Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მალე

მალე
წინა თემა საკმაოდ მძიმე გამოდგა. ამიტომ გადავწყვიტე რაღაც, შედარებით მსუბუქი, ან მსუბუქად დამეწერა… ვნახოთ. დასაწერად 20 წუთი მაქვს. მერე გავდივარ. როგორ ვიწყებდით სკოლაში? ხო თემის სათაურით. აბა ბავშვებო. მალე გაზაფხული მოვა…





მალე გაზაფხული მოვა. დათბება. ბოლოს და ბოლოს ნორმალურად გაისეირნებ. ოხ,ხო,ხო.. გამოამზეურებენ გოგოები გარდირობს. ზოგს სული წასძლევს და ცოტათი ნაადრევად
წაუდეკოლტებს. მერე რა, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. ერთი ორი დღე იშხლიპინებს და მერე ისევ მოდის სამსხვერპლოზე დადებს თავს. დაიწყება დიეტომანია. ჩუმად სასწორზე ზედმეტი კგ-ს შემოწმება, ექვსის მერე არ ჭამა და მერე ახალ ჯინსებში ჩაკვეტებისგან გამოწვეული ბედნიერება. არა გაზაფხული მაინც სვხვაა. ის უფრო რომანტიულ განწყობას გიქმნის. მომრვლდება ზღვისპირზე გამორიყულ თევზებსავით ჩამალული წყვილების როდენობა. საღამოს კიდევ კარგი. მაგრამ ღამით იქ სიარულს “უმიზეზოდ” ყველა ერიდება. დიდი ალბათობაა იმის რომ ვინმეს საუკეთესო შემთხვევაში ჩაენაცვლები, ან კიდე თავზე, უკეთეს შემთხვევაში ფხზე გადაუვლი. ვისაც გამოუცდია ეგ გამიგებს. მერე ეს უხერხული აღმოჩენები… შეენ?! აა,ხო კაი.. და მხრების უხერხული აჩეჩვით გაცლა.
ზაფხული უფრო სხვაა… აი ზაფხულში რადიკალურად იცვლება ყველაფერი. მზის სიმხურვალე თავისას შვება. რაც გაზაფხულზე ნელ-თბილად გამოიხატებოდა ზაფხულში შადრევანს ასწრებს. გაიხსნება სეზონური ღამის კლუბები. დაკუნთული, უკისრო და შუბლა დაცვა ჩადგება კარებში და დაიწყება ეგრედ წოდებული ფეის კონტროლი. ეგრედ წოდებული იმიტომ რომ ჩაცმულობის მიხედვით იქ იშვიათად თუ ვინმე არ შეუშვან. ყველა ყველას იცნობს და ყბაზე კოცნით,იქვე ზურგზე მოთატუნებით ნებისმიერ კლუბში შეხვალ. მაგრამ დაცვა რა დაცვაა თუ არ გაგჩხრიკა. მაგრამ ქართველი დაცვის თანამშრომელი სულ სხვაა. ყველაზე იოლად ბიჭები ვიჩხრიკებით ქამარზე შემოგვაფათურებენ ხელს. გულრწფელად გვკითხავენ -დანა გაქ? ეტყვი არა და სწამთ. მაგრამ გოგოებს გულდაგულ ჩხრეკენ. მერე რა რო თითქმის ქამრის გარდა არაფერი აცვია. რა იცი? დაცვაა და მოვალეა შეამოწმოს.
უკვე შეხვედი. აღმოაჩენ რომ საპირფარეშოსთან უფრო მეტი ადამიანია ვიდრე დარბაზში. როგორც წესი ბიჭების რაოდენობა გააცილებით აღემატება სუსტი სქესის წარმომადგენლების რაოდენობას.  ხოლო იქ მყოფი მანდილოსნებისგან მხოლოდ 30 პროცენტი ცეკვავს. თუ ვინმე ადგა ეგრევე ექცევა ბიჭების წრეში და წავიდაა… მერე როგორც წესი ეს გოგო დინამიკთან ახლოს მიდის და უკვე მას ეცეკვება… თუ დააკვირდები მიხვდები ვინ ითხოვს ყურადღებას და ვინ არა. რაც უფრო მეტად ითხოვს გოგო ბიჭის ყურადღებას მით უფრო ნაკლებად მოსავს სამოსი. თუკი მაისურს ან შარცალს ბრენდის უშველებელი წარწერები ამშვენებს, შესაბამისად ამ სამყაროში ახალი ხილი ხარ. თუ კი შენს მაისურს ინგლისურ ენოვანი, პატრონისთვის თუ გინდ გაუგებარი წარწერა ამშვენებს ( ცენზურის დარღვევა მისასალმებელია) მაშინ რაღაც კაი ტიპი ხარ. კოქტეილისთვის თუ ფული არ გყოფნის და მხოლოდ ლუდზე მოგიგროვდა ფული შეეცადე “საწრუპავით” მაიც დალიო. ისე მაგარი სანახავია არგის ბოთლი ჩხირით… მთავარია საკმაოდ ბნელოდეს… რომ არ აღმონდეს რომ ვიღაცის ძმის დას ეცეკვები
როოგორც წესი ყური გტკივა. ვისაც რაიმე სათქმელი აქვს შიგ გაყვირის. მუსიკას დიდი არსებითი მნიშვნელობა არააქვს. მთავარია რიტმი. მაგრამ ფრაზა. აუ ეგ დიჯეი ჯლიჯავს. ან აუ რა ბანძია გუშუნდელი ჯობდა. ( ან კიდე ცნობილი დიჯეის რომელიმე ტრეკის სახელი) მაინც უნდა გქონდეს მარაგში. ბოლოსკენ, როგორც წესი, ძირითადად ბიჭები აქტიურობენ და არც თუ იშვიათად გარეთ, ფიჭვნარში, ერთმანეთის ნათესაობის ჯანმრთელობის გარკვევით ინტერესდებიან.
ხოო, სასკოლო პროგრამით ეგ თემა არ ივარგებს…
ისე გაზაფხულზე დავიწყე და ზაფხულის დისკოთეკაზე აღმოვჩნდი. აი რას ნიშნავს უბრალოდ ინერციით წერა. დღეს კი ისევ წვიმს. გაზაფხული ჯერ არც თუ ისე ახლოა. მარტი წინ გვაქვს და მომდევნო თემაც. რა იქნება? ჯერ არ ვიცი… მოვა ეგეც მისით

No comments:

Post a Comment

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]