Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

კარს უკან

კარს უკან
მზის შუქით ჯერ ვერგამშრალ, ნესტიან სადარბაზოში გაკიდული სველი პირსახოცის მიღმა ლანდმა გაისრიალა. ხის კიბის საფეხურები აღჭიალდნენ. ნელი, მძიმე ნაბიჯის ხმა სულ უფრო ახლოდან ისმოდა. კარადის უკან ამოფარებულებს სუნთქვაც დავიწყნია შიშისაგან. უეცრად ნაბიჯის ხმა შეწყდა. ეს იყო ყველაზე საშინელი სიჩუმე, როცა ელოდები ახლა...აი ახლა გადადგამს ფეხს. გადადგამს და გაიგებ რომ ის ჯერ კიდევ შორსაა. თორემ ამ უეცრად შეწყვეტილი ხმის გამო ისეთი გრძნობა გეუფლება თითქოს სადღაც იქ კი არა. არამედ შენს ზურგს უკანაა... ამას ფიქრობ და თხემთან თითქოს მის სუნთქვასაც გრძნობ. ხერხემალს ჩაყვება ყინვა და მიუხედავად იმისა რომ კედელს ზურგით ხარ მიყრდნობილი, უცებ ტრიალდები და..
შვებით ამოისუნთქავ როცა მზერას ნახევრად გახუნებულ შპალერს შეერჭობა. საფეხურმა ისევ დაირღჭიალა. ახლა სულ ახლოს. თითქმის ოთახში. ძველი კარების და იატაკის შორის დარჩენილი რღიჭოდან შემომავალ შუქს შავი, ლანდი ფარავს. ღრჭიალი წყდება. მაგრამ მზერა ახლა კარის სპილენძის სახელურზეა მიჯაჭვული.
სიჩუმეა.
 შემდეგ კარს მიღმა რაღაც გაურკვევლი მოძრაობებია და აი... კაკუნი... არა. ეს კარის გამომშრალ ფიცარზე კი არა თვაის ქალაზეა... უხეში ჩაკაუკება ზორბა ხელით....აი კიდევ... შემდეგ სიჩუმე.
გამომშრალ ყელში გადაყლაპული ნერწყვის ხმა ღრმა ჭაში ჩაგდებული საცრის ექოსავით გესმის ყურებში. იქნებ მიბრუნდეს, იქნებ წავიდეს. არც იძვრი, არც სუნთქავ. არაფერი არ მეტყველებს სახლში ვინმე სულიერის არსებობაზე. იქნებ წავიდეს...
-ვიცი სახლში ხართ!... გააღეთ კარი - ჟანგიანი ხოხიდან ამოსული ხრინწიანი მუქარა სცდება კარებს და ოთახში გუგნებს... კედელს ეკვრი. თვალებსაც ხუჭავ. „არა, არა. აქ არავინაა.“ თითმის ლოცვასავით იმეორებ გულში.

კარის სახელურს ვიღაც ეჭიდება და თავისკენ ქაჩავს. ის კარს უკანაა. მაგრამ შენ ნათლად ხედავ მის დაკოჟრილ, დიდ, ბანჯღვლიან ხელს....
-არ გესმით?! გააღეთ კარი - ისე მოფრინავს ცივი, ხრინწიანი მუქარა. ისევ სიჩუმეა ოთახში. კარს უკანაც. იქაც სიჩუმე ჩამოწვა. არც ლანდი იძვრის. თითქოს დრო გაჩერდა. გაიყინა ყველაფერი და უსასრულოდ გაიწელა. მუხლები კანკალს შენდაუნებლიედ იწყებენ.. 
გინდა გაიქცე..გავარდე.მაგრამ სად?
აი. რაღაც ამოძრავდა. ნუთუ შემოვარდება?! ნუთუ.... არა, ისევ ძველი კიბის საფეხურები აღრჭიალდნენ. ნაბიჯების ხმა შორიშორდენა ყოველ ჯერზე. იდის?! მიდის! წავიდა! ხო სიჩუმეა სადარბაზოში. მაგრამ იქნებ დამალულია? რამოდენიმე წუთი ვერ ბედავ გამოსვლას... თითქოს გრძნობ მის სიახლოვეს. ბოლოს მაინც ჯაბნი შიშს და გამოდიხარ...ფეხაკრეფით, თითქმის ფაერში მიფრინავ კარამდე. ჭუჭრუტანაში იყურები.... და... არა, არავინაა.. მშვიდდები...მშვიდდები მაგრამ ხაზის ტელეფონის განწირული ზარი ცივი წყალივით გესხმება გახურებულ ნერვბზე.... მიდიხარ და თითქმის ჩუმად იღებ ყურმილს... ენ არაფერს ეკითხები.. უბრალოდ უსმენ..იქნებ აქაც სა არის? მაგრამ....
... ბებიაა?, მე ვარ ბებო! დენის კაცი იყო? ხომ არ გაუღე კარები ბებო?
... კი ბებო იყო, ალ გაგვიგია. ჩუმად ვიყავით და წავიდა....
... კაი ხარ ბებო, შენ შემოგვლე...

რა კარგი ქნა ამ მთავრობამ საერთო მრიცხველები რო დააყენა სადარბაზოებში... სად იყვნენ 25 წლის წინად? ჰაა?


2 comments:

  1. ჰაჰაააააააააააააააააააააააა :)))))))))
    ძალიან მაგარი :)
    საღოლ

    ReplyDelete
  2. :) გაიხარე. მადლობა

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]