მშვენიერი, საუბრისთვის ზედგამოჭრილი, გრილი და მშვიდი საღამო იყო. აივნის ქვეშ ზღვა ჩუმად შრიალებდა. ზღვის სუნი მოდიოდა, ისეთი ხვათის და დაგუბებული წყლის კი არა ზაფხულში რო მოდის ხოლმე. არა, აი ისეთი მხოლოდ შემოდგომით, მშვიდ და უშფოთველ ზღვას რომ ასდის. ავანზე მეგობრები ვისხედით. ნომერში ბაკლები შემოგვიტანეს და უკვე შეიძლებოდა ბოთლის გახსნა. საცობს მშვენიერი სურნელიც ამოყვა და საუბრისთვის ყველაფერი მზად იყო, განწყობაც და სუფრაც. თან სასაუბროც გვქონდა. გუშინ ჩემი კიდევ ერთი ძმაკაცის ქორწილი იყო. მართლაც ძალიან ლამაზი ქორწილი გამოდგა. მართალი გითხრათ არ მიყვარს ეგ ღონისზიება, მაგრამ გამონაკლისები როგორც ასეთი თურმე არსებობს.
ბევრი ვიცინეთ როცა თამადის უცნაური სადღეგრძელოები და მომღერალთა წადიჯეებული ნამღერი გავიხსენეთ. შიგადა შიგ, ცეკვის დროს რომ წამოიძახებდა " აი ამსილამაზეს გაუმარჯოს ხალხოოო, ნახეთ, ნახეთ რა სილამაზეააა". რა შუასი რა კიდეში, მიდი კაცო იმღერეე. ლიმონათიანი და კიტრიანი ფეხებში გაბლანდული ბავშვები ხო საერთოდ. მაგრამ ეგ მეორე ხარისხოვანი იყო. მთავარი ის ბედნიერება და გაბრწყინებული სახე იყო რისი მხილველიც ქორწილში მისული მეგობრები ვიყავით.
დღეს უკვე დაბრძენებული. აწ უკვე ცოლმოყვანილი კაცის დაკვალიანება მივიღეთ "უცოლოებმა" და ვსკდებოდით სიცილით. " ბიჯო, შენ ერთ ღამეში დაბრძენდი ასეო?!"...
შორს ზღვა და ცა უკვე გაერთიანებულიყო. ტალღების ხმა სასმოდ ჟღერდა. მიყვარს როცა სუფრასთან ისეთი ადამიანები იკრიბებიან ვინც შენია. გახსნილია და თვითდამკვიდრების "მე"-ს ძახილის ეტაპი უფრო მეტად ნაკითხობის და დონის დამამტკიცებელი მომენტებით კარს მიღმა აქვს დატოვებული. ამიტომაც მიყვარს ჩემი ალალი მეგობრები. გულწრფელები და ჩემები.
კიდე ერთხელ ჩამოვმარცლეთ მოგონების მარგალიტები, კიდევ ერთხელ დავამტკიცედ რომ დროთა განმავლობაში უფრო ვნათესავდებით, ვახლოვდებით და მერე, როცა რაიმე მნიშვნელოვანი ხდება და გვერდით არ არიან ძალიან გვაკდება მათი თანამონაწილეობა.
კვარიათის ნიავმა თბილი თითებით შეგვეხო და ყველა გავიტრუნეთ. მართლა უჩვეულოდ თბილმა ქარმა დაბერა. აი ისეთმა გაზაფხულზე რო გამნობს სითბოს მოახლოებას და გიხარია რო რაღაც ცივი და გრძელი უკვე უკან რჩება.
ყოველთვის მინდოდა აი ასე შევკრებილიყავით და როგორც იქნა გავიტანე. მომიწონეს "ტვიშიც" და იდეაც. მეფე დედოფალმა ლიფტამდე გამოგვაცილა და წამოვედით. ცოტათი ფეხით გავიარეთ. ზღვას გამოვყევით. არავინ არ ჭაჭანებდა ქუჩაში. მარტო ჩვენ და აი ის სიჩუმე, რო გსიამოვნებს და მის დარღვევას არ აპირებ. იმიტომ რომ მშვიდად ხარ. იქ ხარ სადაც გიხარია. ხოო, კარგი საღამო იყო. მართლაც რომ კარგი.

აუ მომენატრა მასეთი საღამოები მეგობრებთან :(((
ReplyDeleteდა ეს ლექსი გამახსენდა
http://lib.ge/body_text.php?3295
"მე თანახმა ვარ ორშაბათზეც!
ექვსის მერე,
ასე ჩაცმული.
ხუთწუთიან მეგობრობაზეც.
სადაც ჩვენ ოთხნი თუ ცოტა მეტნი,
ერთმანეთის დარდებს მოვისმენთ."
:) martlac zalian didi pozitivia... xshiri unda iyos aseti sagamoebi... tan tu kvariatshi iqneba zgvis piras...es xom saertod zgapari iqnebaaa....
ReplyDeletelamzi da gulwrpeli sagamo iko:)
ReplyDeletesachiroa aseti sagamoebi...