Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

მოვიდა დიდი კატაც

მოვიდა დიდი კატაც
გილოცავთ უკვე მობრძანებულ, დაბრძანებულ და ნაბახუსევ ახალ წელს. ხო, შობასაც რათქმაუნდა. არ დავიწყებ იმის მოყოლას თუ როგორ შევხვდი ახალ წელს. იმიტომ რომ განსაკუთრებული არც არაფერი ყოფილა, თუ არ ჩავთვლით თავად საახალწლო განწყობას, რომელიც ყოველთვის მაფრთიანებს. სანტა არ მოსულა. სამაგიეროდ მე ვიყავი სანტა და ძმაკაცის ბავშვებს დიიდი მუცლით, სათვალეებით, ქათქათა წვერით და აუარება საჩუქრით ვეწვიე. ისე საგულდაგულოდ ვიყავი გამოწყობილი და ხმაც ისე შევიცვალე რომ ძმაკაცმა ყოველი შემთხვევისთვის  მკითხა "დათო, შენ ხომ ხარო." ლექსებიც ვთქვი, საჩუქრებიც დავარიგე, გაკვირვებულ-გახარებული ბავშვბიც გავართე და საკუთარ ლაპლანდიაში საკუთარი, უფრო სწორედ მამაჩემის წითელი მარხილით წამოვედი.

არ მოვყვები მეთქი და მაინც ვყვები... მდას ;)
მერე სახლში ტრადიციულად შევეგებეთ ვეფხვს წელს. რომელსაც ჩინური კალენდრის მიხედვით ვხდებით და რაც ყველაზე სასაცილოა, ჩინელებზე რამოდენიმე თვით უფრო ადრე. მაგრამ ამას ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია ქეიფის მიზეზი იყოს.
საახალწლო ბათქა ბუთქისა და მაშხალების აქეთ იქეთ სროლის შემდეგ, შეშინებული რექსა სახლიდან გამოვაგდეთ და "რაიმე კარგის" ყურების სურვილით ტელევიზორს მივაჩერდით. ერთი ფაქტია. იმედზე, შუა ქალაქის საახალწლო სერიებმა მეც გამახალისა და მშობლებიც. აი კონცერტები კი.. რა მოგახსენოთ... პატივცემულ კარერას მოვუსმინეთ. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ასეთი რანგის მომღერალი რო ახალ წელს შენთვის მღერის ცოცხლად. მაგრამ ცოტა ხანში მივხვდით რომ ამდენი კარერასი ხალადეცთან, ოლივიეს სალათთან და ხაჭაპურთან ერთად თავს გვტკენდა და სხვაგან გადავრთეთ. ძირითადად რეკლამების ყურება მოგვიწია...
ძირითადი დრო რეკლამას ეთმობოდა... ბოლოს გავბრაზდით და რუსეთზე გადავრთეთ. აი აქ კი მართლასაინტერესო რაღაცეები ხდებოდა. რაც არ უნდა ვირტყათ ჯიღები. იცის ამ ხალხმა სანახაობის მოწყობა...
ბათუმიდან დამირეკეს. მოედანზე ვიჭყლიტებით და "აკიდებულ ბომბაჩკებს" ვიგერიებთო...
მერე სტუმრიანობა დაგვეწყო და ასე გათენდა ახალი წლის პირველი დღე.
ისე რა უცნაური ტრადიციაა, სადაც მიხვალ ტკბილეული. ამ შემთხვევაში კანფეტები ან შოკოლადი უნდა მიიტანო. რაც მთავარია ისინიც იმასვე გტენიან საპასუხოდ და დადიხარ ასე ერთი კილო შოკოლადით ჯიბეში.
მერე ყველგან "სუფთა წვენს" გთავაზობენ და მერე ირევა ყველაფერი, სტუმარი-მასპინძელი. ძველი-ახალი, უთქვამი-ნათქვამი და ასე შემდეგ.
ბოლოს ესეც მომბეზრდა და ინტერნეტს დავუბრუნდი. აქაც კარგა ხანია აღარაფერი დამიწრია და ვიფიქრე გავხსნი სეზონს მეთქი. ვნახოთ რა იქნება.
ხო რა იქნება ბლოგზეც და საერთოდ ახალი ამ წელში. დიდი და განსაკუთრებული მიზნები ამ წელს არ მაქვს. ჯერ არ მაქვს...იქნებ მერე გამიჩნდეს. ახლა კი უბრალოდ წლის დაწყებისა იყოს და მიზნების ასრულებისაო...როგორც იტყვიან.
აბა ჰე და აბა მიაუ... ვნახოთ რას იზამს დიდი კატა

4 comments:

  1. axal wels gilocav, mravals daeswari.. :)

    mteli erti welia,araferi dagiweria..

    vui, rogor gavritme,, :)

    ReplyDelete
  2. გაიხარე. შენც გილოცავ...
    აბაა. ერთი წელია მართლა.

    ახლა მოვხსნი გუდას თავს ;)

    ReplyDelete
  3. წითელი მარხილიო????

    თუ მე დავკარგე საბოლოოდ იუმორის გრძნობა ჰა?

    ;უსერ

    ReplyDelete
  4. :) ეგ ჩემი საკუთარი მარხილია

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]