03.03.2010

ყავა, ჰორიზონტი და შორეთი

ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი... არა ნაღდად მახსოსვ რომ იყო. იმიტომ რომ კარგა ხანია აღარ მინახავს ასეთი უშფოთველი, მთვლემარე და მიყუჩებული ზღვა. ფერიც სულ სხვა ჰქონდა. არა ლურჯი, არა ცისფერი. ზეცის ფერი.

ჩახარშული ყავა აივანზე დადგმულ მაგიდაზე მელოდა. გაზაფხულის მორცხვი მზე მითბობდა ზურგს, გავთბი, სიამოვნებისგან გავისუსე, ცოტაც და კატასავით კრუტუნს დავიწყებდი.


 ჰარეში გაზაფხულის სუნი დატრიალდა. ეს სუნი ყოველთვის მიყვარდა. მიყვარდა როცა ნიავს  აფეთქებული ატმის კვირტების სურნელი და ტყემლის ფანტელები მოჰქონდა. თუმცა მიყვარდა რა?! ახლაც მიყვარს. აქედან იწყებოდა უძილო ღამეების დეკადა. მძინარე ქალაქის ქუჩებში უგზოუვკლოდ ხეტიალი. გამხელილი ნატვრები. ცამდე აზიდული ოცნების კოშკები და იმის შეგრძნება რომ ყველაფერი კარგად იქნება.

სიგარეტის ბიჩოკებით სავსე საფერფლე გაიტანეს. ყავის მორიგი დოზა მელოდა.

მაინც სხვა გემო აქვს ყავას რომელსაც აივანზე, ზღვის პირას სვამ. ეს ორი რამაა რაც აქაურობას გაშორებს და სადღაც შორეთში მიგაქანებს.

ზღვის ჰორიზონტი და არომატული, კარგად მოდუღებული არაბული ღვინის არომატი. ტყუილად როდი ცდილობდნენ არაბები ამ მომაჯადოვებელი სასმელის გადამალვას. ისინი ყავის მარცლების საზღვარგარეთ გამტანთაც სიკვდილით დასჯით ემუქრებოდნენ. მაგრამ ვიღაცამ გაბედა, გარისკა და დღეს აი აქ. აივანზე ვსვმამ არაბულ ღვინოს და მის გემოს, არომატს ისევ იქეთკენ მივყავარ, სადაც ყველაფერი კარგადაა.

ჰოჰ. მთვარეც ამოგორებულა. მზით გამთბარ ზურგს ჯერკიდევ დარჩენილმა ზამთრის ნესტმა მოაკითხა... აცივდა...

მზემ  გაიზმორა, ოდნავ გაფართოვდა ჰორიზონტთან და ზღვაში ჩაიღვენთა.სანაპიროს ლამპიონები აკიაფდნენ. ახლა ოცნების დროა. ჩუუუ

23.03.10

Post a Comment

1 комментарий:

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!