საკმაოდ ხშირად მიწევს იმის მოსმენა თუ რაოდენ დიდი და ძვირფასი საგანძური გაგვაჩნია ქართველებს ქართული „სუფრის - აკადემიის“ სახით. რომ მას „აკადემია“ ტყუილად როდი უწოდეს, რომ ის მართლაც უიშვიათესი, მეტიც, უნიკალური მოვლენაა მთელო მსოფლიოს მაშტაბით და რომ ქორწილი ამის ყველაზე ნათელი მაგალითია... მარტო თამადა რად ღირს?!!!!!!
არ ვიცი რას ეძახიან დღეს თამადის „აკადემიურ“ დონეს! თუ ეს ისეთი კარგი და განუმეორებელი რამ არის რომ მთელი მსოფლიო პირდაღებული უნდა დავტოვოთ მისი „აკადემიურობით“, შემიძლია დავასკვნა რომ რაც აქამდე ქორწილებში თამადები მინახავს, მათ ეს „აკადემია“ დაუსწრებლად ააქვთ დამთავრებული და “მსმენელის” დიპლომს დასჯერდნენ.
სამაგიეროდ შემიძლია თამამად განვაცხადო რომ ქართული პოეზიის პროპაგანდაში თამადებს საკმაოდ დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. დიდი სიამოვნები ჩამოგითვლით მინიმუმ შვიდ ლექსს რომელიც საშუალო დონის, თავმოყვარე თამადის არსენალში აუცილებლად მოიპოვება.
მაშ ასე. შესანიშნავი შვიდეული (პოეზია) :
1. სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ და მისროლია ისარიიი...
რაღათქმაუნდა. ყველასათვის კარგად ცნობილი სტრიქონები. და სად მოგისმენით ისინი ყველაზე უფრო მეტად და ვისგან? რათქმაუნდა ფეხზე წამომდგარი, ღიპიანი და ყანწიანი ბიძისაგან.
არ გავცვლი სალსა კლდეებსა სხვა ქვეყნის სამოთხეზედააა...
პატრიოტიზმის ფოიერვერკი. არადა თამადას მინიმიუმ შვილი, მინიმუმ საბერძნეთშია.
2. უფლის ციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთიიი...
და რაღათქმაუნდა წინაპრები. მინიმუმ ფარნავაზიდან და მაქსიმუმ ზეზვასაგან და მზიასაგან აქეთ მოყოლებული...
3. კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი...
ოჰოჰოოო. დრთოდეთ მტრებო. ამ ყანწ დავლევტ და მერე ოჰოჰოოო...
4. უსიყვარულოდ არ არსებობს თვით სილამაზეეე...
და რათქმაუნდა მეფე დედოფალი ცეკვავს მომღერლის შეძახილის ფონზე (ამ სილამაზეს გაუმარჯოს ხალხოო) თამადა იცრემლება
5. ბინდის ფერია სოფელიიი...
და მობლების სადღეგრძელო. არიქა სანამ ცოცხლები არიანო
6. და თუ სიცოცხლე ასე ნავაროობს...
და ცოლები ჰალსტუკ შეღეღილ საცეკვაოდ ატეხილ ქმრებს სკამებისკენ ექაჩებიან
7. წუხელის ბიჭი დაბადებულააა...
მეფე-დედოფალი წასასვლელად ემზადება...
მართალია კიდევ ბევრი ლექსის გახსენება შეძლება (თქვენც გაგახსენდათ ხო?) მაგრამ მე აუცილებლი მინიმუმი ჩამოვთვალე. ეს რაც შეეხებოდა პოეზიას. (პროზისთვის არავის არ ცხელა რათქმაუნდა) და თქვენის ნებარტვით გადავიდეთ სიმღერებზე.
ჩამოგითვლით სიმღერებს რომელთა უცოდინრობა „კაი დამკვრელს“ არ ეპატიება.
მაშ ასე.
შენ დაუკარ:
- ქაქუთში ჩამოიყვანეს...
სიმღერა რომლის მღერის აუცილებლობას კი არა და მიზანშეწონილობასაც ვერაფრით ვერ აღვიქვამ. ტექსტი სადაც მოთრობილია თუ როგორ უსირცხვილოთ კოცნის დედოფალს მაყარი და მერე წყაროსთან რომ დახოცეს ერთმანეთი. რატო უნდა მიუძღვნა ადამიანმა მეფე დედოფალს?!
- თეთრი რაში არ დადგამს უნდაგიირსს...
სიმღერა რომლის ტექსტი არანაირ კავშირში არ არის სადღეგრძელოსთან არც უნაგირით, რომელიც რაშს არ უნდა. არც სუეციდის იდეით აღტკინებული გედით. მხოლოდ ერთი ფრაზააა აქ რომლის გულისთვისაც მას თამადის წარდგინებისას მღერიან. „ეგ ფიალა უყვარს უფალ თამადას, მიართვით, მიართვით“... ესეიგი სიმღერაც თამადაზეა
- ვაგონი მიქრიიიის....
სიმღერა რომელიც ალკოჰოლის მიღებისას მიღწეულ კონკრეტულ დონეს გამოხატავს.
- моя мулатка ....
დარცხვენილი გოგონების საცეკვაოდ გამოსაწვევი ყველაზე კარგი საბაბი.
- ех одесса...
სიმღერა რომლის არა ქართულობაში უკვ ვერავის ვერ დაარწმუნებ. ვერც თამადას და ვერც მაგიდებ შუა, ხელი-ხელ ჩაკიდებულ, მორბენალ მოხტუნავე „ოდესელებს“.
- მარჯანჯა...
ახალგაზრდებო გეყოთ ბორიალი. გაიწიეთ. ძველი ლომები მოვდივართ. (ღიპების აღლუმი)
7. ზოგი უბერავს ასეე...
ქეიფი კულმინაციას აღწევს. სუფრაზე მხოლოდ ჯონჯოლია დარჩენილი
8 . день поведи …
სიმღერა რომელსაც სიძის მეგობრები, დარცხვენილ დედოფალს მიყრდნობილ სიძეს უძღვნიან და ქანქარიას სიხარულზე მჯობნი ჟინით მაშირებენ უკვე დაცარიელებულ საცეკვაო ფართზე.
დაამატეთ ცოტათი იმპროვიზაცია, ცოტათი დაუწიეთ თამადის მიკროფონს, ცოტათი მეტი თავისუფლება და მსოფლიო საოცრება „აკადემიური ქორწილი“ შედგება.
აქ არ მომყავს ისეთი ფრაზების ჩამონათვალი როგორიცაა :“, „ვორ - ვორი ჭიქით თუ შეიძლება“, „ აქეთ ისროლე გოგო მაი თაიგული აქეეთ“, „ბიჭო მხარი რატო გამკარი ეე..“, „ვაიმეე სიძეს სცემეენ“, „ ასე არ ჯობია? რა გვაქვს საჩხუბარი“, „ ერთი წუთით ბატონო თამადა, ერთი მეც მათქმევინეთ“, „ეს სიმღერა...სიმღერაა...რა..., ეძღცნება...ძღვნება...ვნება....“, „ აეე, დღეს მიწისძვა იქნებაა.. ხიხიხიი“..
ერთი სიტყვით.. კი გვაქვს რაღაც გამორჩეული. გამორჩეული აკადემიური...
ლოოოლ
ReplyDeleteარ დავინახო სადღეგრძელო გეთქვას, ამ პოსტს გაგახსენებ იცოდე!!!! :DD
მწვანილის და ხაშლამის სუნი მეცა! :DDD
სადღეგრძელოს გააჩნია. სამი ჩ-ს სადღეგრძელო თუ დაგალევინე მაშინ დამაყარე ჯონჯოლი :)
ReplyDeletebolo postebi ise momewona rom RSSshi dagamatet da vnaxot rogor gaagrzelebt :)))))
ReplyDelete:) shevecdebit yvelanairad ;)
ReplyDeleteმალადეეეეეც :))))))) მეორე ეტაპმა უფრო მომხიბლა და ვიხოხიალე ისე კარგად ვიცინე :D რას იზამ სამწუხაროდ შეიცვალა თამადაც, ზოგი ამასაც გლობალური დათბობის მიერ მოტანილ პრობლემად აღიქვამს :)))))) შეიცვალა თამადის კრიტერიუმები, ეხლა არის: დიდი ღიპი, მჭახე ხმა :D და დიქტატორული ნიჭი :))))))
ReplyDeletePS. აი ზუსტად მანდ ჩამოთვლილი მიზეზების გამო და არის კიდევ ბევრი მიზეზი თუ უკვე ტრადიცია რის გამოც არ მხიბლავს ხშირად ქორწილებში სიარული თუმცა ვყოფილვარ რამოდენიმე ქორწილში სადაც ძალიან მოვიხიბლე იმით რომ თამადა თამადობდა :)))))
რათქმაუნდა არიან მართლაც ძალიან კარგი თამადებიც(აკადემიური). მაგრამ ჩვენთან ძირითადად იმას ნიშნავენ თამადად ვინც ბევრს სვამს და გაჰყვირის.
ReplyDeleteჰო ზუსტად ეგრეა, სამწუხაროდ ეგ უმეტესობა ალბათ 99%-ს შეადგენს :(
ReplyDeleteალბათ ისიც მოგეხსენებათ რომ მსოფლიოში "ყველაზე კულტურული ერი ვართ" და შესაბამისად "ძალიან კარგი" კულტურა ჩამოყალიბდა, დაძალება :))) გინდა თუ არა დალიე! სანამ საცივში არ ჩაყოფ თავს მანამდე უნდა დალიო :)))თუ არ დალიე ე.ი. უპატივცემულობაა და თუ კონკრეტული ვინმეს სადღეგრძელოა და ბოლომდე არ დალიე ეს ხომ ვსოოოოო არ აფასებ და პატივს არ ცემ :D :))
PS. მერე მოგიყვები დათო, აქეთ როგორ იციან თამადობა :)))) უფრო სწორად თამადებს ქირაობენ და რაუნდა შეასრულოს აი მაგას მოგიყვები :))))
magaria, bevri vicine, magram chemi azrit, qartuli qorwilebi odnav daixvewa:))))
ReplyDeleteდაიხვეწება აბა რას იზამს. დროს თავისი მოაქვს რაც არ უნდა ვიბრახუნოთ მკერდზე ხელები :)
ReplyDeleteლოლ
ReplyDeleteნამყოფი ვარ მე ისეთ ქორწილში, მარჯანჯა-მაიამულატკა სიმღერებით და რამე :D :D :D ხალხი რომ დათვრება, ვიღას ახსოვს ჯიმ მორისონი, come on! :D