Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

სულ რაღაც 2010

სულ რაღაც 2010

კიდევ ერთი წელი მიილია. რამოდენიმე დღე და უკვე 2010- იქნება. რამოდენიმე წლის წინ ეს თარიღი კოსმიურ ომებზე გადაღებული ფილმის სიუჟეტის ერთ-ერთ ეპიზოდად მიმაჩნდაწარმოვიდგენდი ხოლმე რა საოცარი ტექნოლოგიური მიღწევები გველოდა, საოცარი მანქანები, ცათამბჯენები..-ერთი სიტყვით ისეთი გარემო როგორიც ფანტასტიკურ ფილმებშია ხოლმე. თუმცა ყველაფერს წარმოვიდგენდი, გარდა იმისა თუ როგორ და სად ვიქნებოდი ამ დროს მე.
 თურმე რა ახლოს ყოფილა ეგ ორიათას ათი წელი. აი აქვე. და აი აქვე ვარ მეც.
წელი მიილია. გავიდა. გაქრა. კარგი წელი იყო მეთქი ნამდვილად ვერ ვიტყვი. ბოლოს და ბოლოს ამ წელმა ორი უახლოესი ადამიანის სიცოცხლე წამართვა... იმედია ამით დაკმაყოფილდება.
სიმართლე გითხრათ ერთი დიდი, გრძელი ნაცრისფერი დღე იყო ჩემთვის. მართალია იყო რაღაც გამონათებებიც. მაგალითად 2 გზის მეჯვარე გავხდი. სახლში საკუთარი ხელით გავაკეთე მუყაო-თაბაშირის თაროები. ჩემი დახატული ღია ბარათები დავამზადე - დავბეჭდე და ერთი სიტყვით რაღაც ქიშმიშის მაგვარი ერია ამ ნაცრისფერ ცომის მასაში. ( თუმცა ეს ბლოგერობანაც ხო წელს დავიწყე)
აქ ჩემი საქმიანობა დავამთავრე. მალე წავალ ჩემებთან. როგორც ყველა, ისევე მეც ავაწყობ ნაძვის ხეს. მოვრთავ სახლს. მითუმეტეს რომ ამას ჩემს გარდა სხვა ხელს არ მოკიდებს. იციან რომ ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ეგ საქმიანობა. ხო, როგორც წესი რამოდენიმე ახალ სათამაშოსაც შევიძენ. მაშხალებსაც მივაყოლებ და რათქმაუნდა მამაჩემის ტრადიციულ ფრაზას:"ასეთ სისულელებში რომ ყრი ფულს იმიზა არ გაქ მისდღემში"- მოვისმენ.

ყოველთვის ვოცნებობდი დიდ და ფუმდულა, ლამაზად მორთულ მოკაზმულ საახალწლო ნაძვის ხეზე. ნაძვის ხის ქვემოთ თავმოყრილ საჩუქრებზე და ბუხართან დაკიდულ წითელ ფუმფულა წინდებზე. გარეთ კი უნდა ეთოვა. დიდი, ფაფუკი ფანტელებით. აი ასეთი ახალი წლის მოლოდინი მქონდა ყოველთვის. მაგრამ სამწუხაროდ ტყეში მოჭრილი, დისტროფიკი ნაძვის ხით (რომლის ტოტი ერთ სათამაშოსაც ვერ უძლებდა) და თოვლის მაგიერ წვიმით მიწევდა ძველი წელის გაცილება და ახლის დახვედრა. სამაგიეროდ რამოდენიმე წლის შემდეგ შევიძინე ხელოვნური ნაძვის ხე და საჩუქრებიც მოვაგვარე. აი თოვლს ვერაფერი ვერ მოვუხერხე. იმედია წელს მაინც გათოვდება ახალ წელს. ისე როგორც საჭიროა.



საახალწლო ფილმები თუ გახოვთ. კუჩხი ბედნიერი, ბაკურიანზე იყო კიდევ რაღაც ჩანახატი. ტრადიციად ქცეულბედის ირონიაზე რომ არაფერი ვთქვა… როგორ მიყვარდა ნახატი ფილმები სადაცსაახალწლო ისტორიები იყო მოთხრობილი...ეჰ კარგი იყო.
ეგეც იქნება.. აბა რაა?!
მერე დატრიალდება სახლში ფელამუშუს, ნამცხვერების, ხაჭაპურის სურნელი. გამომიჩენენ გადამალულ, დაშაქრულ ჩირებს და ჩურჩხელებს. გაიწყობა სუფრა და მიუხედავად იმისა რომ მთელი დღე ველოდით თორმეტ საათს, სწორედ მაშინ როცა 5 დააკლდება, აღმოჩნდება რომ ვიგვიანებთ და დავფაცურდებით. გავარდება თოფი, შუშხუნდა, შამპანიური და მივულოცავთ ერთმანეთს შემობრძანებულ ახალ წელს.
 ისე რა საოცარი რამაა. ვაცილებთ და ვხვდებით იმას რასაც ვერც ვხედავთ, ვერც ვგრძნობთ და ვერც ვაკონტროლებთ. უბრალოდ ვნატვრობთ რომ იმ თორმეტჯერ ჩამოკრული გონგის შემდეგ ყველაფერი უფრო უკეთესი და უკეთ იქნება. რომ ვიქნებით ჯანმრთელნი ჩვენც და ჩვენიანებიც, რომ აღარ შეგვაწუხებს პრობლემათა კასკადი და თუ მაინც შეგვაწუხებს უფრო იოლად გავუმკლავდებით. რომ მომავალი წელი მართლა უკეთესი იქნება. უფრო უკეთესი ვიდრე გასული და რომ აგვიხდება ბოლოს და ბოლოს ოცნებები თუ არა ოცნება მაინც…
ისე თქვენ აგხდენიათ საახალჭლო ოცნება?! მე კი… მართალია ერთხელ, მაგრამ ხო ამიხდა.
რა ჩავიფიქრო?
ჯერ არც ვიცი.
თუმცა რაც ჩავიფიქრე ამ წელს ის ჯერ კიდევ არ ამსრულებია . 
ან ცუდად ჩავიფიქრე ან კიდე ცუდი სურვილები იყო. ამას უკვე ვეღარ მივხვდები. 
თუმცა ერთი ნათელია. სურვილები ისევ იქნება, იმედებიც და მოლოდინიც.
მშვიდობით ძველო წელო. თან წაიღე ყველა დარდი და ნაღველი.მშვიდობით
გამართლებულ მოლოდინს გისურვებთ და მომავალ წლამდე გემშვიდობებით.




10 comments:

  1. au, axla gamaxsenda ki ara, sul mindoda aseTi postis dawera da dRes gamovacxob saxlshi rom davbrundebi.. :)

    ar vici ratom, magram wlevandel axal wels dzalian velodebi, ase mgonia, chems cxovrebashi mnishvnelovani gardatexcebi unda moxdes.. :)

    ReplyDelete
  2. გამართლებულ მოლოდინს გისურვებ შენაც ;) წარმატებები

    ReplyDelete
  3. რა ჩაშაქრული პოსტია! თაფლიანი კოვზივით :D

    დათო თოვლის დაყენება მასწავლე მერე რა :)

    ReplyDelete
  4. თოვლი ისევ არ ჩანს :(
    ახალი წლის წინა 5წუთის ამბავი მეგონა მარტო ჩემს სახლში ხდებოდა.
    :)))

    ძალიან კარგი პოსტია :)

    ReplyDelete
  5. თოვლს გარეთ თუ არა აქ მაინც მოვიყვან ;)
    ჩაშაქრული უნდა იყოს და საახალწლო აბა რა ;)
    არ ვიცი რანაირი წელი იქნება. მაგრამ იმედია ახალი წელივით ლამაზი მაინც გამოვა :)

    ReplyDelete
  6. gilocav damdegs axal wels :)
    axla gilocav ar vici mere tu movaxerxeb molocvas :)

    ReplyDelete
  7. batumeli.blogspot.comSaturday, December 26, 2009

    da martlac, ocnebebi tu ara ocneba mainc agvxdenodes am axal cels :) с наступаюшим :)

    ReplyDelete
  8. მართლაც და დიდი იმედით შემოვიდა 2010 წელი. იმედებისა და მიზნების ასრულების წელი ყოფილიყოს ყველასთვის.

    ReplyDelete
  9. გილოცავ ახალ წელს =)))) დაბადების დღე თუ ერთი თვის დაგვიანებით მოგილოცე ფეისბუქზე, ახალი წელი შემეძლო, კიდევ უფრო გვიან მომელოცა... :დ

    რა კარგი პოსტი იყო, მართლა დაშაქრული, ნანასი არ იყოს. ჩურჩხელებიო, ნაძვის ხეო და რაღაც ძველი, კეთილი ფილმივით, სახლში რომ მიდის ადამიანი, ნაძვის ხეს აწყობს და მომვალი წლის უკეთესობის სჯერა. თუ მართლა სჯერა, ასეც იქნება და ბევრად უკეთესი კიდევ.
    წარმატებები ყველაფერში 2011 წელს!!!

    ReplyDelete
  10. გაიხარე სოფო :) ასეც იქნება. სხვანაირად არ შეიძლება. ანუ - ვისაც გვჯერა გაგვატარეთ :)
    შენთვისაც ბედნიერების მომტანი იყოს ახალი წელი!!!
    პ.ს. მოლოცვა ყოველთვის შეიძლება :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]