Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ჟღურტუნა სიურპრიზი

ჟღურტუნა სიურპრიზი


   წვიმამ დროზე მოგვისწრო და ზაფხულის ცხელი, მხუთავი სიზმრისგან გამოგვაღვიძა. უკვე თამამად შეიძლებოდა მოძრაობა არა მარტო ქალაქში, არამედ ქალაქ გარეთაც. მეც მივიწყებულ სამარშრუტო ტაქსს მივადექი... "აბა გავდივართ, ორი კაცი და გავედიით". "რომელზე გადიხარ?". "ასე ნახევარ საათში"."გავედით მაშინ"."მომე ფული და გავალთ". "ა ბატონო". "აბა ერთი კაცი და გ.."."გადიხარ?"." გავდივართ, გავდივართ"
რა სიმწვანე და სიგრილეა მაინც აქეთ... არაჩვეულებრივი სიგრილე...
სახლში სიმშვიდე, მყუდროობა და არავითარი ინტერნეტი და კომპიუტერი. ვისვენებ ორი დღით სამყაროსგან.
არა, იმის მოყოლას ნამდვილად არ დავიწყებ თუ როგორ დავისვენე. ერთი რამ მინდა განახოთ. მე თავად ეს კარგა ხანია არ მინახავს და ძალიან გამიხარდა. მათი არსებობა თავადვე მაცნეს როგორც კი აივანზე, სავარძელში მოკალათებულმა თვალი მივლულე. მერცხლის ორმა პირყვითელა ბარტყმა ჭერზე მიკრული ბუდიდან თავები ამოყვეს და ჟივჟივი დაიწყეს. მათი ხმა რომ არა ვერც მივხვდებოდი რომ იქ ბუდე იყო.




ბუდეზე უნდა გითხრათ რომ საკმაოოდ კაპიტალური ნაშენია. გულიანად უმუშავია წყვილს. მალე ისინიც გამოჩდნენ. რიგრიგობით მოფრინავდნენ და ნანადირევ მწერებს ეზიდებოდნენ ბარტყების უძირო ყვითელი პირის ამოსავსებათ. 


ამათ კი არაფერი კმაროდათ... ჟივჟივებდნენ და ჟივჟივებდნენ.

მამალი დროდარო შორიახლოს ჯდებოდა და მათვალიერებდა..." ჰაა, ქვებს ხომ არ ესვრი ბიჭო ტეტე?"
ბარტყები საკმაოდ მოზრდილები იყვნენ. კარგად გაყეყილები და გაბურსალებულები. ყველაზე სასაცილო კი ის იყო რომ, ეს ვაჟბატონები თავიანთ საქმეს ამ ფეშენებელურ ბუდეში კი არ ითავებდნენ? კოხტან შებრუნდებოდნენ, გადმოყობდნენ კურტუოს და ჩემს აივანზე მიდიი.. მერე შემობრუნდებოდნენ და ზედ დახედავდნენ..ხო დავარდაო.

ეს ის ორი გაყეყილი, პირველ გაკვეთილზე მოფრენილი ბარტყია 

მეორე დღსეს ფრენის პირველი გაკვეთილი ჰქონდათ. მშობლებმა სარეცხ თოკზე ჩამოასკუპეს და საკუთარ მაგალითძე აჩვენებდნენ თუ როგორ უნდა ენავარდათ ცაში. დრო და დრო მათი მორიგი ბუზით, ან სხვა მწერით წახალისებაც არ ავიწყდებოდათ. გაბეყილი ბარტყები კი ხალისით ჟივჟივებდნენ. საკმაოდ კარგი მოსწავლეები აღმოჩნდნენ. დღის ბოლოს ოთხივე თამამად დანავარდობდა ოეზოში.
მართლა ვიხალისე ამის შემყურე. მართლაც კარგი ჟღურტუნა სიურპრიზი დამხვდა გურიაში

6 comments:

  1. ვაიმე..
    მერტცხლები@..

    მბურძგლავს შიშისგან...

    ბრრრრრრ

    ReplyDelete
  2. მერცხლის გეშინიააა?

    ReplyDelete
  3. მერცხლის, ჩიტების, პეპლების..

    ისტერიკა მაქვს.. :(

    ReplyDelete
  4. ვააა... გამაკვირვე კი :)

    ReplyDelete
  5. ჰეჰე, რა მაგარია :))
    გუშინ მანგლისში ავედი, ვიღაცის ეზოში კურდღლები იყვნენ, ორნი.
    ისეთი მაგარი შეგრძნება იყო. მივედი, ბალახი ვაჭამე, მოვეფერე. მერე გავიაზრე, რამდენი წელი არ მყავრდა არც ერთი ცხოველი ნანახი :)))
    მერცხალიც როდის დავინახე ბოლოს, არ მახსოვს. არა, რა, მე ცივილიზაციისთვის არ ვარ შექმნილი :))

    ReplyDelete
  6. კურდღლები, მითუმეტეს პატარა ბაჭიები მაგარი სასაცილო ხალხია.. ცმაცუნა ტუჩებით. ახლობელს ყავდა, ვერ ვძღებოდი ფერბით.

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]