გაწვიმდა. გემრიელად. ხმაურიანად. კარგა ხანია ეს ხმა არ გამოგია. ამაღამ ამ ხმის ფონზე ჩამეძინება. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს რომ ეს წვიმის ხმა იქნება და არა მეზობლის შეშინებული,ისტერიკიანი ტოიოტა პრადოს კივილი. კატის გავლაზე რომ ისტერიკა ემართება.
დღე ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი იყო.
ახლა კი გარეთ გაწვიმს. ვიხსენებ რას ვაკეთებდი ასეთ დროს. როგორც წესი ერთად ვიყავით. ან სმს-ებით ვსაუბრობდით. მაგრამ წვიმასავით გადაიარა ამანაც. სამაგიეროდ წვიმა დარჩა.
რად მინდოდა ახლა ამაზე რომ წამოვიწყე საუბარი...
არადა....არა...
მდააა.... ასეთ მომენტებში ინტერნეტის დახმარება მჭირდება ხოლმე. მეგობრებს ვეძებ. მინდა გავესაუბრო, კლავიატურაზე ჩხაკუნით მაინც. ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს ოთახის კუთხეში მიყუჩებული მარტოობა გამოძვრა, გასივდა, გაიბერა და მთელი ოთახი შეავსო. ჩემი ადგილიც აღარ დარჩა. არადა არც ერთ ქსელში ჩემი ნაცნობი სულიერი არ ჭაჭანებს. მდაა... ისევ ამ ბლიგზე უნდა ვულუღლუღო. კაი, გავერთობი მაინც.
გარეთ კი ისევ წვიმს...
მდას. მოდი მოეთრე მარტოობა ხარ თუ რაღაცა ხარ, ნუ მადგახარ თავზე. შენს სუნთქვას ვგრძნობ თხემით. მოდი კომპიუტერი ვითამაშოთ. ხო წვიმს და რა ვქნათ აბა... შენც მარტო ხარ? ხე ხეე... მოოდი.. ნუ მოიწყენ
არადა წვიმს.. იქაც ნეტა?
ეს ლექსიც რომ გამახსენდა?! ჩემი ამოკვიატებული ლექსი. ახლა უკვე ჩემი
მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ცვარი შლიდეს.
იფარავდეს შინდი
შეციებულ ჩიტებს,
შენ კი ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს...
მინდა ვიყოთ ერთად,
არა ვგავდეთ დიდებს,
გიკოცნიდე ლამაზ,
საფერებელ თითებს.
მთელი ღამე თბილი,
ხშირი წვიმით წვიმდეს,
შენ კი ჩემი დიდი
ორშაბათს გათოვდება ბათუმში. უფრო სწორედ სამშაბათს. ასე ამბობს რამდენიმე საითი.
ReplyDeleteმე კიდე ამ წვიმის გამო დავაგვიანე სამსახურში. წვიმაში მიჭირს დილით გაღვიძება.
საყვარელი პოსტი იყო, ბათუმური. ფოტოც კარგია :)
ეგ რომელი საიტებია? ყველაფერი კარგადააო რო ირწმუნებიან? :)
ReplyDeleteმიყვარს ასეთი საიტები.
"რა მარტივია სიყვარული, უძილობის ამ ნელ ბრუნვაში”
ReplyDeleteეს ციტატა გამახსენდა ამ პოსტზე როცა წავიკითხე :)
namdvili batumiti suratia, martoobas da uamindobas rom axlavs Tan , eset dros, neti rom ar mqondes ar vici ra damamarteba :)mowyindeba tu ara aq Seafarab Tavs :)ar vici iqneb amitomac miyvars batumi...wvima uxdeba an Sevechvie ...:)
ReplyDeleteწვიმა უხდება? წვიმის გარეშე არ მახსოვს აბა ბათუმი. ნეტს რაც შეეხება ეგ დიდი მაცდური რამაა. აქ მარტო ხეტიალია შესაძლებელი. რაიმეს პოვნა არამგონია
ReplyDeleteAmas cinat, chemma ertma nacnobma damilinka sheni blogis saiti. Didad ar vgijdebi aset ragaceebze, magram shevyevi da shevyevi kitxvas. Ar vici vin xar, ra xar, magram... kargi xar :) Gansakutrebit cvimastan dakavshirebuli komentarebi momecona. Gamixalise dgevandeli dge :)
ReplyDelete-M.
:) დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის
ReplyDelete