შეუდარებელი გარძნობაა.
რადიკალურად განსხვავდება იმ შეგრძნებისგან რასაც დღისით გრძნობთ ზღვასთან სიახლოვისას .
თუმცა არა... ტყუილად მოემზადე. ამ შეგრძნებებზე არ ვაპირებ საუბარს.
უმშვიდესი ზღვა. უძირო, ვარსკვლავებით მოკირწლული ცა და მთვარე. მისი აღმატებულება მთვარე.
საოცარი რამაა.
იდუმალებით აღვსილი. ძალიან ბეეეევრი რამის მცოდნე და ზემოდან ირონიანარევი ღიმილით მომზირალი. რამდენი მითი და თქმულებაა მასთან დაკავშირებული (თეთრი გიორგი ხო მთვარის სახეშეცვლილი კულტია). რამდენი საინტერესო ისტორია მახსენდება მის მოცქირალს. განსაკუთრებით კი ის ამბავი, რომელიც "აპოლონის" პილოტმა, ნილ არმსტრონგმა მეგობართს კერძო საუბარში მოუთხრო; "ბევრს არ გეტყვი, მხოლოდ იმას რომ მათი ხომალდები გაცილებით ძლიერებია ვიდრე ჩვენი.იქ რომ ჩავფრინდით მიგვახვედრეს რომ ადგილი უკვე კარგა ხანია დაკავებული იყო და ჩვენ იქ უცხონი ვიყავით?"
სხვაგან წავედი. არ მინდა დღეს ამ თემაზე საუბარი. მოდით მთვარე უფრო სხვანაირად წარმოვიდგინოთ. აი ისე, ბავშვობაში რო წარმოვიდგენდით ხოლმე. ნესვის ნაჭერივით ნამგალა, მომღიმარ სახიან, გრძელნიკაპიან არსებად. ან კიდე დიდ და საინტერესო ბურთად. სამყარო სადაც დაუჯერბელი რაღცეები ხდებოდა. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენს ბავშვურ ფანტაზიებში, ცის კაბადონზე გამოკერებულ მთვარეზე ხდებოდა.
ახლა? რათქმაუნდა ახლა ჩვენ სულ სხვა "საშენი მასალა" გვაქვს ჩვენი ოცნების კოშკებისთვის.
თუმცა მოდი. ცოტა ხნით კიდე ვიოცნებოთ. არანაირ სცენარს არ გთავაზობთ. უბრალოდ მინდა შემოგთავაზოთ ორი ახალგაზრდა დიზაინერის, ლეონიდ ტიშკოვის და ბორის ბედიკოვის ახირებული იდეა, დაინახონ უჩვეულო და ბავშვურ ზღაპრიდან გადმოპარული ფანტაზია რეალურ სამყაროში.
ჩვენს, დიდების სამყაროში.
რა იქნებოდა , ერთ მშვენიერ ღამით სარკმელში მთვარის შუქს კი არა, თავად მთვარეს რომ შემოეხედა?!
რას მოიმოქმედებდით? სხვენში რომ აღმოგეჩინათ?!
თუ არ დაიბნეოდით და აი იმ, ბავშურ ფანტაზიას მოიშველიებდით შესაძლოა წამოგყოლოდათ კიდეც.
იქნებ გაგესეირნათ ერთად? ან კიდე... ეს უკვე თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული...
სახლში წამოიყვანდი რომ გეპოვა?
მოუსმენდი ღამის ჯაზს მასთან ერთად?
პატარა რო ყოფილიყავი დაფიქრდებოდი, ნეტავ მთვარეს რა ესიზმრება?
და რა იქნებოდა მართლაც, აი ასეთი საიდუმლო რო გყავდეს ოთახში...
შენი საკუთარი მთვარე...
კარგი პროექტი გამოუვიდათ ბიჭებს.თქვენი არ ვიცი და მე, როგორც ხედავთ, მომეწონა.
ახლა კი წავედი.
მთვარიანი და ზღვა მელოდებიან...
შენ წამოხვალ?
dzalian sainteresoaaaaaaaaa:)))
ReplyDeletenetav ra esizmreba-saxlshi acuileblad camoviyvandi :) dilit gavushvebdi saseirnod :D da sagamos isev chemtan dabrundeboda dda yovel sagamos ertad vibodialebdit -da marto chemi da chemi iqneboda :D
meec camovaaaaaaaaaaaaaaal-:))))))))
eli
დღე გაუშვებდი? მერე ვინ იცის სად იბოდიალებდა? :)))
ReplyDeleteამ პოსტმა ეს ფილმი გამახსენა :)
ReplyDeletehttp://www.imovies.ge/movies/3782
დიდი თევზი, მანამდეა დიდი თევზი სანამ არ დაიჭერო. ხოდა ვფიქრობ, "დაჭერილ" მთვარესაც აღარ ექნება ის მუღამი :) ასე რომ იყოს იყოს იქ სადაც არის ჩვენი გულის გასახარად :)
P.S ამ პოსტიდან გამომდინარე შეიძლება პარალელების გავლება თუნდაც თქვენს და მთავარ გმირს შორის :P მოკლედ თუ არ გინახავთ ეს ფილმი strongly recommended
კი, მაქვს ნანახი :) მშვენიერი ფილმია. პარალელების რა მოგახსენო, მაგრამ მთვარე იქ იყოს ჯობია და ჩვენ ვეწვიოთ :)
Deletehttps://www.youtube.com/watch?v=DBb6CV-RfqU
ReplyDeleteშენ საკუთარ მთვარეზე შენი საკუთარი სახლი :P :D
ერთი სამარშრუტო შატლიც დანიშნონ და ეგაა :)
Delete