Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

რატომაც არა?!

რატომაც არა?!
უფ. კარგა ხანია არაფერი დამიწერია. შოკოლადის მერე ცოტა კალორიების დაწვა იყო საჭირო. ბევრი ვიხეტიალე. კი ნამდვილად ბევრი. კინოკლუბში ფილმს ვუყურე - რო გამოვედი მითხრეს ნუ ყვირიხარ ისედაც კარგად გვესმის შენიო. (ხმამაღლა გადაიღეს ნამეტანი ) კიდევ ერთხელ ვიკამათეთ შიშველი ბერძენის თაობაზე. აღმოჩნდა რომ ქართული მითოლოგიიდან მხოლოდ ამირანი იცის უმრავლესობამ და იმასაც ნაწილი პრომეთეს უწოდებს. არადა ეგ ეპოსი უფრო ადრეულია ვიდრე თავად ოლიმპი თავისი ბინადრებითურთ. მერე კარგა ხანს ვიხეტიალეთ.
ცხვირის სიწითლეზე მივხვდით რომ ციოდა.
ყავა-ლუდიც გავიხსენეთ და და ისევ შადრევნებმა შეგვახსენეს თავი. რატო არ შეიძლება რაიმე ახალი ან თუნდაც ორიგინალური ძეგლის დადგმაო იკითხა ერთმა... რა მეპასუხა არ ვიცოდი და მხრები ავიჩოჩე. არადა მართლა რატომაც არა?

თუნდაც ასეთის.



ასეთი საწყალი ფაქიზოც კაი იქნებოდა.
კარგი თუ მაინც და მაინც მკერდიდან გადმოდენილი შადრევანი გვინდა....


:)

თან დღეს საკმაოდ გრადუსში მყოფი ჯეელების ტელეფონზე საუბარსაც შევესწარი. "სად ვარ და ახლა ვნახეთ მე და ჯაბამ ნეპტუნის ავლა დიდებაო" ამაყობდნენ :)
ეჰ. კიდე კაი თუჯისაა თორე სლოკინით მოკვდებოდა ეგ საწყალი :)
პ.ს. სულ მალე მცირე მონახაზს დავდებ ქართული მითოსის წარმომადგენლებზე. ეს ისე. რო იცოდნენ რომ გვყავს ;)

4 comments:

  1. ტკივილი მედეაა. ეგ სირცხვილია :))))

    ReplyDelete
  2. მედეაც და ნეპტუნიც დიდი იმედი მაქვს რამდენიმე წლის შემდეგ ადგილს შეიცვლიან. დათო, რას გეტყვი იცი, არ უნდა აქ ასეთი ქანდაკებების გამოფენა და იდეების მიწოდება, თორე ეშმაკს კი არადა მერიას არ სძინავს, ხომ იცი.

    ისე რაღაც ორიგინალური, მართლა საინტერესო ქანდაკებები დადე, შეგიძლია უბნების და სკვერების მიხედვითად გაანაწილო, საინტერესო იქნება შენი ვერსია.

    ReplyDelete
  3. :D კარგი იდეაა ისე ;)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]