მიმართვა ყველა სამინისტროს, დეპარტამენტს, საზოგადოებას და ორგანიზაციას. ვინც ისეთივე ჟღარუნა სახელწოდებიანი ღონისძიებების ჩატარებას აპირებს როგორიც "ქართული ბლოგინგის დღეები 2010"- გახლავთ.
რაიმე ნორმალური. ნაკლებად პომპეზური დე რეალური სახელი მოუფიქრეთ კერძო ტუსოვკებს თორე კვარიათის მოსახლეობა დაფრთხა. ბლოგერების შეკრებაა და არიქა მინიმუმ 300 კაცი ერთად მოდისო. ის კი არ სცოდნიათ რომ სულ რაღაც 12 თუ 14 ადამიანი ჩამოჯდება სანაპიროზე და იფიქრებს თუ რა მოუხერხოს ბათუმს, ბლოგ- სფეროს და მერე მოახსენებენ მთავრობას (ძველი ათეთრი ანეგდოტის არ იყოს) "თეთრი ცხვარი დაკლან თუ შავი".
ცუდს იმაში ვერაფერს ვხედავ რომ ვინმემ ბათუმი ნახოს, დაათვალიეროს, მოიწონოს, ან არა და მერე ამის თაობაზე დაწეროს თავის ბლოგზე. არც ის არის ცუდი კვარიათი რომ ასეთ კარგ რამეს მანსპინძლობს.
ცუდი ისა არის რომ არც ერთ "იდეინი" ადამიანს არც სამინისტროში (თუ სადაც გადაწყდა ეს) არც შეკრებილს აზრად არ მოსვლია დაინტერესებულიყვნენ ამ ბლოგინგს რომ ვანვითარებთ, ბათუმში არიან თუ არა ბლოგერებიო. იქნებ იმათაც შევეხმიანოთ, ბოლოს და ბოლოს მანსპინძლების სტატუსი აქვთ და ეგებ მათ უკეთ დაენახვებინათ ჩვენთვის ბათუმიო ( ბათუმის პიპულარიზაცია გეგმაშია, გვეშველა.)
მაგრამ როგორც ვხედავ ძველი სიმღერა გრძელდება. ცენტრმა ყოველთვის იცის რა უფრო სჭირდება რეგიონს. მერე ვიღაც ჩავა დედაქალაქში და იტყვის "ბათუმში ბლოგინგის განვითარებაში წვლილი შევიტანეთ.(თუ საფუძვლის ჩაყრა არა) ავხხსენით რა და როგორ უნდა გაკეთდეს და ახლა იმედია ჩვენს ამაგს არ ჩაგვიყრიან და გაკაფულ გზას გამოყვებიანო". :)
კარგი იქნებოდა გკითხათ, დაინტერესებულიყავით იქნებ ეგ იდეები უკვე მომწიფებულია უკვე და უბრალოდ განხორციელებას ელიან?! იქნებ ისეთი რჩევა გვაქვს რაც ჯერ არ მოგსვლიათ აზრად.
ეგ რომ კერძო კომპანიის დაკვეთა ყოფილიყო, ან შერჩევა,ან კონკურსი ჩატარებულიყო კიდე ჰო. მაგრამ ასეთი ჟღარუნა სახელის შემხედვარე ჩნდება კითხვა. თქვენ ვისთან ხართ?
ისეთი არგუმენტები როგორიცაა : ნაუცფათევი ღონისძიება. ინფორმაცია საჯარო იყო და გენახათ. ადგილი არ იყო მეტი და მაგიტომ. ეს ის არ არის თქვენ რომ გგონიათ. უი, ეს ბათუმია? და ასე შემდეგ დიდად კაი არგუმენტები ვერაა.
საინტერესოა, შედის თუ არა ექსპედიციის სამოქმედო გეგმაში ადგილობრივი, აბორიგენი ბლოგერების ლოკალურ სივრცეში მონახულება, სურათის გადაღება, სუვერინების გაცვლა საწერ კალამზე და სანთებელაზე :)
ხო. ჩვენს ვიცით რაა ინტერნეტი :)
არც ისე მინდა გამომივიდეს "ნეტა ქორწილში არ დაგვპატიჟებეენ?!" - ო. არა. კვარიათიც აქ გვაქვს მთელი წელი, ბათუმიც, ყავაც და უბრალო, თავმდაბალი ხალხის სიყვარულიც და დაფასებაც. არც ბლოგსფეროში აქტივობას ვუჩივით და არც იდეების ნაკლებობას. უბრალოდ ორგანიზატორებო, სამომავლოდ გვინდა იცოდეთ. სადმე რომ ჩახვალთ , იკითხეთ აქ ჩემს გარდა ვინ არისო. ეგებ და ავი ძაღლია ეზოში?!
კაი ახლა, საერთო ნათელ მომავამზე ჩვენს მაგიერ ზრუნვით დატანჯულ თვალებს ნუ მოგვაპყრობთ. ამ შემთხვევაში ძაღლი დაბმულია. გვიყვარს სტუმრები. სტუმრები არიან ბოლოს და ბოლოს
მანამდე კი Welcome to Batumi
ის რომ ქართული ბლოგოსფერო 30 კაცი ყოფილა, მოულოდნელი ინფორმაცია იყო და ის, რომ კვარიათში ტურიზმის განვითარებაზე სალაპარაკოდ იკრიბებიან და ბათუმელი ბლოგერები არ ახსენდებათ, უ ბრალოდ უკულტურობა და თავხედობა. ხოოდა, ამ დასკვნების მიხედვით ქართული ბლოგოსფერო მოულოდნელად უკულტურო და თავხედი გამოდის, არადა, ბლოგინგი იდეაში ყველაზე კარგი სივრცეა.
ReplyDeleteაქ რატომ არის ყველაფერი უკუღმა, ვერ გავიგე :შ
რატომ? აქაც ქართულ მიდგომასთან გვაქვს საქმე :)
ReplyDeleteთან ისეთი არგუმენტი "თქვენ ჩვენთან არ თამაშობდით და არც ჩვენ ვითამაშებთ თქვენთან" ძალიან ბავშვურია და სასაცილო :)
ისე ვინაა ეს ხალხი? ვინმე მეტყვის? მანახეთ გთხოვთ ამ 30 ბლოგერის ბლოგები, მაინტერესებს. მართლა
ReplyDeleteსაინტერესო ბლოგი აქვს ზოგიერთს. ყველასი მართალი გითხრა არ ვიცი. ერთ-ერთი ცნობილი სოხუმია.
ReplyDeleteы
ReplyDeleterocko მრავლის მთქმელი იყო ნამდვილად :)
ReplyDeleteცოტას აზვიადებ დათო, ნამეტანი სეპარატიზმი არ გამოგივიდეს, თუმცა საყურადღებო პოსტია.
ReplyDeleteმეწყინა, რა დასამალია. სამინისტროსგან არა, ეგ მაგრად არ მაღელვებს, ბლოგერებისგან. ძალიან მიყვარს ქართული ბლოგოსფერო, ზუსტად ვიცი რომ კვარიათში შეკრებილი ბლოგერების ერთი ნაწილი (ყველაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი) მართლა ორიენტირებულია ქართული ბლოგოსფეროს განვითარებაზე და სწორედ ამიტომ გავბრაზდი.
ბრაზი და წყენა გაივლის, ეგ არაფერი. მთავარია პირად უსიამოვნებებში არ "მოიხარშოს" მთელი ეს ამბავი.
გამაღიზიანა რამდენიმე ბლოგერის დამოკიდებულებამ, მაგრამ ხო, ასე სჯობდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნებისმიერი ბლოგი სჯობს მის ავტორს.
ინტერნეტი გამეთიშა ჩემს ლეპტოპში და პოსტს ვერ ვწერ, არც ეს ოჯერი პროგრამისტი მოდის. იმედია საღამომდე გააკეთებენ და უფრო ვრცლად ჩემს ბლოგზე დავწერ.
კი ნანა, გავაზვიადე აბა რა ვქენი. მაგრამ სჯობს მე გავაზვიადო ვიდგე მართლა ასეთი სახე მიიღოს ამ ამბავმა.
ReplyDeleteმართლა კარგი საქმისთვის არიან ჩამოსული. მაგაზე არც ვდავობთ.
ჩვენ კონკრეტული კითხვები გვქონდა და ეგ არის.
დარწმუნებული ვარ ეგ ბოლო შემთხვევა იქნება. თუ განმეორდევა და მეც აქა ვარ :)