Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

სიზმრის საჭერი

სიზმრის საჭერი
წუხელ საკმაოდ საინტერესო სიზმარი მესიზმრა. აი ისეთი, დამთავრება რო გენანება. რო აცნობიერბ კიდეც რო ეგ სიზმარია და გინდა რო გაგრძელდეს. მაგრამ დილას და მაწვნის გამყიდველს თავისი გააქვთ.
შემდეგ დავფიქრდი. რატო გვესიზმრება ასე იშვიათად კარგი სიზმრები. ყოველ შემთხვევაში ისეთი რომ გესიამოვნოს. ვისაც ვიცნობ უმეტეს შემთხვევაში არც ამახსოვრდება. მე კი მამახსოვრდება და ძალიან ხშირად მიხდება კიდეც. ხშირად შემშინებია, რაიმე ცუდი არ დამესიზმროს და არ ამიხდეს მეთქი. ადრე. როცა ამაზე სიუჟეტიც გავაკეთე. ათასი რეცეპტი ჩავიწერე რესპოდენტებისგან იმის თაობაზე თუ როგორ უნდა დაგვეძინა რო კარგი სიზმრები დაგვსიზრებოდა, რა უნდა გვეჭამა და რა არ ძილის წინ, საით უნდა ქონდეს სასთუმალი და ასე შემდეგ. შემდეგ კი ერთ ძალზედ ორიგინალურ და  მოხერხებულ გადაწყვეტილებას წავაწყდი. არა რა. ეს ხალხი მართლაც რომ საინტერესო რაღაცეებს იგონებდნენ. საუბარი მაქვს ინდიელთა სიზმრების საჭერზე. ეგ რაღაც პეპლის საჭერის და სათევზაო ბადის ნაზავია.


მათი აზრით ის სასთუმალთან უნდა დაკიდო და ტკბილად დაიძინო. ბადე თავისით დაიჭერს კარგ სიზმრებს და მათ განხორციელებაში დაგეხმარება.



ერთ ერთი თქმულების მიხედვით ლაკოტას ტომის ბელადი სალოცავად დიდ მთაზე აულა. ხილვისას მას ძველი სიბრძნის მასწავლებელი წვევია ობობის სახით. საუბრისას ობობას ტირიფის ტოტი წრედ შეუკრავს და მისი ქსელით მორთვა დაუწყია. თან უთქვამს: "ეს ბადე შენს კეთილ ზრახვებიან სიზმრებს დაიჭერს და მის გნხორციელებაში დაგეხმარება. ავი სიზმრები და ზრახვები კი ბადის მიღმა დარჩება და შენს აზრებში ფეხს ვერ მოიკიდებსო".


მართალი გითხრათ ჯერ ვიფიქრე ასეთი რამ მეც ჩამომეკიდა სასთუმალთან. მერე კი დავფიქრდი, დილით თვალს რო გავახელ და თვალწინ, თავზე ინდაურის ბურდღებს და ბადეს დავინახავ, რაც არ უნდა კარგი სიზმარი მესიზმროს აუცილებლად დამავიწყდება.
ასე რომ ისევ ძველებურად ტბილი ძილის სურვილით შემოვიფარგლები.

9 comments:

  1. kargi sizmrebi ishviati araa :)
    me xshirad mesizmreba :)

    ReplyDelete
  2. არა. იშვიათი არაა. მაგრამ უფრო ხშირი იყოს კაი იქნებოდა..
    მერე გიხდება? ;)

    ReplyDelete
  3. ეჰ მე თითქმის არასდროს ვნახულობ სიზმრებს =(((( თუ ვნახულობ და დილით დაზაფრული ვიღვიძებ ;(( კარგს სიზმარს გააჩნია თქვენ რას ეძახით ~))) მე მაგალითად როცა (ჩემთვის) კარგი სიზმარი მესიზმრება რაღაც საოცრებებს ვნახულობ ხოლმე =))) ჰოლივუდს რომ შეშურდება ისეთი სიუჟეტებია =))) თავი კინოში მგონია მაგ დროს =))) არასდროს ვნახულობ თქო რომ ვთქვი ვტყუი ისე =))) ადამიანი ღამის განმავლობაში რამდენიმე სიზმარს ნახულობს =) და დილით ერთ სიზმრად აღიქვავს ან არ ამახსოვრდება, ანუ უნდა მეთქვა რომ ძალიან იშვიათად მამახსოვრდება სიზმარი :))) სიზმრების დაჭერას რაც შეეხება "პატარა ქალაქის ზღაპრებში" რომელიც შენ სამწუხაროდ არ წაგიკითხავს, :( ერთი ეგეთი ძღაპარი იყო რომელსაც ერქვა "მესიზმრე" იქ სიზმრების გამომგზავნელად ერთი მოხუცი იყო რომელიც ყველა ადამიანს თავის სიზმრებს ურჩევდა და უგზავნიდა :)) მოკლედ მე ახლა უაზროდ მოვყვები :)) ჯობია წაიკითხო :) მე თუ მკითხავ მაგ ზღაპრების წაკითხვას ასაკი არ ჭირდება :)
    პ.ს. შენს ბლოგზე ყოველთვის ასეთი დიდი და უაზრო კომენტარები გამომდის =)))))

    ReplyDelete
  4. :)))
    რატო უაზრო? რაც მეტს დაწერ მით უკეთესი ;) განიხარდება
    მაგ ზღაპარს წავიკითხავ დრო რომ მექნება :)
    ზოგს ღრმა ზილი აქვს, ზოგს უფრო ფრთხილი... ამაზეც არის მე მგონი დამოკიდებული

    ReplyDelete
  5. რავი მე არამგონია მაგაზე იყოს დამოკიდებული =))) მე მაგალითად არც ღრმა ძილი მაქვს და არც ფრთხილი სადღაც შუაში =))))) საერთოდ სიზმრის ფენომენი ფრიად ღრმა, იდუმალი და საინტერესოა :)
    ან თუნდაც საიდან მოვიდა ეს ეგრედ წოდებული სიზმრების ახსნა ნეტა =))

    ReplyDelete
  6. მცდელობა მაშინვე გაჩნდა როცა პირველი სიზმარი ნახა ადამიანმა... მერე ვინ როგორ განმარტავს

    ReplyDelete
  7. აუ წარმოიდგინე პირველი სიზმარი რამდენი ხნის უკან იქნებოდაააააააააააა ამის მაშტაბს ჩემი ტვინი ვერ წვდება =))))) ნეტა რა იყო პირველი სიზმარი?! აი სულ სულ პირველი =)))))

    ReplyDelete
  8. mismine, am blogs aqamdec qonda aseti tetri foni ukan tu axala daude?

    axla shemovedi da magrad mesiamovna, tetri foni da shavi shrifti.

    ReplyDelete
  9. არა, ახლა არაფერი შემიცვლია. ისე მე მივეცი ფონი. მაგრამ დაყენებისთანავე. კარგია თუ მოგწონთ :)

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]