Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

თოვა ზაფხულის ხვატში

თოვა ზაფხულის ხვატში
მალე წვიმები დაიწყება, სარკმლიდან სულ სხვა ფერებში დაიხატება დილა. მობეზრებული სიცხე ალბათ მოგვენატრება კიდეც. მოგვენატრება და გავიხსენებთ. ისევე როგორც წვიმას ვიხსენებდით და ვიგონებდით წაფხულში. მაგრამ მოგონებისას ბუნებრივი მოვლენების (სიცხის, წვიმის, ქარის, თოვლის ) არა მთლიანი სურათი გვაგონდება, არამედ ცალკეული დეტალი. ან მასთან ასოცირებული განცდა რომელიც მერე მოგონებას აღძრავს. სწორედ ასეთ დეტალებს ეძებს და არჩევს საკუტარი შემოქმედებისთვის იაპონელი დიზაინერი. შემოიარე ჩემს გალერეაში. უნდა გათოვდეს.


ზაფხულის სიცხისაგან შეწუხებულები ვინ როგორ გრილდება და ვინ როგორ. ზოგი ზღვაზე, ზოგიც მთაში, ზოგიც კი  იმდენად დანატრის სიგრილეს რომ ხელოვნურ თოვას და ზამთარსაც კი იგონებს. ტოკუჯინ იოსიკა იაპონელი დიზაინერია, სწორედ მისმა სიგრილის “ნოსტალგიამ” გახადა შესაძლებელი Mori Art Museum-ში მისულ სიცხით დათანგულებს შორიდან მაინც შეევლოთ თვალი თოვისთვის. თუმცა აქ ფიფქების ნაცვლად ფუმფულა და ქათქათა ქათმის ბუმბული ფარფატებდა.




ინსტალაცია სახელწოდებით “თოვლი”, ეს გახლავთ ასობით კილოგრამი ქათქათა ბუმბულით სავსე 15 მეტრის სიგრძის რეზერვუარი. ჰაერის ნაკადის წყალობით ფაფუკი ბუმბული ფიფქივით ფარფატებს. სწორედ ბუმბულის სიმსუბუქის გამო აირჩია დიზაინერმა ეს ბუნებრივი მატერიალი თავისი ინსტალაციის მთავარ დეტალად.


 ბუნებრივი მოვლენების უნიკალური სილამაზის, თავად თოვლთან დაკავშირებული მოგონების ინსცენირება ჰქონდა მას მიზნად და არა კონკრეტულად თოვლის გაკეთება. ტოკუჯინა ბუნებას მიიჩნევს სილამაზის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ. ხოლო მის შემოქმედებაში არა ბუნებრივი მოვლენების ზუსტი იმიტირებისკენ ისწრაფვის, არამედ ამ მოვლენებით გამოწვეული ადამიანური შეგრძნების გამოხატვისკენ.


 “ბუნების მოვლენებისაგან მე მხოლოდ იმ ელემენტებს ვირჩევ რომელიც ჩემს შეგრძნებებზე და გრძნობებზე მოქმედებს."


ვერაფერს იტყვი. საინტერესოა, უცხო და ლამაზი.


 მალე ჩვენთანაც გათოვდება და ალბათ ეგ ბუმბულების ბარდნა გამახსენდება კიდეც… ვითომ? რატომაც არა! ყოველ შემთხვევაში იმაზე მაინც გავიფიქრებ "კარგი კი იყო, მაგრამ ამ ინსტალაციას რამდენი საწყალი "კამიკაძე" ქათამი შეეწირა ნეტა!?. არადა იმ ფაფუკი ბუმბულით გატენილი საბნები რამდენ ბავშვს გაუხარებდა გულს!?" 

პ.ს. ნამდვილ თოვას არაფერი შეედრება 

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]