20.04.2010

ღრუბელთა კარიბჭე

ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე. გადავწყვიტე რომ აქ გამეკეთებინა ჩანართი სადაც ყოველ კვირას, პატარა ექსკურსიას მოვაწყობდი ჩემს საყვარელ სამყაროში რომელსაც სახვითი ხელოვნების სამყარო ქვია. აქ იქნება ყველაფერი რაზეც  ჩემი ყურადღება შეჩერდება და რასაც თქვნთვის გასაზიარებლად გავიმეტებ. მართალია თავიდან ამას ჩემს სხვა ბლოგზე, ჩარირამაზე ვაკეთებდი. მაგრამ აქაც არ იქნება ურიგო. ("სირბილიც" არ მოგიწევთ)

მაშ ასე. დავიწყოთ ძალიან საინტერესო ქმნილებით



ეს უცნაური სკულპტურა რამოდენიმე წლის წინ, ჩიკაგოს მილენიუმ-პარკში დადგეს. მის პრიალა ზედაპირზე  ირგვლივ არსებული სამყაროს ალმაცერა ანარეკლი სჩანს.


 ეს ინდოელი მოქანდაკის, ბომბეელი ანიშ კაპურის ყველაზე ცნობილი ქმნილებაა. მისი სახელწოდება "ღრუბელთა კარიბჭე" გახლავთ.


162 -ი უჟანგავი ფილადის ერთმანეთზე დადუღებული და გაპრიალებული ქმნილება მართლაც რომ მომაჯადოვებელია.


მისი შექმნიშ იდეა მოქანდაკეს ვერცხლის წყლის წვეთის ფორმებით ტკბობამ გაუჩინა. "ღრუბელთა კარიბჭედ" ჩაფიქრებულ ქმნილებაზე მუშაობისას აზრადაც არ მოსცლია რომ მის სკულპტურას ჩიკაგოს პარკში ლობიოს დაარქმევდნენ. თუმცა ამის გამო მას მშვნიერება ნამდვილად არ მოკლებია.


 მისი წონა 99,8 ტონაა, 10 მერტი სიმაღლეში, 20 სიგრძეში და 13 სიგანეში. თავიდან ავტორი ვარაუდობდა მისი იდეის განხორციელებას 6 მილიონ დოლარი ეყოფოდა, მაგრამ ამ ციფრმა 22 მილონამდე მიაღწია. თუმცა დამეთანხმებით რომ მის შემხედვარე ფულზე ნამდვილად აღარ ფიქრობ.


დიდი სიამოვნებით ვიხილავდი თუნდაც მიმსგავსებულ ქმნილებას საქართველოში.

Post a Comment

5 комментариев:

  1. სასწაული :) თითქოს ციდან გიგანტური წვეთი ჩამოვარდა და კრისატალად გარდაქმნილმა ასეთი ფორმა მიიღო :)

    ОтветитьУдалить
  2. ძალიან მაგარია.
    მეც სიამოვნებით ვნახავდი რამე ესეთს თბილისში, თუმცა ჩვენთან ჯერ ისევ ცხენიანი კაცებია მოდაში.

    ОтветитьУдалить
  3. ჰმ, რა მატერიალით აკეთებენ?

    ОтветитьУдалить
  4. უჟანგავი ფოლადი ყოფილა. ძალიან საინტერესო რამეა. არ ვიცი ჩვენ რომელ ქალაქს დაამშვენებდა ესეთი ქმნილება. მე უფრო მეტროპოლისებში ვხედავ მის ადგილს.

    ОтветитьУдалить
  5. კი, მართლა საინტერესო რამაა. ქალაქს გააჩნია, მართალი ხარ

    ОтветитьУдалить

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!