15.07.2010

ღოღიალი 1 (ფოტოკოლაჟი ბათუმიდან)

დღეს თავისუფალი დღე მქონდა. ( მე ხომ როგორც არა ნორმალურ ადამიანს, არანორმარული და არანორმირებული სამუშაო გრაფიკი მაქვს ) ხოოდა, ავიღე ფოტოაპარატი (მადლობა შ.პ.ს მირანდას ) და ყველასთან შეთანხმება შეპირების გარეშე (რაც როგორც წესი საათობით ლოდინით, ყოყმანით,ვერსიების სინჯვით და გაურკვეველი შედეგით მთავრდება ) დავადექი საღოღიალო გზას. ამინდი მშვენიერი იყო. ზღვიდან მოსულს აღარც ისე აუტანლად მცხელოდა. ხოდა გავყევი გზას.

მართალია შერატონი ბათუმის ახალ, არაოფიციალურ სიმბოლოდ აქციეს. მაგრამ მე სულ სხვა შენობისკენ გავემართე. თან სახლთანაც ახლოს იყო და რატომაც არა.
ეს ძალიან ლამაზი შენობა პიაცაა.






ჯერ ხო ასეთი ლამაზია. რომ დასრულდება მაშინ ნახე რა იქნება. ეზო შეგნებულად არ გადავიღე. ხელოსნები მუშაობდნენ და ხელიც არ შევუშალე.
შემდეგ გზა განვაგრძნე ჩემი წლობის მანძილზე გათელილი ბილიკით რესტორან ბერეგისკენ. 
თუმცა გზად ბათუმის მოქმედი მეჩეთი უნდა გამევლო.


თავად მეჩეთების მინარეთებს საკმაოდ უცხო სილუეტები აქვთ. მითუმეტეს მზის ჩასვლის დროს. სტამბული და ბისფორი მახსენდება. მაგრამ დაისამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო. ამიტომ კარების ჩუქურთმის გადაღებით შევიქციე თავი. ბნახე რა ლამაზი ჩუქურთმაა!?
მარცხნივ გავუხვიე და აჰა.. "ბერეგი" რესტორანი რომელმაც ჩემი სტუდენტური წლების ყველა გაზაფხული,ზაფხული და შემოდგომა იცის. (ზამთარში დახურულია ;) )


ძალიან კარგი ადგილია. სიმართლე გითხრა სეზონის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ უფრო მომწონს. ნაკლები რია-რიაა და ნაკლებად ჰგავს დიდ სამზარეულოს.
რაკი ხეტიალი მქონდა მიზნად, არ დავმჯდარვარ. დზა განვაგრძნე და....



"მე გადამიღე რა..მე, მე გადამიღე" შემეხვეწა ზღვიდან ამომძვრალი ბიჭი. "მოდი ჰა" ვუთხარი მე და ლამერა მოვიმარჯვე...აი პოზირებამ სად აიყვანა :) მერე დგლუმპ.. და ისევ ზღვაში.
ბულვარისკენ გავყევის ბილიკს. ცა კი ნელინელ იქუფრებოდა და ჩემს ღოღიალს კარგი დასასრული არ უჩანდა



მერე კი დაუშვააა. თან სერიოზულად. ბულვარი წამში დაიცალა


მხოლოდ ალაგ-ალაგ შემორჩნენ ჩემსავით აღოღიალებულნი




ზოგიც აი ასე ტკბებოდა წვიმით, მზით და ზღვით.

მერე უცებ ჩამობნელდა. უფრო გულმოდგინედ დაუშვა. გემოზე გავილუმპე  და მეც იძულებული ვიყავი სახლისკენ გამეწია. თუმცა გზად მაინც არ ვიშლიდი ჩემსას




ასე დასრულდა ჩემი დღევანდელი ღოღიალი..სახლში მოსულს ნანუკას შოუ დამხვდა და მიშა, რომელიც პიაცაზე საუბრობდა "მაგარი შენობააო". ჰეჰ.. ვიცი.

Post a Comment

10 комментариев:

  1. გაიხარე დათო ფოტოებისთვის, მართლა ლამაზი შენობაა ჩანს :)

    ОтветитьУдалить
  2. გაიხარე. მართლა ლამაზია. კიდე არაა დასრულებული. თავისი ლამაზი ეზოც ააქვს

    ОтветитьУдалить
  3. საშინლად მინდა ბათუმში :) ხო თბილისს სასომხეთის დედაქალაქის პატივი ხვდა წილად :)

    ОтветитьУдалить
  4. ჩამოასწარი სანამ ქალაქ-სახელმწიფოდ არ აღიარეს :)

    ОтветитьУдалить
  5. შერატონი, რომელიც ასე მაგონებს მეჩეთს... :)


    ბათუმი... (ლოვე)

    ОтветитьУдалить
  6. :) იდეით ალექსანდრიის შუქურაა. მაგრამ...

    ОтветитьУдалить
  7. vasasi! meti fantazia aris sachiro, rom mechetis garda sxva rame mogagonos batumis "sheratona".

    ОтветитьУдалить
  8. საყვარელო ანონიმო, მე ჩემი მწირი და უმანკო ფანტაზიის უნარი გამოვიყენე.. (blush)

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!