Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

შენც გინდა გამოხვიდე "დამსვენებელი?"

შენც გინდა გამოხვიდე "დამსვენებელი?"
სამსახურში ვარ. არასდროს მყვარებია ეს სიტყვა. იმიტომ რომ რადიო ჩემთვის ყოველთვის სამსახურზე, „ანუ ფიზიკურ-ინტელექტუალურ შრომით პროცესზე რომელსაც ბუღალტერიიდან ფინანსური ანაზღაურება მოყვება“, გაცილებით მეტი იყო . სასიამოვნოს, სასარგებლოს, საინტერესოს და საყვარელი საქმიანობის ერთგვარ მიქსს წარმოადგენდა. დღეს კი ეს ყველაფერი ცოტათი გახუნდა. რიგი მიზეზების გამო რომელთა გამოსწორების დიდი იმედი მაქვს. ერთი სიტყვით ახლა უკვე სამსახურში ვარ.

ძნელია ცხოვრობდე საკურორტო, ზღვისპირა ქალაქში. მითუმეტეს ზაფხულში. მითუმეტეს მაშინ, როცა სამსახურში მომავალს გზას საცურაო კოსტუმში (რა სასაცილოა ეგ ტერმინი მაშინ როცა საუბარი ქალის „კუპალნიკზეა“. ბიკინი და კოსტუმი? J ) გამოწყბილი, მხარზე პირსახოცმოგდებული გოგონები გადაგირბენან. 

მაშინ, როცა გვერდით, ღია ბარში გემოზე გარუჯული ქერათმიანი უკრაინელები აჭარულ ხაჭაპურს ებრძვიან. თან ნერვები გეშლება "არა გოგოო, მასე არაა...რას შვებიი. მოდი გასწავლო" მაგრამ არა შენ დღეს მუშაობ. 

მაშინ როცა მეგობარი ჩამოგივლის თავისი ავტოთი. შორტების ამარა გადმოალაჯებს გარეთ და მწვანეკონცხზე, მიდიების დასაჭერად გეპატიჟება. გადაეშვები გრილ ზღვაში. დაყვინთავ. დაკრეფ კლდეებზე მიბღუჯულ მიდებს. ამოყრი. იქვე დაანთებ ცეცხლს. დაყრი სახელდახელოდ მოწყობილ „ტაფაზე“, ააშიშხინებ და მზის ჩასვლისას, ცივ ლუდთან ერთად მუსრს გაავლებ. მაგრამ როგორ? შენ მუშაობ. 

მაშინ როცა ტელეფონზე სმს-ი მოგივა, გამოდი ჩვენს ბარში ვზივართ. ცივ ყავაზე გელოდებით. გინდა გახვიდე, ჩამოსულებს აუხსნა რომ ეგ კი არა, აი სი ბარია უკეთესი სადაც გაცილებით გემრიელ, ქვიშაზე მოდუღებულ ყავას ადუღებენ. ეგ სტანდარტული წყალწყალა ცივი ყავა კი თბილისშიც ცივია და ანტანანარივუშიც.მაგრამ როგორ? ღამის ეთერი გაქვს. 

მაშინ როცა ახალთ ახალი საცურაო შორტები ჰუგო ბოსის კოსტუმივით საგანგებო ადგილზე გიკიდია და ელოდება იმ ღირშესანიშნავ დღეს როცა ეღირსება თავისი დანიშნულების შესრულება. 

მაშინ როცა ამდენი გარუჯულ-დათანგულ-გაშავგვრემანებული ლამაზი სხეული დადის ქუჩაში. შენ კი შენი სტუდია გელოდება. სადაც კონდენციონერი და საყვარელი მუსიკა გიმხნევებს გულს. ესენი რომ არა ეჰ...

გადიხარ ეთერში და კითხულობ. „უღრუბლო ამინდი, ზღვის წყლის ტემპერატურა 18 გრადუსი,ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსი“ და ფიქრობ ეჰ.... მხოლოდ მაშინ გრძნობ ცოტაოდე შვებას როცა კითხულობ „ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან შესაძლოა ძლიერი წვიმაელ ჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 17-19 მეტრი წამში“ და წყნარდები. ბოროტი ვარ?  შესაძლოა.


ყოველივე ამის შემხედვარე ერთი საკმაოდ ძველი ანეგდოთი მახსენდება. ქობულეთელ ბავშვს ჰკითხეს. რომ გაიზრდები ვინ გინდა გამოხვიდეო? ბავშს ბევრი არ უფუქრია „დამსვენებელიო“ უპასუხა. J

6 comments:

  1. დათოო ბოლო ნაწილი ანგდოტი კი არა თურმე რეალური ამბავიაა :))))

    ReplyDelete
  2. მითუმეტეს :)))

    ReplyDelete
  3. magas kobuleteli tu ityoda :D

    rodis megirseba radioti sheni xmis mosmena?:)

    ReplyDelete
  4. ჩაუსაფრდი რადიოს და გაგიმართლებს ;)
    ქობულეთს ხო. ეგ ჩვევია. მათვის ხომ სეზონი უდიდეს შემოსავალთან ერთად წარმოუდგენელ დისკომფორტს ნიშნავს.

    ReplyDelete
  5. 1 კვირიან შვებულებას რომ აიღებ სიმწრით, ბათუმში რომ წახვალ და წვიმები რომ დაგხვდება... ეს ამბავი შენ არ გემუქრება არასოდეს

    ReplyDelete
    Replies
    1. ხო, აქ შვებულების გარეშეცაა წვიმები, მზეც და დანარჩენიც
      :)

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]