Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

წყალი + წვიმა = ?

წყალი + წვიმა = ?
ბოლო დროს აქტიურად გამოყენებულ სიტყვათა ჰიტაღლუმს თუ გავაკეთებთ უდაო ლიდერი ორად ორი სიტყვა იქნება "წვიმს" და "წყალი როდის მოვა". საინტერესო ფენომენია, ბათუმში ღრმად პატივცემული H2O მხოლოდ 3 "მდგომარეობაში" შეგიძლიათ იხილოთ. 1 ჰორიზონტალურად - ზღვა (ფორმულა მთლად სწორი არ არის, მაგრამ მაინც წყალია და გავატაროთ), რომელიც საბედნიეროდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული თორემ სად გადავიტანდით და რას ვუზამდით ძნელი წარმოსადგენია. მეორე  წყალი- რომელიც ონკანში მოდის (ხოლმე) და ძალიან გვახარებს. და მესამე მდგომარეობა - წვიმა, რომელზეც მთელი ზაფხული ვოცნებობდით და აჰა, გაგვახარა კიდეც. სამწუხაროდ დიონისე არეოპაგელის ძველი სიბრძნე დაგვავიწყდა, რომლის მიხედვით წყლის მეორე და მესამე მდგომარეობა ბათუმში ერთმანეთს გამორიცხავს. მეცნიერები დღემდე დაობენ იმის თაობაზე თუ რატომ უჩინარდება წყალი ონკანებში როცა მისი ღვრა ზეციდან იწყება. საკმაოდ ურთიერთ გამომრიცხავი ვერსიები არსებობს.



ერთის თანახმად უხილავ ხელს სადღაც ჩეხური წარმოების ონკანი უპყრია ხელთ და მისი შეხედულემისამებრს უშვებს წყალს. ეს აბაზანის ვარიანტივითაა, წყალი ან ონკანში მოდის ან შხაპის სახით ზემოდან.

მეორე ვერსიით ამას შეგნებულად აკეთებენ რათა წყლის მორიგე ღმერთისადმი შიში, რომელსაც ძველ კოლხურ წყაროებში "წყალკანალი"-ს უწოდებდნენ და რიდი არ დავკარგოთ და წვიმის დროს ხშირად ვახსენოთ მისი საკრალული სახელი სხვადასხვა ბრუნვაში.

მესამე ვერსიით, რომლის ძირითადი სლოგანი "რას გვიშვება ეს მთავრობა" გახლავთ. ამას შეგნებულად აკეთებენ. წყალს არჩევნებისთვის ინახავენ და მერე ხმებში გაცვლიან.
მეოთხე ვერსიით ნაბეღლავით პირის დაბანა განსაკუთრებით სასარგებლო ყოფილა ცხიმიანი კანისთვის. ბორჯომი კი საგრძნობლად ატენიანებს სახის კანს და ფორებისთვისაც სასარგებლოა. ლიკანი კი საოცრად აგრილებს სახის კანს წვერის პარსვის შემდეგ.

მეხუთე ვერსიით წყალი ცხვრებთან და თხებთან ერთად ირანში გააქვთ და იქ ყიდიან. თურმე ცნობილიც კია ირანში გადახვეწილი ბათუმელი H2O-ს სევდიანი, ნოსტალგიური ჩანაწერები სამშობლოს და იმის შესახებ თუ რაოდენ დამტანჯველია იქაური ყოფა.

მეექვსე ვერსიით წყალსადენ მილში ხრეშს ჭოროხის ნიანგიც გამოჰყვა და ეძებენ შემთხვევით ვინმეს აბაზანაში რომ არ აღმოჩნდეს.

ერთი სიტყვით კიდევ მრავალი ვერსია არსებობს და ამაზე დავა ყოველ გაწვიმებაზე თავიდან იწყება. ოპერატიული ინფორმაციით წვიმის დროს წყალიც გვექნება, ნატოშიც შევალთ და გლობალური დათბობაც ბლეფია. ახლა კი გავიქეცი მაღაზიაში. "კოკოტაურის" ბოლო ბოთლია დარჩენილი ეგებ ჩაის ასადუღებლად გამოდგეს.

3 comments:

  1. იმდენი ვიცინე, მთლად დამავიწყდა რომ ორი დღეა თავი არ დამიბანია, უწყლობის გამო, და საღამოს ორი ლიტრა წყალი, რომ იყო შემონახული, სიცოცხლის ელექსირივით უყურებდი და ყავისთვის ვერ გავიმეტე , ეგებ სულის მოსაბრუნებლად დასჭირვებოდა ვინმეს, ზეციდან კი ნაიღვარი ისე მოდიოდა გარეთ გასვლა ჭირდა :)))
    სულ ვნატრობ მაღირსებოდეს წყალი და გზა, მაგრამ რაღაა დაიცადეთ 2012-მდე, ან წყალი მოვა ან წარღვნა :))))
    ლიკანით კბილის გამოხევა ბევრჯერ მომისიჯავს, აი ნაბელავით დღეს დავიბან სახეს :)))))))))

    ReplyDelete
  2. turistuli zonaa, ras ambob, yvelaferi idealuradaa batumshi! :)

    ReplyDelete
  3. მათ შორის უწყლობაც :)))))

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]