, დიდქვებიანი ლაწირაკების ნათაღლითარი მეგონა(ლოგიკურად ვმსჯეობდი მაშინაც):)ნეტა მართლა მაგათი ბრალი რო იყოს ... ხო ავახლეჩდით სუყველას ლაყუჩებს და საქმეც მოგვარდებოდა:(

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!