Full width home advertisement

Travel the world

Climb the mountains

Post Page Advertisement [Top]

დავნიმესილდეთ

დავნიმესილდეთ


კოლდრექსი, ნიმესილი, ტაიქოლდი, ლიმნიანი ჩაი, ტელევიზორი და ერთჯერადი ხელსახოცების ცვენა. ერთი სიტყვით გავცივდი. ადრე ძალიან მიხაროდა გაციება. არანაირი გაკვეთილები, საჩუქრები, ნებისმიერი მურაბა და ჯემი ჩემი იყო ოოოღონდ მეჭამა. მაგრამ ახლა უკვე დიდი დისკომფორტია და ფუჭად დაკარგული დრო.
ახლა მახსენდება. რამოდენიმე წლის წინ, მეგობრებთან ერთად ვიყავით ბაკურიანში. კერძო სახლში დავბინავდით და იმავე საღამოს სიცხე მქონდა. თავს გადამყვა ჩვენი "ხაზეიკა", ოსის ქალი იყო და დამაყარა ხაბისგინები, პერაშკები სოკოთი, მარწყვის ჯემი და რა ვიცი კიდევ რა... მე არაფრის ჭამის თავი არ მქონდა. სამაგიეროდ ბიჭებმა გაიხარეს.. "ჩასკდნენ",მეხვერწებოდნენ ერთი ორი დღე კიდე იწექი, ეგ რა კაი ყოფილაო... მართალია ხაბისგინები არც მესაე დღეს გვაკლდა, როცა უკვე გამოვჯანმრთელდი და კოხტა გორა დავიპყარი... მაგრამ აი ის, რკინის გემო ენაზე რასაც სიცხის დროს ვგრძნობ ახლაც მახსენდება და ვუვ... საზიზღარი რამაა.
კიდევ კარგი, ჩემი უტყვი მეგობარი კომპი ერთგულად მემსახურება და ათასგვარ თავის გასართობს მთავაზობს. მაგრამ ეგეც მმბეზრდა. თვალები უკვე დამიოთკუთხედდა.
არადა ხვალისთვის მინიმუმ ფეხზე უნდა ვიდგე. ხვალ ძმაკაცის ქორწილია. ისე მივეჩვიე შაბათ კვირას ქორწილებში სიარულს უკვე ლომკა მაქვს... მალე ისეთ ვარიანტში ვიქნები.. მეფე დედოფალი რომ აღარ გაინტერესებს და იცი რო ქორწილია...
აუუ რა გაიპარსავს წვერს... არ შეიძლება ეგეც გაზის ღუმელის ალივით რეგულირდებოდეს? გინდა მოუშვებ.  არა? გადაკეტე... უუ...  რო მახსენდება რა ხალისით ვიფხეკდი სახეს თითო ოროლა ღინღლი რო მქონდა და ვითომ ვკაცობდი. თურმე სად ხარ... მოესწრები კი არადა...
ვწუწუნებ ხო? ხო, დროა ნიმესილი ვხუხოოო. მოკლედ ორგანიზმი კი არა სამედიცინო კოლბა ვარ დღეს. არადა უნდა დავლო. მითუმეტეს ჩემებს ელეთ მელეთი მოსდით ტელევიზორის შემხედვარე... გრიპის სახელიც აშინებთ...


კაი წავედით დავნიმესილდეთ

6 comments:

  1. მე მიყვარს როცა სიცხე მაქვს :)
    გაბრუებული რომ ვარ და კიდევ ლოგინშჳ წოლა მთელი დღე და ტელევიზორის ყურება და ძილი და ძილი და ძილი.


    აუ რამდენი ხანია სიცხე არ მქონია :S

    ReplyDelete
  2. უფ. ძილი სიცხის გარეშე მიყვარს რომ არ დაგიმალო....
    უფრო სანტერესოა ;)

    ReplyDelete
  3. აუხ, მეც გაციებული ვარ და არ ვიმჩნევ..

    :)

    ReplyDelete
  4. oo. ar sheimcvnio... cuuuu... aravin gagigos ;)

    ReplyDelete
  5. gaciebas ara ushavs tu kuris antebas ar dagitovebs da mere ar gicevs mteli kvira bexristan siaruli

    ReplyDelete
  6. nimesils mxolod da loginshi sicxit colas aitans kaci, magram am kvelapers tu emateba sashineli kuris anteba da stumari .....
    eeeeeeeh mashinaa sakme cudat

    ReplyDelete

და შენ რას ფიქრობ ამის თაობაზე ?!

Bottom Ad [Post Page]