ფრაზები, ფრაზები, ფრაზები. მათით ვმანიპულირებთ, ვსვამთ შესაბამის აქცენტებს და ვცვლით ინტონაციებს. ვვარდებით უხერხულობაში თუ უადგილოდ ჩავაკვეხებთ. ზოგჯერაც ვხარხარებთ მატ გამო. მაგრამ არის ფრაზები რომლებიც მეტ-ნაკლებად გვძაბავენ. მოდით ჯე ისე, ხუმრობით გადავავლოთ თვალი რამოდენიმე მათგანს.
(გვეყო მმკ, კავკასია და რაღაცეები )
ფრაზები რომელთა გაგონებასაც არ ისურვებდით
გოგონებისგან :
აუუ. იცი რა მაგარი ჩექმები ვნახე?! წამოდი განახო…
იცი?! ამ საღამოს რაღაც თავი მტკივა…
ირაკლის იცი როგორ უყვარდა როცა ასე ვაკეთებდი?!
გამარჯობა, იზა სახლშია?! მისი ქმარი? აა, უკაცრავად
ნუ გეშინია ძვირფასო, ამათ სამივეს მე მივხედავ - ცოლი
არა, არ აანთო შუქი. ასე უფრო რომანტიულია. ქმარი მაინც არ არის სახლში - ცოლი
ნახე რა ლამაზი ბავშვი გვყავს?!იცივის გავს? ა, ხო . შენ არ იცნობ !
ნაცნობებისგან :
კაი ვინმე ყოფილხარ, ვერ გავიგე შენი უფროსი დებილს რატო გეძახის?!
ორმოცი ლარი მასესხე რაა?! რომ მექნება ორასივეს დაგიბრუნებ
აუუ. გუშინ მაგრა დამთვრალხარ youtube -ზე გნახე
აეე. არ გველოდი. ხო ჩამოვედით. ასე ორი კვირით!
სიტუაციური :
უი, ეს თქვენი ავტომობილი იყო?!- "სამასვალის" მძღოლი
ეგ ნაშა, შენ რომ თითით მაჩვენე, ჩემი ცოლია - პლაჟზე
ბიჭიი, ბიჭი, დაბრუნდით. ეს თქვენი პლავკაა - პლაჟზე
თქვენს ანგარიშზე არ არის საკმარისი თანხა
კი ბატონო. გადავამოწმე. თქვენზე უარყოფითი პასუხია - ბანკირი
კი ბატონო, გადავამოწმეთ. თქვენზე დადებითი პასუხია - ვირუსოლოგი
ვაა, ასეთი თაიგული სად იშოვე?! - ვენეროლოგი
აქვე ვიყავი გვერდით და ბარე შემოგიარე - სიკვდილი
ფრაზები რომლის გაგონებაც ძალიან გესიამოვნებოდათ
მამაკაცებისთვის:
მაპატიე. მე არ ვიყავი მართალი! რითი გამოვასწორო შეცდომა?
რა მაღაზია. ლუდი ავიღოთ და შენთან ავიდეთ!
დედაჩემი იყო. ჩამოვალ ერთი კვიროთო და მე ვუთხარი რემონტი გვაქვსო!
არა, ახლა ამ სადღეგრძელოს გამოტოვება არ ივარგებს!
ბაზარში მე წავალ. შენ ბიჭებს ნუ მიატოვებ სირცხვილია. ლუდი მაცივარშია.
ისე ჩემი დაქალი მაგარი გოგოა აა?!
ისე, ოთახში ცხელა არა?!
მხეცოო….მმმ!!!!!!!
აუუ, რამდენს ვბაზრობ. ტვინი წავიღე ალბათ!
ქალბატონები რომ არ აჯანყდნენ მათაც დავუთმობ დროს.
ფრაზები რომელთა გაგონებასაც ისინი ხშირად ისურვებდნენ :
ძვირფასო. იცი რა ჩანთა ვნახე? შენი კაბის ფერი. წამოდი გაჩვენო.
აირჩიე რაც გინდა. ფას რას უყურებ!
დაბადების დღეზე რას ისურვებ?
რა პრობლემაა. გავაკეთებ, გადავდგამ, გავასწორებ.
მოდი შენი საყვარელი სერიალი იწყება. ფეხბურთს მაინც წააგბენ.
დედაშენი მართალია. მასე უნდა გავაკეთოთ.
იძინე. ბავშვს მე წავიყვან სკოლაში.
არა, სხვა კაბა ჩაიცვი. ტაქსი მოიცდის.
მოდი ახლა მომიყევი რამე, აბა ისე რა დამაძინებს…
რათქმაუნდა აქ ყველა ფრაზა ვერ ჩამოვთვალე. ზოგი არ გამახსენდა ზოგიც უადგილო იყო. დანარჩენი კი გაიხსენეთ აბა?!...
აბა წავიდა თქვენი ფრაზებიიი...
ReplyDeleteდაიძინე ელენე-ბავშვს მე წავიყვან ბაგში-ესეთი ფრაზა მინდა მოვისმინო ყოველ დილით :D
ReplyDeleteმოცააა. დანარჩენს ისმენ ყოველ დილით??? :) ვაა
ReplyDeleteმე დიდად არ მხიბლავს ასეთი ფრაზები..
ReplyDeleteპლაჟის სიტუაციები მომეწონა.. :)
eha, ramdeni kargi praza gamotove :))))) magalitan "dzvirfaso sheni sayvareli saxli viyide, bavshvsacdges me mivxedav , shen ishoponge angarishze fuli chagiricxe " :D:D:D
ReplyDeleteras merchodi am dilit :)))
tumca me tu mkitxav yvelaze kargi fraza is aris, romrlic gulwrfelia, yvelaze metad ki miyvars martali-miyvarxar
kargi posti iyo :)))))
:) მე ძირითადად ის ფრაზები ჩამოვთვალე რომელთა მოსმენაც ყოველდღიურად გაგახარებდათ. აბა ყოველდღე ახალ ახალი სახლი?! აგაშენა ღმერთმა :)
ReplyDeleteგაიხარე :)
http://www.youtube.com/watch?v=9qq0oa2-yPY
ReplyDeleteაქ ყველაფერია ნათქვამი ;)