Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ჩავაგამოფენეთ

ჩავაგამოფენეთ
კვირა მიიწურა. რომ გითხრათ ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენებით იყო სავსე მეთქი, ტყუილი იქნება. იყო საინტერესო რაღაცეები, მაგრამ... თუმცა რატო. ბათუმმა ექსპო ჯორჯია 2010-ს უმასპინძლა. წელს ყინულის სასახლეს ერას მოედანზე საგანგებოდ გაჭიმული "სეფა" ამჯობინეს და კარგიც ქნეს. პავილიონის ქვეშ მოყოლილი მომღერალი შადრევანიც მოხერხებულად გამოიყენეს. ვნებები მოუთოკეს და პატარა, წყნარ შადრევნადაც აქციეს. მედეასგან ოქროს საწმისი ითხოვეს და იქვე ჩამოკიდეს.
ხალხის სიმცირეს ნამდვილად არ უჩიოდნენ. ჭიანჭველებივით ირეოდნენ დამთვალიერებელები. ხარბად ეტანებოდნენ სხვადასხვა ფირმის სტენდებს და ბუკლეტებით, ფლაერებით, კალენდრებით, კალმებით და ბლოკნოტებით დამძიმებულები მიიწევდნენ მომდევნო სტენდისკენ. რაც უფრო სქელი იყო და ფართე ბუკლეტი მით უფრო სასურველი იყო მისი დაუფლება, რადგან პავილიონში სიცხის და უჰაერობის გამო მარაოს ფუნქციას უკეთ ასრულებდნენ. დროდარო ხალხი გარეთ გამოდიოდა, ჰაერზე. აქ კი სახელდახელოდ გამოწყობილი თურქი, აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი მომღერალ მოცეკვავეთა ჯგუფები იყვნენ ჩასაფრებულნი. ერთნი ერთს ცეკვავდნენ, სხვები სხვას მღეროდნენ. მოკლედ საკმაოდ კარგი სანახაობა იყო სანამ თურქეთის წარმომადგენლება არ გადაწყვიტეს რომ მათით ზალიან მოვიხიბლე. სადაც მივიდოდი იქ მოგროვდებოდნენ, ჩასჭიდებდნენ ერთმანეთს ხელს და წავიდააა... ასე გაგრძელდა პავილიონის შიგნითაც.
ბოლოს როგორც იქნა ჩამოვიშორე. რიგებს გავყევი. ზარაბხანასთან დამთვალიერებლების თვალები და გამოფენილი სამკაულები ერთნაირად ბრწყინავდნენ და ელვარებდნენ. ერთ კუთხეში შეყუჟული ბათუმის ნობელის, მახარეცოდნეობის და არქეოლოგიური მუზეუმები დამთვალიერებლებზე ნადირობდნენ. საღამოსთვის "მხარეცოდნეობამ" და "ნობელმა" ხელი ჩაიქნიეს, " თუ უნდათ თვითონ მოვლენო", სკამებზე მიესვენენ და არქეოლოგიურს დაუთმეს არენა. მაგრამ ხალხს უფრ კბილგასაკრავი აინტერსებდა. ამიტომაც გაცილებით ბევრი მნახველი ეტანებოდა რიგს სადაც დამხდურები შოკოლადის დაგემოვნებას, ღვინის დაჭაშნიკებას, რძის პროდუქტების მოსინჯვას და წვენებით გაგრილებას სთავაზობდნენ. თუმცა ამ რიგის ბოლოს ასე გემრიელად აწყობილ "ლოგიკურ ჯაჭვს" თურქული, ძალზედ უგემური და არაკალორიული მეთლახი ამთავრებდა.
ყველა ცდილობდა თავისი პავილიონით დაეინტერესებინა კლიენტი. არიქა აქეთ, არცვეულებრივი სასტუმრო. აქეთ ტიხრული მინანქარი, აქეთ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, აქეთ, აქეთ და რაღათქმაუნდა ისევ ფლაერები, ბუკლეტები.. "ა, უკაჩრავად, თქვენ უკვე მოგეცით?!"

საინტერესო რამ შემოგვთავაზა ეარ ბათუმმა. არა, თბილისიდან ბათუმში მგზავრობის 19 ლარიანი ტარიფი არ მაქვს მარტო მხედველობაში. მომხიბვლელი გოგონა ამ საკმაოდ კარგი ამბის მაცნე ფლაერებთან ერთად მილიონიანი ღიმილით გვთავაზობდა ქინძისთავზე მიმაგრებულ თილისმას, რომელიც ავი თვალისგან დაგვიცავდა. დარწმუნებული ვარ მგზავრბის დაცვის ანალოგიური საშუალება არც ერთ ავიაკომპანიას არააქვს. გაიკეთე და მშვიდობით იფრინე. საინტერესოა ეს მხოლოდ ბილისი ბათუმის რეისზე ჭრის თუ?....

ერთი სიტყვით, მართლაც კარგი სანახაობა იყო. გაცილებით ჯობდა წინა წლებში მოწყობილს. უკეთ იყო ორგანიზებულიც და დაგეგმილიც. დღეს ის უკვე დაიხურა. ხვალ ნელ ნელა გაწმენდენ ერას მოედანს, გაათავისუფლებენ შადრევანს, დაუბრუნებენ მედიკოს საწმისს და უკვე საზაფხულო სამზადისს შეუდგებიან. ჭირვეულად, მაგრამ ზაფხული მაინც მოდის.

ასეთი იყო კვირა დღე. ცოტათი დამღლელი, მაგრამ მაინც სასიამოვნო.ჩავაგამოფენეთ, ჩავამასპინძლეთ, ჩავინიშნეთ. კარგი იყო, კარგი.

9 comments:

  1. საინტერესო შენაძენებიც გავაკეთეთ ბოშო...

    ReplyDelete
  2. ნამეტანი კაი გიქნიათ :)

    ReplyDelete
  3. დიიიდი მადლობა :)

    ReplyDelete
  4. ძალიან კარგი რომ განაგრძეს ეს პროექტი და მითუმეტეს თუ დახვეწეს... :) ისე და ეს მართალი ინფორმაციაა ავიაკომპანიამ, სამარშუტო ტაქსებსაც რომ "დაუკონკურენტა"? :) კაია ეგრე თუა და თილისმა ალბათ 19 ლარში შედის ლოლ :)) ფოტოები გექნება გადაღებული და დადე მაინც თვალსაჩინეობისთვის :)

    ReplyDelete
  5. ხო, მართლა კარგი ფასია 19 ლარი. მაგრამ 19 დან იწყებაო და ეგ არ ვიცი ერტი ადგილი აქვთ მარტო გამოყოფილი თუ რიგი :)

    ReplyDelete
  6. ინტერესისთვის რომ დარეკო და კითხო ბილეთი თუ არისო სავარაუდოთ ყოველთვის გაყიდულიაო გეტყვიან 19 ლარიანიო :D თუნდაც პირველმა დარეკო :)))

    PS. მისასალმებელია ეგ ფასი თუ იქნება თუნდაც საწყისი ))

    სხვას რას გვთავაზობდნენ რაიმე საინტერესოს?:)

    ReplyDelete
  7. dajashvna yoveltvis sheizleba ;)
    www.airbatumi.com

    სხვაზე რა გითხრა... დიღმის ხიდთან არ აჩერებს და ეგ ტეხავს :)))

    ReplyDelete
  8. მანდ თუ არ აჩერებს მაშინ ვერც ვერადროს ვერ "დაუკონკურენტებს" მარშუტკებს :| : )))

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]