Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ხუთ ვარსკვლავიანი კვირა, "ჩქარული" და "შაპ-დაბა-დუბა"

ხუთ ვარსკვლავიანი კვირა, "ჩქარული" და "შაპ-დაბა-დუბა"
"ყოფილხართ ოქტომბერში ბათუმში?" ვარ პატივცემულო. სექტემბერშიც, დეკემერშიც და წამოიდგინეთ მაისშიც. ხუთ ვარსკვლავიანის რა გითხრათ, მაგრამ გუშინ მშვენიერი საღამო იყო. ყოველშემთხვევაში მინიმუმ ერთი მთვარე და ოთხი ვარსკვლავი კი დავითვალე. მაგასაც ვინ ამბობდა. რაც მთავარია არ წვიმდა და ეგეც უკვე საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზი იყო ყურში ყურსასმენების გაკეთების და ბულვარის გადანათებულ ბილიკზე სეირნობის. ამას იმასაც თუ დავუმატებთ რომ წინ ჩემი მეგობრების და ვაჟა ტუღუშის კონვერტო მელოდა. განწყობა სტატუსით "მშვენიერ!" უკვე შექმნილი იყო...

ააქვს შემოდგომის ბათუმის ბულვარს რაღაც თავისი, იდუმალი ხიბლი. ვისაც გაუსეირნია დამეთანხმება უდაოდ. ის ახლა სულ სხვაა. არც ჩოცქოლი, არც მუსიკის "ხრაგუნი", არც საბავშვო ავტომობილების გამქირავებელთა ექსკორდი., არც გულთბილი და სტუმართმოყვარე "Добро пожаловать" სასწორები და სიჩუმე... აი ახლა ისმის ზღვა. (ყურსასმენები აღარ მაქვს, გამოვრთე)
კონცერტი დაწყებული დამხვდა. "ვაჟა მიყვარხარ"-ს იძახდა თითქმის ყველა. მათშორის ჩემს გვერდით მდგარი (კილოს მიხედვით სავარაუდოდ ქართლიდან ჩამოსული) ბიჭებიც. გოგონები კიოდნენ.. ძალიან კიოდნენ... ისე რომ ვაჟასაც გაუარა თავში აზრად "მაქ ხო მშვიდობააო" და ერთი ორჯერ გადმოიხედა კიდეც. ხო ბენდი.  ბიჭებო ყოჩაღ. ასე მცირე დროში მომზადებული პროგრამა რომ ასე კარგად აითვისეთ. ილო, როგორც ყოველთვის თვალ მოჭუტული უკრავდა სოლოს. ლევანს (როგორც ერთმა გოგონამ აღშნა, ძალზედ უხდებოდა გიტარა და იმ აზრზე ვიყამი კონცერტის შემდეგ ეგ იდეა შემეთავაზებინა ყოველდღიურობაშიც გადაეტანა) ბასზე ჩაფრენილს ფიქრები მგონი სულ სხვაგან უქროდა, შესაძლოა "ვინილში" , მაგრამ მისი პარტიები არ ავიწყდებოდა. პაატა კი ენერჯაიზერის კურდღელივით იყო მიმჯდარი ელექტრო დრამზე და გულმოწყალედ ითხოვდა თვალებში მიბჯენილი პრიჟექტორი ოდნავ მაინც მოეშორებინათ. იქვე შორიახლოს კი კლავიშზე გიო მუშაობდა, იმდენად "იქვე" იდგა მისი კლავიშები რომ შემოსტუმრებულს უფრო გავდა ვიდრე თავიდანვე მოსულს. ეს ისე, მეგობრული შარჟის ვარიანტში თორემ თავიანთი საქმე ნამდვილად ასიანზე იციან.
საყვარელი სიმღერების ყველა მრეროდა, თუცა ყველა არა. ზოგი მრეროდა, ზოგს ძალიან უნდოდა... მართლა უნდოდა...
ვაჟას პროგრამის შემდეგ სცენაზე თბილისური ბენდი ამოვიდა. "რაზაგრევისთვის" მშვენიერი კომპოზიცით დაიწყეს. მაგრამ შემდეგ გიორგი სუხიტაშვილი ამოვიდა... გოგონები გამოცოცხლდნენ, აჩოჩქოლდნენ. ბიჭები ლუდზე გავიდნენ. და მეორე მოქმედებაც დაიწყო. მართალი გითხრათ ამდენ ჯაზურ იმპროვიზაციას არავინ ელოდა. ბოლოს ისიც კი მიაძახეს რაიმე "ჩქარული" გვიმღერეო... "რაო? ჩქარულიოო?" გაიგონა გიორგიმ და აუსრულა კიდეც... ახლა უკვე "ჩქარული" იმროვიზაციბი შესთავაზა... ისე სამომავლოდ კარგი იქნებოდა პროგრამა შესაბამისად რომ შერჩეულიყო... იქ მისულთა 90% ჯაზი ისე სწყუროდა როგორც ზღვის წყალი. "შაპ დაბა დუბას" ფონზე ხალხი აირია, უმეტესობამ იქვე ამფითეატრის საფეხურებზე ჩამოჯდომა არჩია, ნაწილი კი ახალ ბულვარს მოედო. "შაპ დაბა დუბა" კი გრძელდებოდა. ამასობაში ექსპრესოს აპარატმა ერთი ლარიანი შემიჭამა, მეორეთი უშაქრო ყავა დამალევინა და ის იყო "ბიძია დამეხმარე"-ც უნდა ეთქვა წამოსასვლელად მოვემზადე...
უკან დარჩა გადანათებული ახალი ბულვარიც,"ნისლით" დაფარულ სცენაც, არეული ხალხიც და ამოდენა ტერიტორიაზე არარსებული საპირფარეშოს მაძებარნიც.
ღამის ხეტიალი ვინილში დასრულდა. ასე არასდროს მოგვწონებია ვინილის სკამები. რა კომფორტული და მშობლიური იყო... მითუმეტეს რომ დაღლილობის პირობაზე ზედგამოჭრილი...
ისევ თბილოდა, აი ისეთი ღამე იყო. ხეტიალით რომ ვერ ძღები და სახლისკენ არ მიგეჩქარება... სულს არა.. მაგრამ ფეხები თავისით მიყვებოდნენ მოკირწლულ ქუჩას. ერთი სიტყვით, კარგი იყო კვირა... შემოდგომის ბათუმიც და ზოგ-ზოგიერთები სალონიკში რომ არ წასულიყვნენ არაფერი აჯობებდა ამას :)

6 comments:

  1. namdvilad mshvenieir sagamo iyo-fotoebs gesvrodi :d da agetvirta :D
    ese gemrielad didi xani ar mibodialia )))))
    da zog zogiertebi.......... eh davijero saloniki jobia oqtombris batums? :d
    ara araaaaaaaa-ar jobiaaaaa-
    rogorc yoveltvis saintereso iyo :*
    ell

    ReplyDelete
  2. აბაა, ეგა თქვი რააა :)
    ისე მართლა კაი საბოდიალო საღამო იყო. 5 ვარსკვლავიანი საბოდიალო :)

    ReplyDelete
  3. "საყვარელი სიმღერების ყველა მღეროდა, თუცა ყველა არა. ზოგი მღეროდა, ზოგს ძალიან უნდოდა... მართლა უნდოდა.." მე რომელი ვიყავი ნეტავ :)
    თუმცა რა მნიშვნელობა აქვს არა :)
    მიყვარს ვაჟა, სხვა ემოციას მაძლევს და მავსებს...
    მიყვარს ბათუმი და შემოდგომა.
    ცარილე ქუჩებში ხეტიალი და შეგრძნება, რომ ერთნი ხართ შენ და ბუნება.იმდენად ახლოს მოდის შენთან.
    კიდევ ბევრი რამ მიყვარს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს მთავარია მიყვარს და ეს ვიცი უმეტესწილად ბათუმმა შეგქმნა ჩემში ... ხმამაღალი განაცხადია არა :) მაგრამ მე ესეც მიყვარს...

    ReplyDelete
  4. მიყვარს ვაჟა,
    მიყვარს ბათუმი,
    მიყვარს ხეტალი,
    მიყვარს შემოდგომა
    და მიყვარს...
    სახლისკენ მიმავალი ჩემი გზაც
    და შენ წამოიდგინე ყავის აპარატინად ჩამოსხმული უგემური ყავაც მიყვარს მასეთ დროს :)))
    მომავალ ხუთვარსკვლავიან შაბათ-კვირამდე :*

    ReplyDelete
  5. ბულვარი კი აღწერე მიმზიდველად და ხუთვარსკვლავიანობას კაი ხანია, მაგის ორგანიზატორები აპარებენ გადასარევად, მაგრამ მე მაინც ზამთარში ჩამოვალ.
    ვოტ ტაკ.

    ReplyDelete
  6. ხოო, ამინდმა თუ შეგვიწყო ხელი... კაი იქნება

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]