Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

ბოცვრების მეორედ მოსვლა

ბოცვრების მეორედ მოსვლა
უხ. დიდი ხანია არაფერი დამიწერია. თორე როცა ვწერდი ხო ვბრდღვნიდი :))
ახალი და საინტერესო ჯერ არაფერი ხდება. იმედის ბოდვა, რუსების გაპარტახება რაგბში, ეგ ყველაფერი იყო. ამაზე არაერთი დაწერილა, თქმულა და კიდე დიდხანს იტრიალებს ეგ თემები. მე კი მზის შითბო მომენატრა. აი ისეთი, ჩრდილის ფასს რომ გაგახსენებს.
გუშუნ მეგობრები შევიკრიბეთ. გვინდოდა ერთისთვის პატარა საჩუქარი გაგვეკეთებინა. დაბადების დღე გადავუხადეთ რესტორანში. მაგრამ პარტიამ მოთხოვა და სხვაგან დარჩა წასასვლელი. (ოხ ეს პარიულიები...) დაბადების დღის აღნიშვნა მის გარეშე მოგვიხდა. მაგრამ ვერ ვიტყვი რომ მესამე ჭიქის მერე უმიოსბას განვიცდიდით. ის კი არა უიბილარო დაბადების დღეების იდეა თანდათან მოგვწონს. ( ეს მეორე შემთხვევა იყო ასეთი )
კარგი სუფრა, ღვინო, ბუხარი და კარგახნის უნახავი მეგობრები. ამას კარგ თამადასაც თუ დავუმატებთ, მშვენიერი საღამოს ყველა კომპონენტი იქნება.

ბევრი ვიცინეთ, ბევრიც მოვიგონეთ ბევრიც დავაბრალეთ ერთმანეთს. შიგადაშიდ თამადის მიერ ლექსებით ნათქვამი სადღეგრძელოების ფონზე მივიწევდით წინ. ლექსებმა რომ იმატა და მათთან ერთად გალაქტიონის, ტიციანის, გურამიშვილის, ლებანიძის, ფიცხიშვილის ფრაზებმაც, თამადას მოკრძალებით ვკითხე ქართული ლიტერატურის მე8-9 კლასის სახელმძღვანელოს როდის გავცდებით მეთქი. ერთი სადღეგრძელო და გადავალთ მეათეშიო. გადავედით კიდეც.
მერე კურიოზებზე გადავედით და აი აქ მომიყვეს ამბავი რომელიც დღის ამბავად თამამად შემიძლია ჩავთვალო.
"სუფრასთან ვისხედით და კურიოზებს ვყვებოდით"-მიყვება სულხანი-" გვერდით ჰოლანდიელი სტუმარი გვყავდა და გვისმენდა. მანაც კარგად იცოდა ქართული. მოვყევით ერთი,ორი, სამი ამბავი და ამ სტუმარს სახეზე ნერვიც არ შეტოკებია. ბოლოს ვკითხე, კი მაგრამ იუმორზე აცრილი ხომ არ ხარ მეთქი. არა, რო გისმენთ უბრალოდ ვხდები რომ რაც თქვენ შეგემთხვათ, არაფერია იმასთან შედარებით რაც მე დამემართაო...
მეზობელი მყავსო. ძალიან კარგი ადამიანიაო. ოჯახებით ვმეგობრობთ, ისე ვართ როგორც შიანაურებიო. ისიც კი ვიცით სახლის სათადარიგო გასაღებს სად ვმალავთო. მე ძაღლი მყავსო, იმას კიდე ბოცვერიო. ერთხელ მთხოვა, მივდივარ ერთი დღით და საღამოს ჩამოვალო. კარგი მეთქი. სახლს მივხედავთქო. წავიდა. დღე გავიდა, საღამოს ვხედავ ჩემი ძაღლი უცნაორად ფუსფუსებსო. მივუახლოვდი და ვხედავ ბუცართან წამოწოლილს წინ ტალახში ამოსვრილი მეზობლის ბოცვერი გაუგდია და ლოკავსო. მივარდდი, ძაღლი გავაგდე, დავტუქსეო მაგრამ რაღა?! ბოცვერი მკვდარი იყოვო. გადავირიეო. სად წავსულიყავი, რა მეთქვა მეზობლისთვის არ ვიცოდიო. თან სადაცაა მოვიდოდნენო. შევვარდი აბაზანაშიო. ეგ ბოცვერი დავბანეო შამპუნებითო. ფენით ისე გავაშრე ფუმფულებდა ბეწვიო და ეს დაბანილ აფუმფულებული ბოცვერი მეზობლის სახლში შევიტანეო. მის კალათაში ჩავასვენე და გამოვიპარეო...
ველოდები გულისფანცქალით მის დაბრუნებასო. ვხედავ მოვიდაო. ცოლმა კარები გააღო და სახლში შევიდაო.გავისუსეო,ველოდები კივილსო.მაგრამ ჩამი ჩუმი არ ისმოდაო.ესეც შეყვა ცოლსო...ისევ სიჩუმეო. ბოლოს მეც დავინტერესდი და თითქოსდა მათ მოსანახულებლად გადავედიო. გამეგო მინდოდა ბოლოს და ბოლოს რა ხდება რატო არ ყვირიანო...
კარები შევაღე და ბოცვერის კალათასთან გაშეშებული ცოლ-ქმარი დავინახეო. კალათას შეხედავდნენ, მერე ერთმანეთს გადახედავდნენო...
გამარჯობა მეთქი, მივესალმეო, რა ხდება რა ამბავიათქო.. გამოვშტერდი კაციო მითხრა მეზობელმა... ეს ბოცვერი ერთი დღის წიმ მოგვიკვდა, ეზოში დავმარხეთ და აროგორ აღმოჩნდა, თან ასე აფუმფულებული ვერ გავიგეო....
აი ასეთია ჩემი კურიოზიო"


დამეთანხმებით ალბათ, ასეთი ამბის გვერდით ბევრი სხვა ამბავი გახუნდებოდა...
აი ასეთია ჩემი დღის ამბავი

3 comments:

  1. :D umagresi istoria iyo:D chavbjjirdi lamis :D naxevar batums movuyevi9 dges :D

    ReplyDelete
  2. ვაიმეეეეე :დდდდდდდდ
    ერთი სული მქონდა გამეგო რას იზამდნენ ის მეზობლები :დ

    ReplyDelete
    Replies
    1. არადა .... საწყალი ძაღლი :))

      Delete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]