Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

წერილი შენთვის

წერილი შენთვის
რატომ ხარ ისეთი როგორიც ხარ?! და რაც ხარ ისეთივეს გხედავს სხვა თუ მისთვის სულ სხვა ხარ. მიმსგავსებული, მაგრამ მაინც სხვა?! ქმედება განაპირობებს აზრს რომლის მიხედვით გსჯიან და გახასიათებენ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ წინასწარვე უნდა იმოქმედო გააზრებულად რათა სასურველი აზრი შეექმნათ შენს შესახებ და ხომ არ დაიკარგება შენი ნამდვილი ვინაობა გათვლილ და გამიზნულ საქციელებს შორის?! იყავი ის რაც ხარ. მაგრამ ის რაც ხარ ხშირ შემთხვევაში განხილული იქნება სხვის მიერ განვლილ, შეგრძნებულ, გააზრებულ ქმედებათა სპექტრში და სწორედ სხვის მიერ დაფასებულ-შეფასებული ნიხრით შეაფასებენ შენი მოქმედებიდან გამომდინარე , სხვის მიერ დახატულ პორტრეტს. ვინაიდგან არ არსებობს არანაირი აღიარებული, ზუსტი და ზედმიწევნით ყველასათვის მორგებული შაბლონი რომლითაც ეს ყველაფერი შეიძლება გაიზომოს და შეფასდეს.
ყოველგვარი მცდელობა  მიგვიყვანს იმდენად სუბიექტურ დასკვნამდე რომ იძულებული გავხდებით ვაღიაროთ. რამდენი ადამინიცაა, იმდენნარად აღგიქვამენ შენც. ყველა თავისებურად, ყველა მისეულად და მის ენაზე გკითხულობს და მერე სცდილობს დაგინახოს სიტყვებს შორის. ამიტომაც შეუძლებელია იმოქმედო წინასწარ გამიზნულად იმის იმედით რომ ყველაზე მოახდინო სასურველი შთაბეჭდილება, მითუმეტეს რომ “ყველა” თავისთავად ბევრ სხვადასხვა ადამიანს (ხედვას) გულისხმობს. მათი ჯამი კი ხშირ შემთხვევაში “გაფუჭებული ტელეფონით” მოთხრობილი ამბის ( ამ შემთხვევაში შენს) ათქვეფილ შედეგს წარმოადგენს.

რაც თავისთავად იმდენად მოშორებულია შენეულს რომ ალტერნატიული, განყენებული პიროვნების შესაქმნელადაც კია საკმარისი. ამიტომაც ხშირ შემთხვევაში სხვის მიერ შექმნილ შენს ორეულთან ერთად გიწევს ცხოვრება. რის გამოც სრული უფლე გაქვს იმოქმედო ისე როგორც გინდა იმოქმედო შენ. გააკეთო ის რაც გინდა რომ გააკეთო შენ. მთავარია არ გასცდე შენს მორალურ და ზნეობრივ ჩარჩოებს, რომელთა სივიწროვეც და სიდიდეც ისევ შენზეა დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ,სავსებით შესაძლებელია, სხვების მიერ გამოხატულ უკვე მიღებულ და ჯერ კიდევ მისაღებ შეფასებათა ლაბირინტში ისე დაიკარგო რომ არამც თუ შენი ორეული, არამედ საკუთარ თავთან მიმავალი გზაც კი ვერ იპოვო.
 ხოლო თუ კარგად იცი ეს გზა, ნუ გაათელინებ მას სხვებს. დაე იფიქრონ რაც უნდათ . რადგან გახსოვდეს. თუ შენ ცდები, ამას ყველა შეგახსენებს, ეს ემახსოვრებათ. ხოლო თუ შენ მართალი ხარ, ეს არავის გაახსენდება. საზოგადოება კი საზოგადო აზრს ისევე იოლად ყიდულობს და ყიდის როგორც რძეს და კარაქს. მითუმეტეს რომ მისთვის ეგ უფრო მოსახერხებელია ვიდრე იყოლიო საკუთარი ძროხა. ამიტომაც მათი ნაქები კარაქი როგორც წესი მეტწილად წყლისაგან შედგება.


10 comments:

  1. მაგაზე მეც ხშირად ვფიქრობ ხოლმე, როგორი ხარ და საზოგადოება როგორს აღგიქვამს, მაგრამ ეგ არ მაწუხებს დიდად, რაც უნდათ ის იფიქრობ, საზოგადოება კრებითი სახელია და რაც ჩემთვის კონკრეტულ ურთიერთობებთან და ადამიანებთან არ ასოცირდება, ის უმნიშვნელოა. მაგრამ არის მეორე რაღაც, არ შემიძლია არ მაღელვებდეს:
    ხშირად ვხვდები ხოლმე, რომ ჩვენ ყველა გაუცნობიერებლად მაინც საზოგადოების დაკვეთას ვასრულებთ და ისეთები ვართ, როგორებსაც გვიკვეთავენ რომ ვიყოთ.
    და ძალიან არ აქვს მნიშვნელობა რას შეგიკვეთავენ: განსხვავებულობას, ტრაფარეტულობას, ჩლუნგობას და გენიოსობას.
    მოკლედ, რთული ამბავია :)

    ReplyDelete
  2. :) მართალია. ალმბათ იმიტომ რომ რაოდენ ძლიერ არ უნდა გვინდოდეს მასიდან, ან უფრო კარგ სიტყვას ვიხმარ, საზოგადო აზრისგან შორს ყოფნა და არ ვტკებოდეთ იმით როცა ვაღწევთ თავს ყოველივე ამას. მაინც ვბურუნდებით ჩვეულ საწყისთან, ზოგჯერ ნებაყოფლობით, ზოგჯერაც უნებლიედ. რადგან სწორედ ეგ თავის დაღწევის პროცესი უფრო კარგი რამაა ვიდრე შედეგი.

    ReplyDelete
  3. მე არასოდეს ვთამაშობ..
    რადგან ვიცი, მაინც გამოვმჟღავნდები, თან მგონია, რომ დასამალი არაფერი მაქვს.. :)

    რაც შეეხება საზოგადოების აღქმას, ესეც დიდად არ მაინტერესებს. ზოგადად, მართალი ხარ ერთ რამეში: ობიექტურობა არ არსებობს, იმიტომ, რომ ნებისმიერი ადამიანისა თუ მოვლენის აღქმა სხვის მიერ, მაინც სუბიექტურია.

    კიდევ რაღაცის დაწერა მინდოდა, მაგრამ დამავიწყდა. აი, ასეთი მეხსიერების პატრონს, ცხოვრებაში თამაში შემეფერება??

    ReplyDelete
  4. :))) ვასასიიი :) ჩაგეთვალა. არც უნდა ითამაშო. შენ მითუმეტეს. ვასასი ხარ ბოლოს და ბოლოს . რა თამაშზეა საუბარი?! :)

    ReplyDelete
  5. ყოველთვის ვემხრობოდი იმ აზრს, რომ ადამიანმა მაქსიმალურად უნდა დაიცვა თავი საზოგადოების ჩარჩოებში მოქცევისგან და იყო ის რაც ხარ. რამდენჯერ მითქვამს საკუთარი თავისთვისაც - ”რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას ფიქრობს?!” - მაგრამ რადგან ამ ფრაზას საკუთარ თავს ვეუბნები ეს უკვე ავტომატურად მიუთითებს იმას, რომ ჩემთვის აქვს მნიშვნელობა იმას თუ რას იფიქრებს საზოგადეობა, ვინაიდან ვცდილობ საკუთარი თავი საპირისპიროში დავარწმუნო, ეს რომ უმნიშვნელო იყოს მაშინ არც იმაზე ვიფიქრებდი, რომ უმნიშვნელოა. ცხოვრებაში ყოველთვის დადგება მომენტი, როდესაც აუცილებელი იქნება თამაში, ისევ საკუთარი თავისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად, თუმცა ალბათ ამაშიც არსებობს ზღვარი. მთლიანად საზოგადოების ყველა წევრის ნორმას რა თქმა უნდა ვერ მოერგები.

    ReplyDelete
  6. თამაში ნებისმიერ შემთხვევაში გვიწევს.მის გარეშე შეუძლებელია.მაგრამ იმასაც გააჩნია ვის და რას თამაშობ.
    ხშირად კი ისეც გამოდის. არ თამაშობ. მაგრამ გაბრალებენ.. ფრიად საინტრესოა ისე :)

    ReplyDelete
  7. სახიფათოა იყო ის რაც ხარ :)

    ReplyDelete
  8. და ამით არის ყველაზე მეტად საინტერესო ეგ "თამაში" :)

    ReplyDelete
  9. Сложно (почти невозможно) оставаться самим собой...Все мы "играем",и глупо говорить, что кто-то не претворяется.Надевать маски-полезно, если хочешь добится своих каких-то целей.Почему бы и не поиграть с личностями?с костюмами?этож весело,и так завлекает.(Главное здесь не пересечь ту тонкую грань,где ты для каждого стараешся быть хорошим.Нет, для всех как говорится хорошим не будешь)...И почему это обязательно нужно терять себя?Может надевая маски,ты находишь нового себя...( На какое-то время)... Очень опасно открывать себя людям.Знать твой оригинал должны только твой близкие люди.Которые тебя несмотря ни на что воспримут адекватно.

    ReplyDelete
  10. ახლობელ ადამიანებთანაც მალე გაჩნდება კითხვა. ეს შენი ნამდვილი სახეა თუ???.. ამიტომ ზღვარი ამინც არსებობს..მართალია ყველას საკუთარი ზღვარი გააჩნია, მაგრამ ესეც ძალიან ადვილად და შეუმჩნევლად ილახება ხოლმე და ვერც ვამჩნევთ რომ "უი ზღვარს გადავსულვართ?"
    თამაში საინტერესოა. მაგრამ თამაშში ცხოვრება არც ისე

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]