11.02.2010

გუბე

ერთი ძველი რუსული მულთფილმი გამახსენდა, “ სამი ბაყაყი” -ს ისტორია. სამი პატარა ბაყაყი თავგადასავლებისა და ახალი შეგრძნებების საძიებლად სამოგზაუროდ გაემართება. დიდი ყაყან- ყიყინის შემდეგ თავს დააღწევენ უფროსებს, მშობლიურ გუბეს დაემშვიდობებიან  და ზღვის სანახავად გზას გაუდგებიან. დიდად ორიგინალური მულტფილმია მეთქი ვერ გეტყვით. მაგრამ ის ფაქტი რომ პატარა ბაყაყებს გამბედაეობა ეყოთ გუბეს დამშვიდობებოდნენ და ზღვის საძებნად წასულიყვნენ, ძალიან მომხიბვლელი იყო ჩემთვის…
როცა მეგობრები ერთად ვიკრიბებით ხშირად გამოვთქვამთ გულისტკივილს იმის თაობაზე რომ “აი არ ხდება რა არაფერი, ნუ რამე სიახლე მაინც მოხდეს!!! არა რა, აქ არაფერი შეიცვლება”. ამ ფრაზებს მეც ვიმეორებ ხოლმე და მართლა მწამს რომ რაღაც შეიცვლება (ძალიან მიდა ) და გულით მინდა ამაში რაიმე წვლილი მეც შევიტანო. (ცოტათი მაღალფარდოვანი სიტყვა გამომივიდა. მაგრამ არაუშავს ) ჯერ კიდე ზაფხული იყო როცა საინტერესო ფლეშ-მობი დავგეგმეთ. დიდი აჟიოტაჟი ავტეხეთ, გამოგვივიდა კიდეც კარგი რამ. მაგრამ მონაწილეთა რაოდენობა არც თუ ისე სახარბიელო იყო. ვიფიქრეთ ეგ პირველია და შესაბამისად თავს იკავებენო. შემდეგ კიდევ იყო რაღაც აქციები. მაგრამ სიტყვიერი შეპირების გარდა არაფერიც არ ხდებოდა. “ვაა ამას აკეთებთ?! აუ ძაან მაგარია ე…, კი მინდა ძაან!” და აი აქ მთავრდებოდა ყველაფერი. 
შემდეგ გაგვახსენდა რომ ამავე მიზეზით ვერ იმუშავა ცვენთან ვერც ორმა კინოთეატრმა ( ნუ, ერთს ფილმის რეჟისორზე მეტი ფულის ამოღება უნდოდა სიანსზე-ეგ სხვა ისტორიაა ) ვერც თითების თეატრმა, ვერც დრამატული თეატრი ბრდღვინავს და საერთოდ რაც ხინკლის, ყავის და ლუდის არეალს სცილდება დიდად ვერ ხარობს.
მდაა ძნელია. რესტორანში მენიუც აღარ მოაქვთ, რამდენი ხინკალიო გეკითხებიან J
შეცვევაა ყველაფერი, იმდნად შევეჩვიეთ ამ ყოველდღიურ შაბლონს რომ “ტროლეიბუსუს ხაზიდან” გადახვევა დისკომფორტს იწვევს. უჩვეულოა და ცოტა არ იყოს ძნელად მისაღები. არა სიახლის მომხენი ვართ. მაგრამ ჩვენ გვეზარება, სხვამ თუ რაიმე გააკეთა და “ტროლეიბუსის ხაზს გასცდა” ვოოოი. ცოტაც და ცვლილებები არამც თუ მოგვინდება, გაგვაღიზიანებს კიდეც და ავყიყინდებით.
არადა დამყაყდა წყალი გუბეში… ან ახალი ნაკადული უნდა შემოვუშვათ. ან კიდე რაღაც უნდა მოვიფიქროთ. "ზღვა"? იმ ისტორიის თანახმად რომელიც დასაწყისში გავიხსენე, ზღვის მხოლოდ ხილვა შეიძლება. საცხოვრბლად ბაყაყისთვის გამოუსადეგარია (მაქსიმუმ უფრო დიდი და ფართე გუბე მოძებნოს ) ან მაშინ უნდა წავიდეს სანამ არ დაბაყდება… ან უნდა შეიცვალოს, რადიკალურად.
რამდენი ან ან გამოვიდა?! არადა ან ასე ან ისეა მაინც!!! :)

Post a Comment

3 комментария:

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!