Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

წამომყევი სამოგზაუროდ, რიოში !

წამომყევი სამოგზაუროდ, რიოში !
რაო? მიხვდი უკვე რომ მორიგი მოგზაურობის დრო დადგა? ძალიანც კარგი. ვხედავ მომზადებულხარ კიდეც. ერთი სული გაქვს როდის გაიგებ თუ სად მივდივართ არა!? კარგი, დიდხანს არ გაწვალებ. უბრალოდ გკითხავ რა გახსენდება როცა რიოზე საუბრობენ. რაღათქმაუნდა კარნავალი, ულამაზესი პლაჟები, უძველესი ცივილიზაციები, ამაზონია და... და რაღათქმაუნდა ბრაზილიური ყავა. მაშ ასე, მოემზადე და მომყევი, ყურადღებით ოღონდ, რიოს ქუჩებში ადვილია დაკარგვა და სად გიპოვო მერე?


 
 Discover Simple, Private Sharing at Drop.io  
          



მართალი ხარ, აქ ძნელია არ დაიკარგო სადმე. ძალიან ძნელია. მაგრამ სჯობს ჩვენი მიზანი გავიხსენოთ. საწუხაროდ ჩვენთვის, კარნავალისთვის ჯერ კიდევ ადრეა, სამაგიეროდ ყავის დრო აქ ყოველთვისაა.


ნურაფერს გაიკვირვებ, რიო ხომ კონტრასტების ქალაქია. აქ ერთმანეთს ემიჯნება ღარიბთა კვარტალები და მდიდართა განუმეორებელი სილამაზის უბნები.

 ულამაზესი, ზურმუხტისფერი ოკეანე და ცად აწვდილი მწვანე მთები.


ხეტიალისას შემოგვაბინდდა კიდეც. მოდი რომელიმე ქუჩას ავუყვეთ და ერთ–ერთ ყავახნაში შევიაროთ. თუმცა არა, რაკი რიოში ვართ, შესაბამისი ლამაზი ხედითაც დავტკბეთ. არ მიყვარს როცა ზღვა ახლოა და მისი ცქერის საშუალება არ მაქვს. 
ეს Sofitel Rio De Janeiro–ოა. მშვენიერი ადგილია დასასვენებლად არა? ხოდა მოდი აქ დავსხდეთ.

მესმის, ირგვლივ ისეთი სილამაზეა ძნელია ყუდარების მოკრეფა, მაგრამ ეგ ეტაპი მალე გაგივლის და დამშვიდდები. მითუმეტეს მაშინ როცა ეშხიანი, მზით გარუჯული ბრაზილიელი გოგონა ბრაზილიურ ყავას მოგვიტანს სუფრაზე.

სანამ ეს მომხდარა მინდა გითხრა აქ არა მარტო მე და შენ გვიხარია ყოფნა, აქ არაბეთიდან ჩამოტანილმა ავის ნერგებმაც კარგად გაიხარეს და ახლა ბრაზილია ყმსოფლიო ყავის ექსპორს ერთი მესამედით ამარაგებს. ყველაზე პოპულარული სორტი აქ ბურბონი, მარაგონჯიპი და მუნდანოვია.. ხო ეს სახელწოდებები ჩემთვისაც არაფრის მთქმელია რადგან ეს მხოლოდ ავის მარცვლებია. აი თვით ყავა კი სულ სხვა საქმეა... ბრაზილიური, მღელვარე და მჩქეფარე ტემპერამენტი აქ ფინჯან ყავაშიც იგრძნობა.

აქ ყავას თითქმის ყოველთვის სვამენ, საქმიან შეხვედრებზე, პაემნემზე, სტუმრად თუ სახლში. ამერიკანო აქ ძალიან უყვართ. მას შემოგთავაზებენ როგორც საუზმეზე, სევე ვახშამზეც და უბრალო დესერტთანაც. რაც შეეხება ექსპრესოს, ის აქ უფრო ძლიერ ნახარშ ყავას წარმოდგენს წყლის საკმაოდ ცოტა რაოდენობით ვიდრე ჩვენ ვართ ჩვეულნი. მოიცა ასე ნუ მიეტანები, ძიაერია, ამიტომ მას როგორც წესი კონიაკთან ან ბრენდთან ერთად სვამენ ხოლმე.

კაპუჩინოს ხსენებაზე აქ რატომღაც ყველას ქალის ასოციაცია უჩნდება, იმიტომ კი არა რომ აქ კაპუჩინოს მხოლოდ ქალები სვამენ, მასში რძის და ნარების არსებობის გამო გამოწვეული მოტკბო გემოს გამო ... ანუ ქალივით გემრიელი... კაპუჩინო გინდა? ხოო, მე შენ გეტყვი არ მოგინდება.... ბრაზილიაში...

ჩვენი ოფიციანტი გოგონა იგვიანებს!? დაიგვიანებს, ჩვენ ხომ ერთი, არაჩვეულებრივად გემრიელი ყავა მოვითხოვეთ რომელიც ძალიან კარგია ზაფხულობით და მართლაც ძალიან გემრიელი... წარმოიდგინე: დამდნარ შოკოლადს ნელ–ნელა უმატებენ შაქარს, ნელ ცეცხლზე შემდგარს ცხელ ყავას უმატებენ კარგად ურევენ ერთმანეთში. შემდეგ ათი წუთის განმავლობაში ჯამიანათ ამ სითხეს ცხელ წყალში დებენ, შემდეგ თქვეფენ მანამ თავზე ქაფი არ მოადგება. შემდეგ აცივებენ და მოლოდ ამის შემდეგ, საგულდაგულოდ გაყინულ ჭიქებში, ნაყინთან ერთად მოაქვთ ჩვენს სუფრაზე... აი ისიც...  

მოიტანეს...
გემრიელია არა? აბა რას გეუბნებოდი. 
ახლა კი მიირთვი შენი ყავა ბრაზილიურად და დატკბი რიოს ხედებით. 
ნახე რა ლამაზია რიო.




მომავალ ყავამდე ... სად? ოო, ვნახოთ ვნახოთ !!

2 comments:

  1. wow

    kargi iyo, es Sokoladiani da gayinul chikashi gansakutrebit. wavedi movxarsho chveulebrivi turkuli :)

    ReplyDelete
  2. მაგ ნაყინიანმა ყავამ ზაფხული მომანატრა ისევ...

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]