Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

არადა როგორი კარგია ჰამაკი

არადა როგორი კარგია ჰამაკი
რამოდენიმე დღით ისევ დავუბრუნდი ინტერნეტ სამყაროს. არა და როგორ სხვაგვარად წარმომედგინა ჩემი საშვებულებო დღეების განრიგი. თუმცა რამოდენიმე დღემ კი არა წელს ზაფხულმა მთლიანად შემიცვალა გეგმები. ვიფიქრე წამოვწვებოდი ჰამაკში, მოვიდგამდი გვერდით ხილით სავსე თასს და ჩავუღრმავდებოდი ჩემს წიგნებს. მაგრამ ჰა.. ვინ დაგაცალა... რემონტიიი.. მისი შემყურე უდიდესი სურვილი მიჩნდებოდა ეს დამტანჯველი პროცესი დამონტაჟებული გადაცემის სისწრაფით ჩარიხინებულიყო და მე მხოლოდ მაყურებლის სტატუსი მრგებოდა. მაგრამ გინდოდა კარგია..

ტელეფონი აფეთქდა, ვისაც აქამდე არ დაურეკავს და არ მოუწერია ყველას გავახსენდი. რაც არ ყოფილა გასაკეთებელი ყველაფერი გასაკეთებელი დარჩა. "ჩამოდი"-ს ძახილით გამოვძეხი და ჩამოვირბინე.

მაგრამ ამ ჩამორბენაში კარგი რაღაცეებიც არის. მაგალითად კინოფესტივალი, ძალიან კარგი პროგრამით და საინტერესო სტუმრებით. მიყვარს ფესტივალი რომელიც ვითარდება და მიღწეულს არ ჯერდება ( ფოტოკონკურსი მინდა წელიწადში ორჯერ მაინც რომ იყოს. გადასაღები კიდევ ბევრია ;) ). ხელოვანთა სახლი "არგანი" მართლაც თავგამოდებით მუშაობს და რეალურ შედეგსაც აღწევს. ვინც თავიდანვე ესწრებოდა ამ ფესტივალს, დამეთანხმება რომ ყოველ წელს ის სულ უფრო უკეთესი ხდება. წელს უბრალოდ კინოდარბაზის არ არსებობაა ყველაზე დიდი მინუსი. თუმცა ეს ორგანიზატორების ბრალი აშკარად არ არის. კინოს მოყვარულს თეატრშიც შეუძლია ფილმი ნახოს და ინტურისტის დარბაზშიც. მთავარია საქმე კეთდება და წინ მიიწევს. ცოტა მეტი ფინანსი რომ იყოს... იფ რა კარგი იქნებოდა... ეგეც იქნებააა...
ფესტივალზე მოწვეული ბლოგერები რო ვნახე მართლა გამიხარდა. კარგია სასიამოვნო ხალხის ხილვა სასიამოვნო ღონისძიებაზე :) ისიც მომწონს ბლოგებზე რომ ასეთი აჟიოტაჟია ატეხილი.

ჩემს რადიოშიც შევიარე. კონდენციონერი გაუცოცხლებიათ. კარგია, სტუდიაში ფაეროდ აღარ ვიქნები. ღია ეთერიც მომენატრა და ჩემი რადიოც. ისე მაგარი რამააა, ყველა გამვლელმა იცის როგორი უნდა იყოს აჭარის რადიო, მაგრამ მერე ირკვევა რომ აზრზე არ არის რა ხდება, როგორ და რატომ. ქართველებს გვჩვევია პროფესიონალისტობანა.

ხვალ რიბჩენსკის მასტერკლასია- ვეცდები დავესწრო. ეჰ განა ეგ შვებულებაა საქმეებზე სირბილში რომ გადის დღე? მაგრამ არაუშავს. ვიპოვი გამოსავალს. ხო, გურიაში "ციცინათელა"-შიც მოვასწრებ იმედია გასვლას.

მერე კი ჰამაკი, ხილით სავსე თასი და ჩემი წიგნები, მითოლოგიის უკიდეგანო სივრცეები.
ხოო, იქაურ ისტორიებს მერე დავწერ. კაარგად რომ დავიხუნძლები ამბებით მაშინ.

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]