ადრე შეგპირდით რომ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს ვეწვეოდი და აქედან მაინც დაგათვალიერებინებდით, ან მინიმუმ გეტყოდით რობ ბათუმელებო და ქალაქის სტუმრებო. არის ამ ქალაქში არქეოლოგიური მუზეუმი რომელსაც ძალიან ბევრი რამ ააქვს საამაყო, საჩვენებელი და მოსათხრობი თვქენთვის.
სამწუხაროდ მუზეუმი ძირითადად სამთავრობო სხდომების, დელედაციების დროს ახსენდებათ. ესეც ისეთ "ჩვენც გვაქვს მუზეუმი"- პონტში ან კიდევ ისტორიის მასწავლებლებს რომლებსაც ურჩევნიათ მოსწავლეებს ზეზვა და მზიას ფოტო მაინც ანახონ ვიდრე სიტყვებით აუხსნან რას ნიშნავს პირველყოფილი ადამიანი, ობსიდიანი, ელინისტური ხანა და კიდევ ბევრი უცნაური ტერმინის მშიშვნელობა.
მუზეუმის სტუმართა უმეტესობა უცხოელია. უბრალოდ ისინი გაცილებით დიდი ინტერესით სტუმრობენ უცხო ქალაქის მუზეუმს რადგან იციან რომ სწორედ მუზეუმით უფრო უკეთ გაიგებ ქვეყნის წარსულს ვიდრე სუფრაზე, წანწმოყოლებულ სადღეგრძელოდან. ჩვეთან კი ახალგაზრდამ კი არა ტაქსისტმა არ იცის სად არის არქეოლოგიური მუზეუმი... " აა, ეს კულტურის სახლი რო იყო?" არადა ეგ უკვე 15 წელზე მეტია რაც კულტურის სახლი იყო... და აღარ არის. ჩვენ ხომ როგორც წესი სხვის "ოქროზე" უფრო გაგვირბის თვალი.
მოკლედ ასე. თავი დავანებოთ მიზეზობანას და დავიწყოთ.
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი დაარსდა 1994 წელს.
მის ფონდებში თავმოყრილია აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი
სხვადასხვა ეპოქის ნივთიერი კულტურის ძეგლები.
ამას გვაუწყებს მუზეუმის ნახევრად "ჩაშვებული" საიტი რომელიც იმედია მალე მწყობრში ჩადგება.
ძველი სამაროვანიცაა წარმოდგნილი რომ თქვენ უფრო უკეთ შეიგრძნოთ ძველი კოლხური ყოფის მცირე დეტალები :) ნუ...ეცადეთ მაინც :)
ღრმა წარსულიდან ნახევრად ამოღოღებულებს კიდევ ერთი სასიამოვნო კუთხე გელოდებათ. სადაც საკუთარ სხეულზე შეგიძლიათ მოირგოთ ძველი კოლხური სამკაულები, დიადემები, ბეჭდები, მძივები, სამაჯურები. და აქაც სიამაყით ვიტყვი რომ ქართულ (კოლხურ) ოქრომჭედლობას არ ჰყავს არც კონკურენტი და არც ანალოგი დედამიწის აქეთა მხარეს. გასკდით გულზე :)
სურათებზე გაურკვევლად სჩანს? ხო. ასეა. იმასაც გეტყვით რომ იქ გამოფენილი ნიმუშების სასაცილოდ მცირე რაოდენობა შემოგთავაზეთ. უბრალოდ ამ სამკაულებს შესაბამისი განათება და გადაღება ესაჭიროება თავიანთი სიმალაზე უკეთ რომ გამოავლინონ.
იმის თქმა დამავიწყდა რომ ყოველივე ამის შეძენა იქვე შეგიძლიათ. თან საკმაოდ კარგ ფასად. სხვათაშორის უცხოელები საკმაოდ აქტიურობენ ამ მხრივ. ჩვენებს კი დუბაიდან ჩამოტანილი ბიჟუტერია ურჩევნიათ.
ერთი სიტყვით აი ასეა ბატონებო. მისამართი გითხარით. რა ხდება იქ- გითხარით. გიდობა უკეთაც შემეძლო გამეწია. ბოლოს და ბოლოს ისტორიკოსიც ვარ. მაგრამ ინტრიგა შემოვინახოთ. მიბრძანდით და ეს ყველაფერი თავად იხილეთ.
მერწმუნეთ არ ინანებთ.
გინდა კოლხური სამკაული? მაშინ მოდი.
Интересно тебе за рекламу платят?Или ты так, по-дружеский? :)
ReplyDeleteრათქმაუნდა არა :) მეგობრულად :)
ReplyDelete