Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

გიყვარს ბათუმი?

გიყვარს ბათუმი?
ბათუმი ხო ყველას გვიყვარს.?! განსაკუთრებით ზაფხულში! როცა ზღვაზე დასვენება გინდათ. 
თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც წვიმიანი ბათუმი უფრო მოსწონს. კი ბატონო არის ამაშიც რაღაც რომანტიული. დარწმუნებული ვარ ეს "რომანტიულობა" ერთი ორად გაორკეცდება როცა მოკირწლულ ქუჩებს და ულამაზეს ხედებს იხილავთ ახლო მომავალში. თუ უამისოდაც გიყვართ ბათუმი წვიმაშიც, თოვლშიც, ხვატშიც და ქარშიც (ფოთოლცვენა გამორიცხულია, აქ მარადმწვანე მცენარეებია მხოლოდ) მაშინ თქვენც თითქმის ბათუმელი ყოფილხართ.
თითქმის იმიტომ რომ ბათუმი ზღვის, ბულვარის, ყავის და ხაჭაპურის გარდა კიდევ სხვა რამეცაა. კიდევ რაა? ამას აქ ვერ ჩამოგითვლით. პოსტის სიდიდის გამო უბრალოდ ბოლომდე ვერც ჩაიკითხავთ. ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ ბლოგი, სადაც ნება-ნება გადაფურცლავთ ბათუმურ დღიურებს. ჩაიხედავთ, წაიკითხავთ და გაიხსენებთ, წამით დაბრუნდებით თქვენს საყვარელ ბათუმში. ან სულაც სხვა კუთხიდან დაინახავთ მას და იქნებ უფრო მეტადაც მოგეწონოთ, შეიყვაროთ. 
ამ ბლოგს რამოდენმე ბათუმელი ბლოგერი ( ნანა, სულხანი, ბესო, ნათია, ოჩი, ზაზა  და მე ) ერთად ვქმნით. სრულებითაც არ გამიკვირდება თუ სხვაც გამოთქვამს ავტორობის სურვილს. ეს ხომ არა მარტო ბათუმელთა ბლოგია. ეს ყველას ბლოგია ვის ცხოვრებაშიც ბათუმს და ბათუმის სიყვარულს რაღაც, თუ გინდ უმნიშვნელო როლი მაინც უთამაშია. იქნებ ამ ბლოგზე თქვენი ისტორიის ფურცელიც დაიწეროს.
ამიტომაც გელით.

 გადაფურცლეთ ბათუმური დღიურები

3 comments:

  1. http://katiee.ge/batumi-the-city-of-romance/
    მეც შემოვუერთდი ბათუმის ფანების გუნდს :)))

    ReplyDelete
  2. გაიხარე :) მობრძანდი

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]