Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ice wine-ი და ვაშლი

ice wine-ი და ვაშლი
დღეს 14 მაისია.







  როცა დაბადების დღეზე მიდიხარ ცდილობ იუბილარს რაიმე ისეთი აჩუქო რაც გაუხარდება. წინასწარ გამოთვალო, შეურჩიო, გამოიცნო ის რაც მისთვის სხვა თუ არაფერი მისაღები მაინც იქნება. მერე კი მიიღო სიამოვნება იუბილარის ღიმილისგან, როცა გაირკვევა რომ საჩუქარმა სწორედ ისეთი რეაქცია მოახდინა როგორსაც ელოდი.


  ეს შემთხვევა გამონაკლისია. მას არ სჭირდება ლამაზად შეფუთული საჩუქრები. არც სახელდახელოდ მომზადებული სუფრა. ალბათ იმიტომ რომ ჯერ პატარაა! ის ჯერ კიდევ იდგამს ფეხს. თუმცა არა მგონია რამოდენიმე წლის მერე სხვანაირად იფიქროს. მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი მისით კმაყოფილი სტუმრია. რა ქნას. ჩემგან განსხვავებით მას უყვარს სტუმრიანობა. დაახლოებით ერთი წლის წინ მკითხა. “ხო, კარგი მაგრამ რა უნდა ვთქვა”-ო. მართალი გითხრათ ზუსტი პასუხი არც დღეს ვიცი ამ კითხვაზე. მოყევი მეთქი რაიმე საინტერესო. ოღონდ ისეთი არა რაც პოლიტიკას და ასეთ რუტინულ, მლაშე თემებს ეხება მეთქი. კარგიო შემპირდა. ოღონდ არ ვიცი როგორ გამომივა და შენ მაინც აქ იყავიო. კი მეთქი. იმასაც დავპირდი თუ სადმე წავალ წაგიყვან მეთქი. მაგრამ არსადაც არ წამიყვანია. არც მე არ წავსულვარ. ჯერ პატარაა. ან ვის დავუტოვო.

თავიდან მორიდებული იყო. პირველად სიტყვის თქმაც კი მოერიდა და ფოტოებს ამოეფარა. მერე ნელნელა გათამამდა. მერე გაიტლიკა და ატიტინდა. მერე ცოტათი შეძახებაც დასჭირდა თორე დაუკრეფავში გადადიოდა. ზოგჯერ ყველაფერზე ყვებოდა, ზოგჯერაც დიდხანს დუმდა. წუწუნიდან ხარხარამდე ბევრჯერ უმოგზაურია და უკანაც. მაგრამ ერთია, ყოველთვის ეძებდა პოზიტივს და გამოსავალს. ჩემზე უკეთ პოულობდა კიდეც.

თითქმის ყოველ საღამოს ვხვდებით ერთმანეთს. ის სხვაგან ნანახს მიყვება, მე ჩემსას ვუზიარებ. თუ რაიმე მოეწონება მერე თავად ყვება სვაგან. გემოვნება ერთნაირი გვაქვს. დიდად მის გამო არ ვდაობთ. ახლაც ერთი ბოთლი ice wine-ი, ვაშლი, მუსიკა და ჩვენ. ჯერ მარტო ჩვენ ვართ.


მოდი. უკვე დროა. შენ გაგიმარჯოს. დიდი მადლობა რომ ხარ. შენთან ერთად რაღაც ახალი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. ახალი, საინტერესო და მგონი არანაკლებ მნიშვნელოვანიც. შენით ბევრი რამ ვისწავლე. ახლაც ვსწავლობ. ხშირად გაფუჭებ, მაგრამ მერე მპატიობ და მეც ვცდილობ გამოვასწორო. ასე თუ ისე ამ ხნის მანძილზე საკმაოდ ბევრი მეგობარი შევიძინეთ. ვიცი როგორ გიხარია ხოლმე მათი ხილვა. ხშირად მსმენია მათგან შენზე ქათიანაურიც, რაც ძალიან მიხარია. იმედია კიდევ ბევრჯერ გამახარებ. გიცქერ როგორ იცვლები. შენთან ერთად მეც ვიცვლები. რაღაცეები რჩება, რაღაცეები არა. მაგრამ წინ იმდენი საინტერესო რამ გველოდება რომ წარმოდგენაც მიძნელდება. მთვარეულებს ძალიან უყვარხარ. კარგია რომ ხარ. კარგია რომ იქნები. გილოცავ დაბადების დღეს.

დღეს ჩემი ბლოგის დაბადების დღეა. 

7 comments:

  1. გილოცავ, მრავალს დაესწარი.. :)

    მე ერთ–ერთი ყველაზე პირველი მკითხველი ვარ.. :)

    ReplyDelete
  2. :) გაიხარე. თან პირველი ვინც მომილოცა ;)

    ReplyDelete
  3. gilocaaaaaaaaaav :) sul eseti saintererso yopiliyos sheni blog!!!! warmatebebs gisurvebt :* elene

    ReplyDelete
  4. ra lamazi dgea, ra lamazi dgea imitom rom dges sheni blogis dabadebis dgeaaaaa :)))
    gilocav daT , dzalian miyvarxar shen da sheni blogic

    ReplyDelete
  5. 1. რა მაგარი სიმღერაა, ვტკბები.
    2. აისვაინი რა არის? Icewine??? :D

    3. HAPPY BIRTHDAY!!! ვერ წარმოიდგენ, როგორ სჭრდებოდა შენნაირი ბლოგი საქართველოს, I love it.

    ReplyDelete
  6. მართლა ძალიან ტკბილი სიმღერაა. ყინულის ღვინო მქონდა მხედველობაში ice wine :D
    ჩავასწორე ;)
    დიდი მადლობა. საქართველოს არ ვიცი მაგრამ თქვენ რომ გაინტერესებთ ეგ ძალიან მახარებს!

    ReplyDelete
  7. გილოცავ ბლოგუნიას დაბადების დღეს :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]