Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მზე არსებობს თურმე, თან ათბობს...

მზე არსებობს თურმე, თან ათბობს...
დღეს პირველად გავხდი იძულებული პიჯაკი გამეხადა და ხელით მეტარებინა. ეს უცნაური შეგრძნება ბუნდოვნად მახსოვდა. აი ის შემთხვევა იყო, როცა გაგახსენდება, გესიამოვნება და სიამოვნებისგან გაგეღიმება. სწორედ ასეთი ღიმილით დადიოდა დღეს მთელი ბათუმი.
ის დღე იყო, სამსახურში, ოთახში გამომწყვდეულს რომ არ გინდა ყოფნა და რედაქტორები რო გარეთ დასდევენ ჟურნალისტებს "გეყოფა, შემოდი"-ო. დღეს კიდე ვერ მოვახერხე. მაგრამ აი ხვალ... ხვალ გავალ ბულვარში. ზღვის პირას დავჯდები და გავისუსებიიი.... არა, რა გარუჯვა... უბრალოდ გავთბებიი. თან ზღვაც ისეთი წყნარიაა. იმედია ხვალ არ გადაირევა.

თუმცა ვნახოთ, ამასწინად რო გავედი ველოსიპედისტებისთვის სავალ ბილიკს აკეთებდნენ და გადათხრილი იყო ყველაფერი. მაშინ?! ა, მაშინ მწვანე ბარში მივალ. ღია აივანზე დავჯდები აი იქ დავლევ ყავას. ოო, კარგია. ლუდისთვის ჯერ ადრეა. ლუდი აი მაშინ. მზე რო დააცხუნებს და ქოლგის ჩრდილი ყველაზე სასურველ ადგილად რო იქცევა ქვეყანაზე. ლუდის დაცვარული კათხის შეხებაზე კი შვება მოდის. აი ლუდის ქაფის ქვეშ კი მმმ... კარგია ზაფხულიი...

ეჰ, მანამდე კი მოთელვა უნდა ჩავატარო. მაგრამ არაა... ლუდი მანამდე მე პირადად დიდად არ მხიბლავს. მე მგონი მასაც მისი დრო აქვს. ისევე როგორც საშობაო ღვეზელს, სააღდგომო პასკას და საახალწლო ხალადეცს. ზოგი იტყვის იყოს და ყოველთვის კარგიაო. მარამ რა ვიცი. მგონი რომ თავის დროზეა კარგი ყველაფერი.
ხვალ მაინც კარგი დრე უნდა იყოს. მე ასე მინდა. ხვალ გაზაფხულის მზის მთავარი პრეზენტაცია იაქნება. ( თუ არ გაგიჟდა ხვალ ამინდი და თავსხმა წვიმა არ დამასხა).
აი ველო ტრასასაც დააგებენ და მერე გავხედნი ჩემს ორთვალა ველოს. კარგა ხანია არ ვმჯდარვარ. ალბათ თავბედს ვიწყევლი პირველ ჯერზე. მაგრამ მაინც კარგია. გავყვები ახალ ბულვარს და მერე...
ისე ვოცნებობ თითქოს აქამდე გადაადგილება შეზღუდული ვმჯდარიყავი საკანში. თუმცა ასეც იყო, ზამთარი, წვიმა, სიცივე, გუბეები, თბილი ქურთუკი, სველი ფეხები, გაყინული თითები, წაწითლებული ცხვირი და ქოლგის ქვეშ შემალული ქალაქი.
 ახლა?! ახლა საგაზაფხულო "ამინისტიაა" ყველასთვის ვისაც უყვარს მზე, ხეტიალი, ზღვა, ლუდი, ყავა... და ასე შემდეგ.
უჰ.. ეს ყველაფერი ხვალიდან.
მზე არსებობს თურმე, თან ათბობს...

4 comments:

  1. დღეს პირველად ვთქვი უარი სამუშაო დროზე და გადავწყვიტე ცხრა თვალა მზეს შევწრყმოდი...იცით როოგრ გავთბი, რო გაირინდები სიამოვნებისგან ისე :)
    მე ველოდები ზღვას, მარწყვს და ნაყინს და რა თქმა უნდა მუდამ კიდევ ცხრა თვალა მზეს...

    ReplyDelete
  2. მარწყვი არა, მაგრამ ნაყინი-კიიიი

    ReplyDelete
  3. davit umagresi amindia martlac-arc gacvimebula da amindic ar gadareula :)))))))) gios veliks vetxovebi da ertad cavidet :D axal dagebul bilikze -roca iqneba :) male ninucas gaigvidzebs da ertad cavalt saseirshoshi :D eli

    ReplyDelete
  4. ბათუმში მომინდა!..

    იმედია, ამ ზაფხულსაც მოვახერხებ ჩამოსვლას.. :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]